„ქვეყანაში 10 წლიანი გეგმის შექმნა ზღაპარია“- მორიგი კომისია ეკონომიკის სტიმულირების გეგმისთვის, რა ბედი ეწია მის წინამორბედს?

„ქვეყანაში 10 წლიანი გეგმის შექმნა ზღაპარია“- მორიგი კომისია ეკონომიკის სტიმულირების გეგმისთვის, რა ბედი ეწია მის წინამორბედს?

access_time2021-03-12 11:00:39

ახალი პრემიერ-მინისტრი და ახალი კომისია, რომელმაც ეკონომიკური სტიმულირების გეგმა უნდა შეიმუშავოს. ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ კვირას დააანონსა, რომ მტკიცდება სახელმწიფო კომისია, რომელიც 3 თვის განმავლობაში ეკონომიკურ გეგმაზე იმუშავებს და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს. კომისიაში მონაწილეობისთვის მოწვეული იქნებიან უცხოელი ექსპერტებიც და კერძო სექტორთან და კომიტეტებთან ერთად ჩაერთვებიან პროცესში.


იგივე დანიშნულებით, გასული წლის ივლისში ირაკლი ღარიბაშვილის წინამორბედმა გიორგი გახარიამ  ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე ადგილობრივ ექსპერტებთან,  კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორებთან, ასევე დიდი ოთხეულის წევრი Deloitt-ის კონსულტანტებთან ერთად შექმნა კომისია. ეს კონსულტანტები ორ დამოუკიდებელ ჯგუფად მუშაობდნენ, ხოლო მათი მომსახურების საფასურს კი USAID და UNDP იხდიდა. „კომერსანტი“ გასულ წელს შექმნილი, ზემოთხსენებული კომისიის მუშაობის შედეგებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დაინტერესდა, რაც მათმა კონსულტირებამ გამოიღო ქართული ეკონომიკური კრიზისის მენეჯმენტის საქმეში. ამისთვის ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

 

„არაფერი მიგვიღია იმ გასული წლის სამუშაო ჯგუფისგან, ეს ძალიან კარგად მახსოვს. მოწვეული გვყავდა სამხრეთ კორეელი სოციალისტი ეკონომისტი და ვაჭრობის შეზღუდვებს გვირჩევდა, მადლობა ღმერთს ამ მხრივ არანაირი პროგრესი არ ყოფილა. ასეთი ფაქტები ხშირია, რაღაც შეხვედრა გაკეთდება, მაგრამ უკვე მერამდენე წელია რეალურად ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. გძელვადიან ეკონომიკურ გეგმაზე სანამ ვისაუბრებთ ჯერ მოკლევადიანს უნდა მივხედოთ.  მოკლევადიან პერიოდში სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეკონომიკის გრძელვადიან სტიმულირებაზე რომ ვსაუბრობთ, რა შეიძლება იყოს ამ თემაზე საფიქრალი, როდესაც გვითხრეს, რომ მაგალითად სახელმწიფო უნდა იყოს ეკონომიკის წინ წაწევის მთავარი ძალა . რაც იმას გულისხმობს, რომ უნდა გაკეთდეს სახელმწიფო საწარმოები, გამკაცრდეს რეგულაციები, მეტი ხარჯოს მთავრობამ  - ეს ცალსახად არასწორია.  აქედან გამომდინარე გრძელვადიან გეგმაზე თუ არის საუბარი, ეგ მოვისმინეთ უკვე წინა შემთხვევაშიც.


ნებისმიერი პროფესორი შეგიძლია ნებისმიერი უნივერსიტეტიდან ჩამოიყვანო, დაესწროს შეხვედრას, ეს არ ნიშნავს, რომ ის სამუშაო ჯგუფშია ჩართული და რაღაცას აკეთებს..ეს არის უბრალოდ ფორმალობისა და პიარის მატარებელი, ვიდრე საქმის კეთების. კონკრეტული არაფერი გვინახავს რამდენი ხანია და ახლაც კონკრეტულს ვერაფერს ვნახავთ. ეკონომიკური ხედვა არ შეესაბამება იმას რომ კონკრეტული გამოსავლები ვიპოვოთ. ეკონომიკური ხედვა თუ „მეტი მთავრობაა“ კონკრეტულ გეგმას ვერ დადებენ.


10 წლიანი გეგმის შექმნა ზღაპარია ქვეყანაში, როდესაც 1 წლის შემდეგ ეკონომიკური ზრდის შეფასება ვერ დაუსვამთ, ვერც  ერთხელ ვერ „გაარტყეს“.- რომელ 10 წელზეა საუბარი,“ - განმარტავს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.

 

წინა ეკონომიკური ჯგუფის საქმიანობის პროექტში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტების გუნდი:


ლუის პანიაგა - პროექტის მენეჯერი

ვორენ ქოუთსი - მონეტარული ეკონომისტი

სტივენ სიმანსკი - ფისკალური ეკონომისტი

ჯესიკა მაინო - ეკონომიკური მმართველობის მრჩეველი

სტივ ლევარნი - ეკონომიკური მმართველობის მრჩეველი

რონ მაკმორანი - ფისკალური ღონისძიებების მრჩეველი,- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ ლევან კობერიძისთვის გაგზავნილ წერილში.

UNDP-ის მიერ დაქირავებული ექსპერტები:

 

ჰა ჯუნ ჩანგი (장하준) სამხრეთ კორეელი ეკონომისტი, რომელიც განვითარების ეკონომიკის დარგის ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარია. ის კემბრიჯის უნივერსიტეტის განვითარების ეკონომიკის მიმართულების კურსის ხელმძღვანელი.

 

ჯონათან დი ჯონი განვითარების ეკონომიკის დარგში ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორია. ბიოგრაფიის მიხედვით, ის ძირითადად სამხრეთ ამერიკის შესახებ ფოკუსირდება. მათ შორის, ვენესუელას, ბრაზილიის, კოლუმბიის და სხვა ქვეყნების შესახებ.

 

ჯონათან ჯი ჯონი გაეროს განვითარების ორგანიზაციის (UNDP), ასევე მსოფლიო ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მოწვეული ექსპერტი.

 

კრისტოფერ კრამერი ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up