100 დღე ბრექსიტამდე - Bloomberg-ის 5 სცენარი

100 დღე ბრექსიტამდე - Bloomberg-ის 5 სცენარი

access_time2018-12-23 16:00:06

ბრიტანელი პარლამენტარები მიდიან შვებულებებში, თუმცა 2019 წლის დასაწყისი მათთვის იქნება ძალიან რთული  - სწორედ მომავალი წლის იანვარში მათ უნდა უყარონ კენჭი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეის მიერ წარდგენილ გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა დაიწყოს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესი.

 

ერთხელ პარლამენტმა უკვე დაიწყო ამ დოკუმენტის განხილვა, თუმცა 11 დეკემბერს კენჭისყრა გადაიდო არასაკმარისი ხმების გამო.

 

სააგენტო Bloomberg-ის ექსპერტთა აზრით, არსებობს მოვლენათა განვითარების 5 სცენარი.

 

1.ბრექსიტის გადადება

არის იმის ალბათობა, რომ ბრიტანეთი არ გავა ევროკავშირიდან 29 მარტს, იმის მიუხედავად, რომ ეს დღე კანონით არის განსაზღვრული. ტერეზა მეის განაცხადა, რომ არ თვლის მიზანშეწონილად გადავადებას, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება შეუძლებელია.

 

თუმცა, ამ შემთხვევაში შედარებით მკაცრი პოზიცია უჭირავთ თავად ევროკავშირის ლიდერებს - მათ განაცხადეს, რომ დათანხმდებიან გადავადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ლონდონის მხრიდან ბრექსიტთან დაკავშირებით პოლიტიკის გადახედვის ნიშანი და არა მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობა.

 

2. ტერეზა მეის გეგმის აღდგენა

შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ბოლოს და ბოლოს გაიზიაროს პრემიერ-მინისტრის მიდგომები - არაა გამორიცხული, რომ ლეიბორისტები ჩათვლიან რომ ალტერნატივა არ არსებობს და საკითხი დგას ასე - უნდა გავიდეს თუ არა საერთოდ ბრიტანეთი ევროკავშირიდან?

 


დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებელი ხდება ტერეზა მეის გეგმაზე დათანხმება - ბრექსიტი კონკრეტული გეგმის გარეშე  - შეუძლებელია.

 

3. განმეორებითი რეფერენდუმი

კიდევ ერთი სცენარი  - ტერეზა მეის გეგმის საბოლოოდ ჩავარდნაა. მთავრობა აიძულებს პარლამენტს კურსის შეცვლას, თავად პარლამენტში ვერ ხერხდება ერთიანი პოზიციის გამომუშავება ბრექსიტის რომელიმე ვარიანტის ირგვლივ.

 

შესაბამისად, დიდი მონდომების და სიხარულის გარეშე, პრემიერ-მინისტრი იძულებული ხდება დანიშნოს განმეორებითი რეფერენდუმი. პირადად ტერეზა მეისთვის ეს ვარიანტი შეიცავს გარკვეულ რისკს - ბრექსიტის მომხრეების შესაძლო გაერთიანებას ლეიბორისტებთან და მთავრობის გადაყენებას.

 

4. ვადამდელი არჩევნები

პრემიერ-მინისტრი ნიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს იმისთვის, რომ დააღწიოს თავი ჩიხურ მდგომარეობას რეფერენდუმის გარეშე. ან ლეიბორისტები და ევროსკეპტიკოსები ერთიანად ცვლიან მთავრობას. ორივე ვარიანტი ნიშნავს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის გადავადებას.

 

5. ბრექსიტი გეგმის გარეშე

ეს ვარიანტი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გეგმა არ იქნა დამტკიცებული დროულად. პარლამენტის დიდი უმრავლესობა ამის წინაამღდეგია და მას გააჩნია „ხისტი ბრექსიტის“ შეჩერების ბერკეტები.

 

თავის მხრივ ნებისმიერ ფასად ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებიც მიიჩნევენ, რომ მათაც აქვთ ინსტრუმენტები „უგეგმო ბრექსიტის“ დაბლოკვისთვის.

 

საბოლოო შედეგი ასეთ შემთხვევაში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი მხარე უკეთესად გამოიყენებს იურიდიულ ხრიკებს.

 

ამ დროს კი, ინგლისის ბანკმა 20 აგვისტოს შეინარჩუნა უცვლელად საბაზო საპროცენტო განაკვეთი და განაცხადა რომ „გაურკვევლობა ბრექსიტის ირგვლივ საგრძნობლად გაიზრდა“.

 

„ზოგადი ეკონიმიკური პროგნოზი დიდწილად იქნება დამოკიდებული ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის ხასიათზე. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეაქცია ბრექსიტზე არ იქნება ავტომატური და შესაძლებელია ცვლილებები ნებისმიერი მიმართულებით“ - ნათქვამია ბანკის მონეტარული კომიტეტის განცხადებაში.

 





სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?

სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?
access_time2021-02-26 10:00:24
      ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის, ამავდროულად საზოგადოება, ბიზნესები და სტრუქტურები შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისთვის მზადებას იწყებენ. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად არის მოსახლეობაში შენარჩუნებული ინფორმაციულობა კოვიდ პანდემიის საშიშროებასთან დაკავშირებით და ხომ არ არის საფთხე, რომ ყველასთვის სასიხარულო შემსუბუქების ზომები ახალი ტალღის საწყისად იქცეს. რამდენიმე დღის წინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში...

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...


მსგავსი სიახლეები

up