10-წლიანი სპეციალური მართვა და 200-მილიონიანი ზარალი - “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ისტორია

10-წლიანი სპეციალური მართვა და 200-მილიონიანი ზარალი - “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ისტორია

access_time2019-01-23 09:05:07

“ყაზტრანსგაზის” 10 წლიანი სპეციალური მართვა სრულდება - რა შედეგი მოიტანა სპეციალური მართვის რეჟიმმა და როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები.


2006 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ, სს „თბილგაზის“ გასხვისების მიზნით ჩატარებულ აუქციონში, გამარჯვებულად შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სცნო და მას გაკოტრებული სს „თბილგაზის“ აქტივები 12,5 მლნ. აშშ დოლარად გადასცა. აღნიშნულ პერიოდში კომპანიის 96% თბილისის მერიის საკუთრება იყო.


2006 წელს “თბილგაზის” გაკოტრებას წინ ცენტრალური ბიუჯეტისა და სხვა მხარეთა წინაშე დაახლოებით, 100-მილიონიანი დავალიანებების წარმოშობა უძღვოდა. კომპანია არაეფექტური მენეჯმენტის და არასახარბიელო საბაზრო გარემოს გამო, სხვადასხვა მხარის მიმართ დავალიანებებს 15 წლის განმავლობაში აგროვებდა.


2006 წლის 1 ივნისს სემეკ-მა “ყაზტრანსგაზ-თბილისს განაწილების ლიცენზია მიანიჭა.


2006-2009 წლებში კომპანიას ყაზახური მენეჯმენტი მართავდა, აღნიშნულ პერიოდში კომპანიაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. თუმცა, ამ წლების განმავლობაში “ყაზტრანსგაზის” ზარალიანობა შენარჩუნდა, კონკრეტულად:


2006 წელს - ზარალი 25,721,206 ლარი;

2007 წელს - ზარალი 57,795,240 ლარი;

2008 წელს - ზარალი 70,390,468 ლარი;

2009 წელს - ზარალი 59,855,483 ლარი.


თუმცა აღნიშნულ პერიოდში კომპანიას იმის მსგავსი დავალიანებები წარმოეშვა, როგორიც თავის დროზე “თბილგაზს” ჰქონდა.


2009 წლის 16 მარტს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული გადაწყვეტილების საფუძველზე “ყაზტრანსგაზ-თბილისში” სპეციალური მმართველი დაინიშნა.


როგორც სემეკ-ი, ამტკიცებდა სასამართლოში შეტანილ სარჩელში, აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა საქართველოს სახელმწიფო ნავთობკომპანიის - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ შესყიდულ ბუნებრივ აირზე დიდძალი ვადაგადაცილებული დავალიანების დაგროვების გამო.


იმ დროისთვის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ არსებული დავალიანება 68,777,519 ლარს შეადგენდა.
ფინანსური სიძნელეების გარდა, არსებობდა რისკიც, რომ კომპანია ვერ შეძლებდა მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას, ამიტომ სემეკ-მა კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა მოითხვა.

სპეციალური მმართველის უმთავრესი ამოცანა იყო შესყიდული ბუნებრივი აირისთვის დარიცხული დავალიანების დაფარვა და კომპანიის აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტი და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა. შედეგად, საქართველოს სახელმწიფომ კერძო კომპანიის ფაქტობრივი ექსპროპრეაცია მოახდინა. მომხდარმა საქართველო-ყაზახეთის საქმიან ურთიერთობაზე ნეგატიური გავლენა იქონია.


სპეციალური მმართველი ერთი წლის ვადით დაინიშნა. ეს ვადა მას შემდეგ არაერთხელ გაგრძელდა. უკანასკნელი მდგომარეობით, კომპანიაში სპეციალური მართვის რეჟიმი 2019 წლის 1 აპრილამდე იქნება შენარჩუნებული.


2010 წლის 14 ივლისს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ არსებული დავალიანება გადაეწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ფინანსთა სამინისტროს მიმართ ვადაგადაცილებულ დავალიანებას ყოველდღიურად 0.05%-ის საურავი ერიცხებოდა.


