10 ყველაზე მდიდარი საინვესტიციო ბანკირი მსოფლიოში

10 ყველაზე მდიდარი საინვესტიციო ბანკირი მსოფლიოში

access_time2022-08-06 09:00:27

საინვესტიციო ბანკინგი სპეციალიზირებულია ფულადი სახსრების მოზიდვასა და ბიზნესისთვის ფინანსური რჩევების მიწოდებაში. საინვესტიციო ბანკირები იყენებენ ფინანსური სერვისების ბიზნეს ცოდნას, ანალიტიკურ უნარს და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარებს, რათა დაეხმარონ ინსტიტუტებს ისეთი ამოცანების შესრულებაში, როგორიცაა ფულადი სახსრების მოზიდვა და სხვა კომპანიებთან მომგებიანი გარიგებების დადება.


წარმოგიდგენთ საინვესტიციო საბანკო ინდუსტრიის 10 უმდიდრეს ადამიანს:


ჯონ პოლსონი


ამერიკელი მილიარდერი ჯონ პოლსონი ჰეჯ-ფონდის მენეჯერია. მან თავისი ქონება 2007 წელს საკრედიტო დეფოლტის სვოპების გამოყენებით გამოიმუშავა. პოლოსნი 1994 წლიდან Paulson & Co-ს ლიდერია, ამ დროის განმავლობაში მან 4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.


ანდრე ესტევესი


ანდრე ესტევესმა კარიერა ბრაზილიურ საინვესტიციო ბანკში- Pactual სტაჟიორად დაიწყო. დაუღალავი შრომის შემდეგ იგი იმავე ბანკის ხელმძღვანელი გახდა. 2006 წელს Pactual შვეიცარიულ საბანკო გიგანტ UBS-ს 3,1 მილიარდ დოლარად მიჰყიდა, რითაც ჩამოაყალიბა ბრაზილიის შვილობილი კომპანია UBS Pactual. შემდეგ შექმნა საინვესტიციო ფირმა BTG-ს და ახალი ფირმის საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი გახდა.


ესტევესი 2015 წლის ნოემბერში დააკავეს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ნავთობკომპანია Petroleo Brasileiro SA-ში კორუფციული გამოძიების შეფერხების ბრალდებით.


ლეონ ბლეკი


ლეონ ბლეკმა დააარსა კერძო ინვესტიციების ფირმა Apollo Global Management, რომელიც 470 მილიარდ დოლარზე მეტ აქტივებს მართავს.


არასრულწლოვანი გოგონებით სექსუალურ მოვაჭრე ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო ლეონ ბლეკმა ფირმა დატოვა. სავარაუდოდ, მან ეპშტეინს 158 მილიონი დოლარი შესწირა. დღეს მისი ქონება 8,9 მილიარდ დოლარს შეადგენს.


ხორხე პაულო



ხორხე პაულო არის ბრაზილიელი მილიარდერი საინვესტიციო ბანკირი და ბიზნესმენი. მან ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის დარგში 1961 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო.


ხორხე პაულომ დააარსა კერძო საინვესტიციო კომპანია GP Investimentos, რომელმაც იყიდა ორი ბრაზილიური ლუდსახარშის, Brahma და Companhia Antarctica Paulista-ს აქციები. მოგვიანებით AmBev ბელგიის Interbrew-თან გაერთიანდა. 2008 წელს ამერიკული ლუდსახარში Anheuser-Busch-ის შეძენილი კომბინირებული ფირმის მარაგის ზრდამ სამი კომპანია მსოფლიოს უდიდეს ლუდსახარშად აქცია. პაულოს ქონება 14,9 მილიარდ დოლარს შეადგენს.


პეტრ კელნერი


პეტრ კელნერის ქონება 2021 წელს, მისი გარდაცვალებისას 18,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. იგი საინვესტიციო ფონდის PPF-ის დამფუძნებელი და აქციონერი იყო. კელნერის სხვა აქტივები მოიცავდა დიდ წილს Komercini Banka-ში, წილს სატელეკომუნიკაციო ფირმაში 02 და უძრავი ქონების ჰოლდინგში.


რეი დალიო


72 წლის რეი დალიო Bridgewater Associates-ის დამფუძნებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჰეჯ-ფონდის მენეჯერი და ინვესტორია. დალიოს ქონება 22 მილიარდ დოლარს შეადგენს.


ჯოზეფ საფრა


ჯოზეფ საფრა იყო შვეიცარიელი ბანკირი და მილიარდერი ბიზნესმენი. ის გარდაიცვალა 2020 წლის 10 დეკემბერს. მაშინ მისი ქონება 22,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.


Safra-ს ბიზნეს ჰოლდინგი მოიცავდა Chiquita, Safra Group, Banco Safra, J. Safra Sarasin და Safra National Bank of New York. 2014 წელს მან 1 მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა The Gherkin Tower-ში ლონდონში.


ჯიმ სიმონსი


ჯიმ სიმონსის ქონება 2022 წლის ივლისის მონაცემებით დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს შეადგენს.მან დააარსა Reinassance Technologies, რაოდენობრივი ჰეჯ-ფონდი ნიუ-იორკში. Simons-ის ფონდი საინვესტიციო მოგებისთვის მათემატიკურ მოდელებსა და ალგორითმებს იყენებს.


კენ გრიფინი


1968 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული კენ გრიფინი არის ამერიკელი ჰეჯ-ფონდის მენეჯერი, მეწარმე და ინვესტორი. ის არის შპს Citadel-ის აღმასრულებელი დირექტორი და აქციონერი. კომპანია 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს მართავს, რომლის 85%-ს გრიფინი ფლობს.


კენ გრიფინს აქვს უძრავი ქონების უზარმაზარი პორტფელი. 2022 წლის მონაცემებით იგი 29 ,ილიარდ დოლარს ფლობს.


ნათანიელ როტშილდი


ნათანიელ როტშილდი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის - როტშილდების საბანკო დინასტიის წევრი. ის ფლობს 50%-ს NR Atticus-ში, Atticus Management-ში და Atticus Capital-ში, ჰეჯ-ფონდში. იგიო დღემდე რჩება RIT Capital Partners-ის მნიშვნელოვან აქციონერად და Five Arrows Limited-ის 35%-იანი ბენეფიციარ აქციონერად. ნათანიელის მემკვიდრეობა 40 მილიარდი დოლარია.


წყარო: bpn.ge


თეგები:
ბანკირი



ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
access_time2022-08-12 23:55:40
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.   როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.   "პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო,...

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას
access_time2022-08-12 23:00:51
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.   ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ...

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“
access_time2022-08-12 20:02:05
„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“ -  ამის შესახებ ინფორმაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კომერსანტი“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,...

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე
access_time2022-08-12 17:58:05
ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2022-08-12 17:30:06
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1508 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2829 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up