100-დან 51-მა კომპანიამ დირექტორებს ხელფასები გაუზარდა, თანამშრომლებს კი შეუმცირა - Reuters

100-დან 51-მა კომპანიამ დირექტორებს ხელფასები გაუზარდა, თანამშრომლებს კი შეუმცირა - Reuters

access_time2021-05-11 20:30:00

აშშ-ს პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, გასულ წელს მსოფლიოს 100 ცნობილი კომპანიიდან 51-მა თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 2%-ით, საშუალოდ 28 187 დოლარამდე შეამცირა, ხოლო მათი გენერალური დირექტორების საშუალო კომპენსაცია 29%-ით, 15,3 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.


პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტი მემარცხენე პოლიტიკოსებს აერთიანებს და მათი ანგარიშის მონაცემებს სააგენტო Reuters ავრცელებს. ამ კომპანიებს S&P 500 საფონდო ინდექსი აერთიანებს და მათ სიას Standard & Poor’s ადგენს. S&P 500 ინდექსის კალათაში აშშ-ს საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე 505 რჩეეული საჯარო კომპანიაა, რომლებიც უდიდესი კაპიტალიზაციით გამოირჩევიან. აქედან პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის ობიექტს ის 100 კომპანია წარმოადგენდა, სადაც ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასებია და რომლის ნახევარზე მეტმა კოვიდპანდემიის წელს გენერალური დირექტორის ხელფასი გაზარდა. ასეთ კომპანიებს შორისაა Coca-Cola, საკრუიზო ხომალდების ოპერატორი Carnival Corp და სწრაფი კვების კორპორაცია Yum Brands, რომელშიც KFC-ის რესტორნების ქსელი შედის. ანგარიშში წერია, რომ კომპანიებმა ხელმძღვანელების ბონუსების ოდენობა ეფექტიანობის მიზნობრივი მაჩვენებლების ხარჯზე გაზარდეს, რაც პანდემიურ 2020 წელს ამ მაჩვენებლი წესების ცვლილებას ნიშნავს.


საპასუხო ელექტრონულ წერილში Carnival-ის წარმომადგენელი წერს, რომ კომპანიის გენერალურ დირექტორ არნოლდ დონალდს 2020 წელს ფულადი ბონუსი არ მიუღია, ხოლო მისი შარშანდელი მთლიანი კომპენსაცია, 2019 წელთან შედარებით, 29%-ით შემცირდა. Coca-Cola-ს წარმომადგენელმა, ასევე, განაცხადა, რომ ხელმძღვანელების გარდა, სპეციალური პრემია კომპანიის 1000-მდე თანამშრომელმა მიიღო.


ანგარიშის თანაავტორი სარა ანდერსონი აცხადებს, რომ კომპანიები, რომლებიც გენერალური დირექტორისა და საშუალო თანამშრომლის ხელფასების თანაფარდობის ყველაზე დიდი სხვაობით გამოირჩევიან, მაღალი გადასახადები უნდა დაუწესდეთ. მისი თქმით, 51 კომპანიაში გენერალური დირექტორისა და საშუალო თანამშრომლის ხელფასთა თანაფარდობა 830:1-ია.



ანგარიშის მიხედვით, კვების კორპორაცია Yum Brands-ის მმართველობამ საბონუსო პროგრამების დისკრეციული კორექტირების სანქცირება მოახდინა. ამის შედეგად გენერალურმა დირექტორმა დევიდ გიბსმა 1,4 მლნ დოლარის ოდენობის პრემია მიიღო. მან, ასევე, მიიღო 882 127 აშშ-ს დოლარის ერთჯერადი საფონდო ჯილდო და 2020 წელს მისმა მთლიანმა კომპენსაციამ 14,6 მლნ დოლარი შეადგინა.


კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპენსაციის გაზრდა შესაბამისობაში იყო დევიდ გიბსის მუშაობასთან, რადგან მან ბიზნესი დაასტაბილურა და პანდემიის შემდგომი პერიოდის წარმატებებისთვის შეამზადა.


„დევიდ გიბსმა თავის საბაზისო ხელფასზე უარი თქვა და ეს თანხა 1200 რესტორნის გენერალური მენეჯერების ერთჯერადი 1000-დოლარიანი ბონუსების დასაფინანსებლად გამოიყენა. კომპანიამ, ასვე, დაარიგა ბონუსები რესტორნების გუნდის წევრებზე მთელ მსოფლიოში. სწრაფი კვების რესტორნების ქსელ KFC-ში არასრული სამუშაო დღის ანუ საშუალო თანამშრომლის მთლიანი კომპენსაციის ოდენობამ 11 377 დოლარი შეადგინა,“ - ნათქვამია კორპორაცია Yum Brands-ის განცხადებაში.


BPN.GE



თეგები:
ხელფასი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up