“ყაზტრანსგაზის” 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წლის 31 დეკემბერისთვის კომპანიის უარყოფითი კაპიტალი, ანუ 12 მილიონი ლარით, 374 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უარყოფითი კაპიტალი კომპანიის მიერ აკუმულირებლ ზარალს წარმოადგენდა.


სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდგომ კომპანიის მოგება/ზარალის მაჩვენებლები ასეთი იყო:


2010 წელს, ზარალი 27,777,050 ლარი;

2011 წელს, მოგება 8,075,967 ლარი;

2012 წელს, მოგება 3,144,937 ლარი;

2013 წელს, ზარალი 5,861,352 ლარი;

2014 წელს, ზარალი 14,068,838 ლარი;

2015 - არ არის საჯაროდ გამოქვეყნებული;

2016 წელს, ზარალი 45,399,675 ლარი;

2017 წელს, ზარალი 11,808,424 ლარი.


მთლიანობაში 2006-2017 წლების ზარალი 200 მილიონ ლარს აჭარბებს.


სპეციალური მმართველის ძირითადი მოვალეობა იყო კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, თბილისისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა, ლიცენზიის ყველა პირობის შესრულება და კრედიტორებისადმი ყველა მიმდინარე დავალიანების დაფარვა. კომპანიამ ერთი წლის ვადაში დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია, ამიტომ სპეციალურ მმართველს მანდატი გაუგრძელდა.


2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას ჰქონდა 90,104,000 ლარის ვადაგადაცილებული დავალიანება ფინანსთა სამინისტროს მიმართ. აღნიშნული თარიღისთვის დედა კომპანიისთვის გადასახდელი ვადაგადაცილებული ფინანსური
ვალდებულება 178,654,424 ლარის ოდენობით, ასევე ვადაგადაცილებული 164,772,182 ლარის სასესხო დავალიანება მშობელი კომპანიის მიერ კონტროლირებული საწარმოს - Intergas Finance BV-ის მიმართ, რომელიც ასევე ვადაგადაცილებულია.


გამოუვალი მდგომარეობა


2014 მეოთხე კვარტალში საქართველოში სავალუტო კრიზისი დაიწყო, მნიშვნელოვნად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა ლარი.

ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგანაც შესყიდული ბუნებრივი აირის ფასი აშშ დოლარში განისაზღვრება, ხოლო კომპანიის რეგულირებული გასაყიდი ტარიფი ლარშია დაფიქსირებული.


კომპანიის მხრიდან ტარიფის გაზრდის მოთხოვნა 2015 და 2016 წლებში სემეკ-მა არ დააკმაყოფილა. ტარიფები მცირედით 1.1%-ით გაიზარდა მხოლოდ 2017 წლის ივლისიდან. ამის გამო, ფულადი ნაკადები 2017 და 2016 წლებში უარყოფითი იყო, შესაბამისად, 772,782 ლარისა და 5,075,419 ლარის ოდენობით.


ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, “ყაზტრანსგაზმა” მილიონი მოქალაქისთვის უწყვეტი ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით, არ დაფარა დავალიანება ფინანსთა სამინისტროს მიმართ და 2016 წლამდე წარმოქმნილი ნაღდი ფულის ნაშთები ისევ ძირითადი საქმიანობისკენ მიმართა.


EY-ის ანგარიშის მიხედვით, კომპანიას ამ პერიოდში ლიკვიდობის მნიშვნელოვანი რისკი ედგა.


ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიამ სპეციალური მმართველობის რეჟიმში მნიშვნელოვნად შეკვეცა კაპიტალდაბანდებების ბიუჯეტი და სახსრები უფრო მეტად კლიენტთა გამრიცხველიანებაზე მიიმართა.


ანგარიშგებაში ნათქვამია, რომ სპეციალური მმართველის აზრით, ფინანსთა სამინისტრო არ მოთხოვს მის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვას, თუ ეს საფრთხეს შეუქმნის თბილისისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტ მიწოდებას ან სხვაგვარად შეუშლის ხელს კომპანიას გაზის განაწილების ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაში. საბოლოოდ ასეც მოხდა და კომპანიას გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე 100 მილიონამდე საბიუჯეტო დავალიანება ჩამოეწერა.


