10 ყველაზე ძვირად ღირებული საათი მსოფლიოში

10 ყველაზე ძვირად ღირებული საათი მსოფლიოში

access_time2022-05-15 15:30:36

ლამაზი, დახვეწილი, ბრენდული და ხარისხიანი სამკაულები და აქსესუარები ბევრის სუსტი წერტილია. ადამიანები საყვარელი ნივთის შეძენისთვის ფინანსებს არ იშურებენ, თუმცა არსებობს ისეთი კატეგორიის ფუფუნების საგნები, რომელიც ყველასთვის ნამდვილად არ არის ხელმისაწვდომი. მათ შორის არის საათებიც.

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ საათებს, რომელთა ფასი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენს:

10. Patek Philippe Ref. 1527 – 5,7 მილიონი დოლარი

Patek Philippe Ref. 1527 დაამზადეს 1943 წელს. საათი ვიზუალურად საკმაოდ მოკრძალებული და სადაა, თუმცა საათი შეიცავს ოცზე მეტ სხვადასხვა ძვირფას ქვას და დამზადებულია 20-კარატიანი ოქროსგან. აღნიშნული მოდელი ერთადერთი არსებობს. ზოგადად Patek Philippe-ს საათები კი იშვიათობაა.

9. Patek Philippe Ref. 1518 უჟანგავი ფოლადი - 11 მილიონი დოლარი

მაღალი კლასის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული 1518 მოდელის საათი პირველი პატეკ ფილიპის ოთხი სერიიდან, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოიცა. აუქციონზე 11 მილიონ დოლარად გაყიდული 1518, სხვა მოდელებისგან იმით განსხვავდება, რომ ის მთლიანად მაღალი ხარისხის ფოლადისგან არის დამზადებული.

8. Paul Newman Rolex Daytona – 17,6 მილიონი დოლარი

პოლ ნიუმენი იყო ცნობილი მსახიობი, რომელიც გატაცებული იყო ასევე მოტოსპორტით. აღნიშნული საათი სპეციალურად მისთვის შეიქმნა, რომელიც მას მეუღლემ აჩუქა. საათს აქვს უნიკალური შავი და კრემისფერი ციფერბლატი. წარმოებული ოცი Daytona-დან ასეთი ციფერბლატი მხოლოდ ამ მოდელს აქვს.

7. Jacob & Co. Billionaire Watch – 18 მილიონი დოლარი


260-კარატიანი ზურმუხტისფერი ბრილიანტებისგან დამზადებული, საათი ნამდვილად ამართლებს მის სახელს. მას აქვს ლამაზი ელეგანტური კორპუსი, რომელიც ბრილიანტებით არის მოჭიქული.

6. Patek Philippe Henry Graves Supercomplication - 24 მილიონი დოლარი

პატეკ ფილიპის ყველაზე ძვირად ღირებული საათი არის მოდელი- Henry Graves Supercomplication, რომელიც ამავე სახელწოდების მდიდარი ამერიკელი ბანკირისთვის არის შექმნილი. მოდელი არის უნიკალური. აღჭურვილი უამრავი ფუნქციით, მათ შორის 24 საათიანი ციკლით, მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროით და ციური სქემით.

5. Chopard 201 კარატიანი საათი – 25 მილიონი დოლარი

იმის გასაგებად, თუ რატომ არის Chopard 201 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული საათი, უბრალოდ გადახედეთ მწარმოებლის სახელს. საათი მორთულია ფერადი ბრილიანტებით, მათ შორისაა 15-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი, 12-კარატიანი ლურჯი ბრილიანტი და 11-კარატიანი თეთრი ბრილიანტი.

4. Jaeger-LeCoultre Joaillerie 101 Manchette – 26 მილიონი დოლარი

576-მდე ბრილიანტითა და საფირონის ციფერბლატით წარმოებული Jaeger-LeCoultre Joaillerie 101 Manchette დედოფალ ელიზაბეტ II-ს ერთ-ერთ ღონისძიებაზე აჩუქეს. იგი მექანიკურია. განსაკუთრებული მახასიათებელი კი მასზე ამოტვიფრული გვირგვინია.

3. Breguet Grande Complication მარი-ანტუანეტა - 30 მილიონი დოლარი

ოქროში ჩასმული ულამაზესი ჯიბის საათი, სადაც მისი რთული მექანიკა ჩანს, სავარაუდოდ, საფრანგეთის დედოფალს, მარი ანტუანეტას მისმა ყოფილმა საყვარელმა შეუკვეთა. საათზე მუშაობა 1782 წელს დაიწყო და მის დამზადებას 40 წელი დასჭირდა. იგი დასრულდა 1827 წელს. სამწუხაროდ, სანამ მის ძვირფას საჩუქარს მიირებდა, მარი ანტუანეტა სიკვდილით დასაჯეს.

2. Graff Diamonds The Fascination - 40 მილიონი დოლარი

თუ 40 ზედმეტი მილიონი დოლარი გაქვთ, შესაძლოა ეს საათი თქვენი იყოს. The Fascination by Graff Diamonds შეიცავს 152,96-კარატიან თეთრ ბრილიანტს. თუმცა, მას ასევე აქვს მოსახსნელი 38,13-კარატიანი მსხლის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც მდებარეობს საათის ცენტრში.

1. Graff Diamonds Halucination - 55 მილიონი დოლარი

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საათი არის Graff Diamonds-ის ჰალუცინაცია. საათი მოთავსებულია პლატინის სამაჯურში და დამზადებულია 110 კარატიანი იშვიათი ფერადი ბრილიანტისგან.

წყარო: wealthygorilla.com,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up