საბრენდე სპირტის ექსპორტის უმეტესი წილი უკრაინაზე მოდის და რუსეთ-უკრაინის ომმა სწორედ ამ მიმართულებაზე მოახდინა გავლენა - მეხუზლა

საბრენდე სპირტის ექსპორტის უმეტესი წილი უკრაინაზე მოდის და რუსეთ-უკრაინის ომმა სწორედ ამ მიმართულებაზე მოახდინა გავლენა - მეხუზლა

access_time2022-09-21 19:00:35

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით „რთველი 2022“-ის ფარგლებში წელს 72 000-ზე მეტი ყურძენია გადამუშავებული,  ღვინის საწარმოებს კი ყურძენი 7000 -ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. მთავრობას 2022 წელს ყურძნის სუბსიდირება 150 მილიონი ლარი  უჯდება.


თუ როგორ მიმდინარეობს „რთველი 2022“ ამის შესახებ BMG  TV- ის ეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ ისაუბრა. მისი თქმით, დილის მონაცემებით 131 000 ტონა ყურძენია ჩაბარებული, რთველი მთელ კახეთში, გარდა საგარეჯოსი პიკშია.

 


„გუშინ 24 საათში  11 000  ტონა  ყურძენი გადამუშავდა,  როდესაც რთველი პიკშია. დღეში დაახლოებით 10 000 ან 15 000-მდე ტონის გადამუშავება ხდება. რაც შეეხება საგარეჯოს, იქ ყურძენი ცოტა მოგვიანებით მწიფდება.



ჩვენ შესაძლო მოსავლიანობას გაზაფხულიდან  ვაკვირდებოდით. საკმაოდ ბევრს, დაახლოებით 300 000 ტონამდე ყურძენს ველოდით, თუმცა კახეთში რამდენიმე თვიანმა გვალვამ მოსავალს თავისი დაღი დაასვა და ამ დროის მონაცემებით, 250 000-დან 280 000 ტონამდე იქნება მთლიანი მოსავალი. შარშან 245 000 ტონა გადამუშავდა“ -  აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

 

რაც შეეხება ჭარბ მოსავლიანობას, მეხუზლა ამბობს, რომ მთავრობას ჭარბი მოსავლისთვის 50 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. მისივე თქმით, რთველი შეიძლება დაიყოს  ორ ნაწილად, ეს არის საფერავი და თეთრი რქაწითელი და კახური მწვანე. მისივე განმარტებით, საფერავს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არ სჭირდება.



„რაც შეეხება თეთრ ყურძენს, აქ გვიწევს ჩარევა როგორც სუბსიდიით, ასევე მოსავლის მართვის კომპანიას უწევს ამ ჭარბი ყურძნის გადამუშავება. ამ ეტაპისთვის მოსავლის მართვის კომპანია სხვადასხვა ლოკაციებზე  უკვე  ჩართულია და ის იღებს იმ ყურძენს, რომელსაც ამა თუ  იმ მიზეზების გამო იწუნებს კერძო კომპანიები. ასე რომ ამ ეტაპისთვის მოსავლის მართვის კომპანიას, ჯამური  131  000 ტონიდან, დაახლოებით  25 000  ტონა თეთრი ყურძენი აქვს მიღებული“ -   აღნიშნა ლევან  მეხუზლამ

 

 

მეხუზლამ მიმდინარე წელს მთავრობის მიერ სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებაზეც ისაუბრა და  განმარტა, რომ  მიუხედავად  რუსეთ-უკრაინის ომისა, ღვინის  ექსპორტი სტაბილურია და  შარშანდელ მაჩვენებელს ინარჩუნებს. მისივე თქმით, ექსპორტის 85-90% წითელ ღვინოზე  მოდის რაც რთველზეც აისახება.

 

 

„საფერავი ყოველგვარი სუბსიდიის და სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის გარეშე ბარდება. რაც შეეხება თეთრ ყურძენს, რომელიც  ძირითადად  საექსპორტო  ბრენდის  მაღალ ალკოჰოლური სასმლის და  საბრენდე  სპირტის  დასამზადებლად გამოიყენება  სამწუხაროდ იმდენად მოთხოვნადი არ არის, ამაზე ომმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა რადგან ამ ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის უმეტესი ნაწილი, უკრაინაზეა  მიბმული. ამიტომ ომმა სწორედ  თეთრ  ყურძენში მოახდინა გავლენა და სუბსიდირების  შენარჩუნებაც თეთრ ყურძენში დაგვჭირდა.



10 წლიან გეგმაში, რომელიც 2030 წელს  მთავრდება სუბსიდიიდან  გამოსვლა  ერთ-ერთ  მიზნად  გვაქვს  დასახული,  პირველი ნაბიჯები  რაც იქნება  გადაბმული, ეს  იქნება სუბსიდიის მიბმა ხარისხთან. ამ სქემაზე ვმუშაობთ, წელსვე ალბათ ზუსტ სქემას შევიმუშავებთ, რადგან იანვრიდან მუშაობა  დაიწყება, ფერმერებმა უნდა იცოდნენ ის სქემა, რაც მათ მომავალი წლის შემოდგომაზე  ელით. ეს დავალება უკვე მიღებული გვაქვს.

 


პირველ ეტაპზე  იქნება სხვაობა სუბსიდიის მოცულობაში მაღალ ხარისხსა და  შედარებით ნაკლებ ხარისხს  შორის და შემდეგ უკვე  უხარისხო ყურძნის სუბსიდიიდან გამოვალთ.

 

საბოლოო მიზანი არის ის, რომ მოსავლის მართვის კომპანიამ ბაზარზე  დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვა  აღარ მოახდინოს, თუმცა სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ეს ეტაპობრივად მოხდება“, - აღნიშნა ლევან მეხულამ.






ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up