არბიტრაჟი და გასხვისება


2017 წელს მშობელმა კომპანიამ საარბიტრაჟო დავა წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ. დავის საგანი, ყაზახური მხარის მოთხოვნის მიხედვით, ზიანის ანაზღაურება იყო, რომელიც 486 მილიონ ლარს აჭარბებდა. ამასთან ერთად, იზრდებოდა შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება, რომელმაც 96 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთანავე, 2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისს, მფლობელი ყაზახური კომპანიების წინაშე, 347,721,491 ლარის ოდენობის დავალიანება ერიცხებოდა.


2018 წლის 8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისს” მესაკუთრე შეეცვალა. კომპანია ქართულმა ჰოლდინგმა CBS ჯგუფმა მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია WALTBAY LTD-ის მეშვეობით შეიძინა. კომპანიის დამფუძნებლები ბიზნესმენები ხვიჩა მაქაცარია და დავით ბეჟუაშვილი არიან.


2018 წლის 27 აგვისტოს მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც “ყაზტრანსგაზ-თბილისს” საბიუჯეტო დავალიანება ჩამოეწერა. ჩამოწერა ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რის შედეგადაც ყაზახურ მხარესთან დაწყებული საარბიტრაჟო დავა მორიგებით დასრულდა.


კომპანია WALTBAY LTD-ს მიერ ყაზახეთისთვის შეთავაზებული პირობების მიხედვით, კომპანია “ყაზტრანსგაზზე” ყაზახური მშობელი კომპანიისთვის არსებულ დავალიანებას საკუთარ თავზე იღებდა, რაზეც ყაზახურმა მხარემ თანხმობა განაცხადა.


თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ, ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების პატიების სანაცვლოდ, ყაზახური მხარისგან საერთაშორისო არბიტრაჟში არსებული საქმის საქართველოს სასარგებლოდ მორიგებით დასრულება, ხოლო კომპანია WALTBAY LTD-ს დათმობილ 347 მილიონ ლარზე მეტ მოთხოვნაზე უარის თქმა მოსთხოვა, რაც საქართველოს მთავრობის განმარტებითვე, მომხმარებელთა დაცვას ემსახურებოდა.


საბოლოოდ, WALTBAY LTD-მ და ყაზახმა კრედიტორებმა საქართველოს მთავრობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადეს, რის სანაცვლოდაც შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი გათავისუფლდება სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან.


მართალია, თბილისის გაზმომარაგების ქსელი დღეს უფრო ეფექტურად მუშაობს და დანარგების (მილსადენებიდან გაფრქვეული გაზის) მოცულობაც 2006 წელს არსებული 37%-ზე ნაკლებია და 10%-ს შეადგენს, თუმცა სისტემა მრავალმილიონიან მოდერნიზაციას მაინც საჭიროებს.


მთელი ამ წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაზის ტარიფი იყოს საბაზრო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც გამანაწილებელი კომპანია ახერხებს ჩადებული ინვესტიციების ამოღებას, ვერც სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანი ვერ სრულდება, რაც გაუმჯობესებულ გაზმომარაგებას წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეები კი, პირდაპირ თუ ირიბად, კომპანიისთვის ჩამოწერილი გადასახადების ხარჯზე, მაინც იხდიან “იაფი გაზის” საფასურს.


2019 წელს გაზის ტარიფი შემცირდა, თუმცა ეს შემცირება არა საბაზრო პროცესით არამედ იმით იყო განპირობებული, რომ მთავრობის დავალებით გაზრის ტრანსპორტირების კომპანიამ საკუთარი მოგების ხარჯზე გაზის ტარიფის სუბსიდირება დაიწყო. რამდენი მილიონი დაუჯდება ეს სუბსიდია სახელმწიფო ბიუჯეტს უცნობია.


bm.ge






თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-08 21:30:16
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ოთარ ნადარაია - „ჰეჯირების შემთხვევაში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს“ მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა...


მსგავსი სიახლეები

up