პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ქვეყანაში 100 000 ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა ექსპერტი გია ხუხაშვილი მცირე ჩანახატით ეხმაურება.
„- ბოლო ერთ წელიწადში 100 ათასი სამუშაო ადგილი შევქმენით - ღარიბაშვილი
- გმადლობთ პრემიერო. რა სფეროებში დაასაქმეთ? - იმედის ჟურნალისტი
- ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ევროპულ ნაწილში…გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ა.შ.“