10 წლის გრიგორ ესებუას მიმართვა საქართველოს და vtb ბანკების მმართველებისადმი - არ გრცხვენიათ ?

10 წლის გრიგორ ესებუას მიმართვა საქართველოს და vtb ბანკების მმართველებისადმი - არ გრცხვენიათ ?

access_time2018-11-08 14:00:00

სოციალურ ქსელში 10 წლის ბავშვის   გრიგორ ესებუა  მიმართვა ვრცელდება, რომლის ოჯახსაც ბანკებში დაგროვილი კრედიტების გამო ეკონომიკური პრობლემები აქვს და შესაძლოა საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩეს, ამიტომ დახმარებას ითხოვს. კომერსანტი facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„პლანეტის მილიონრებს - მე ვარ გრიგორ ესებუა 10 წლის, ვცხოვრობ საქართველოში, ქალაქ ფოთში თამარ მეფის 71 ; მამა ბადრი (ბაჩუკი) ესებუა 62 წლის, დედა 57 წლის (დიასახლისი). მამა მუშაობს დროებითი ხელშეკრულებით ფოთის ნავსადგურში 2018 წლის მაისიდან, მანამ აქვე მუშაობდა, მხოლოდ მუდმივ შტატში უფრო მაღალი ხელფასით (27 წლის მუშაობის სტაჟით). მამამ 2013 წელს ვითიბი ბანკიდან გამოიტანა იპოთეკური სესხი19 500 დოლარის ოდენობით, როცა დოლარი 1,65 იარი ღირდა (სესხი 10 წლიანია დასაბრუნებელია 36 000 დოლარი) თავი ფული დარჩენილი აქვს 16 900 $. მამა ყოველთვე იხდიდა 292 $. მამას აგრეთვე ტაო პრივატ ბანკის 35000 ლარი ჰქონდა ვალი. დოლარის კურსის მატებისა და მამას ხელფასის შემცირების გამო მამამ ვალის გადახდა ფიზიკურად ვერ შეძლო. მას ფული მხოლოდ ვითიბი ბანკისთვის ყოფნიდა. 2018 წელს მამას ხელფასი საქართველოს ბანკმა დაუყადაღა 2019 წლის ივნისამდე. 3500 ლარში საქართველოს ბანკი 10000 ახდევინებს.(თავი ფული 35000 ლარი გადახდილი აქვს). ხელფასის ნაწილი საქართველოს ბანკს მიაქვს 641 ლარი ხოლო ვითიბი ბანკს 513 ლარი საუბედუროდ ეს თანხა ვითიბი ბანკს არ ყოფნის, არსებობაზე ლაპარაკი ზედმეტია.




მე მინდა მივმართო საქართველოს ბანკის მმართველს   არ გრცხვენიათ ქუჩაში რომ მტოვებთ! მამას ამდენ პროცენტს ახდევინებთ მაშიმშილებთ. როგორ  აზიდავთ ცოდვას უფალთან, რას ეტყვით ყველაზე დიდ მსაჯულს, ვითიბი ბანკში 18000$ გადახდილი აქვს, მაგრამ ორჯერ რეორგანიზაციის გამო ეს თანხა არ ეთვლება. ახლა ყადაღის გამო ვერ გადაიხადა და დაგროვდა 570 $, თუ ამ თანხას ორ კვირაში არ გადავიხდით სახლიდან გაძევება გვემუქრება.


მე წასასვლელი არსად მაქვს .სად ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო რა უნდა ქნას ჩემმა ასაკოვანმა მშობლებმა. მე 5 საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ, კარგად ვსწავლობ ,მინდა ასე ბეჯითი მოსწავლე ვიყო მაგრამ სად ქუჩაში? გამოსავალი ერთია მამა თავი უნდა მოიკლას მაშინ სახლიდან არ გაგვყრიან. მამის სიცოცხლის სანაცვლოდ მიღებული სისხლიანი სახლი არ მინდა. ხის სახლი, რომელიც 100 წლისაა ავარიულ მდგომარეობაშია, მე გრიროლ ესებუა კეთილ ადამიანებს გთხოვთ, გევედრებით დამეხმაროთ თანხა (თვიური გადასახადი 292$)ივნისის თვემდე.


მე სწავლას გავაგრძელებ, გავიზრდები ღირსეული ადამიანი და თქვენს ვალს აუცილებლად დაგიბრუნებთ. ოღონდა ახლა არ გამწიროთ ქუჩისათვის. გთხოვთ...“ წერს 10 წლის გრიგორ ესებუა.






ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს
access_time2018-11-19 19:52:54
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.   მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს,...

„სწრაფი და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“

„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“
access_time2018-11-19 19:00:08
„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“-  ასე აფასებს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“  მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.   ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს  გადაწყვეტილება ძირითადად, სწრაფი და...

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ
access_time2018-11-19 20:00:00
“ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად გთავაზობთ ვალდებულებების განულების პროგრამის შესახებ დეტალებს.   რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?   ერთჯერადი პროგრამა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ბანკისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;   სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში...

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს
access_time2018-11-19 16:55:00
ფონდ „ქართუში“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.   როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.   მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთამ.   „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ...

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება
access_time2018-11-19 15:26:55
საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.   მათივე ინფორმაციით, პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:   2018 წლის 19...


მსგავსი სიახლეები

up