„10 წელიწადში ოკეანეში იმაზე მეტი სიგარეტის ნამწვი იქნება, ვიდრე თევზია“ - გარემოს დაცვითი კამპანია ცნობიერების ამაღლებისთვის

„10 წელიწადში ოკეანეში იმაზე მეტი სიგარეტის ნამწვი იქნება, ვიდრე თევზია“ - გარემოს დაცვითი კამპანია ცნობიერების ამაღლებისთვის

access_time2020-08-31 15:00:19

გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიოში ყოველწლიურად 2.01 მილიარდი ტონა ნარჩენი გენერირდება და მეცნიერთა ვარაუდით, 2050 წლისთვის ნარჩენთა რაოდენობა 3.4 მილიარდ ტონას გაუტოლდება.გენერირებული ნარჩენების 40%-თან გამკლავება არაეფექტურად ხდება, რაც უარყოფითად აისახება გარემოზე.
დაბინძურების პროცესში მნიშვნელოვანიწილიყოველდღიური მოხმარების საგნებზე მოდის. მაგალითად,პლასტმასის ბოთლებს დასაშლელად 450 წელი სჭირდება, პლასტმასის შემცველ პარკებს - 10-20 წელი, სიგარეტის ფილტრს კი 15 წელი.


სტატისტიკური მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა ყოველდღიური ჩვევების შეცვლა და ნარჩენების შემცირებისკენ მიმართული ქმედებების განხორციელება.ცვლილება თითოეული ადამიანის ძალისხმევით იწყება, სწორედ ამიტომ, გიგანტი კომპანიები ცდილობენ, რომ შეუქმნან ადამიანებს ისეთი პროდუქცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მიყენებულ ზიანს.


კომპანია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ ინიციატივა „Our World is Not an Ashtray“ გარემოს დაცვისკენ მიმართული კამპანიაა, რომელიც მსოფლიოში სიგარეტის ნარჩენების შემცირებას ისახავს მიზნად. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწამიერად მსოფლიოში ათობით ათასი სიგარეტის ფილტრი რჩება, თითოეული მათგანის ბიოდეგრადაციას კი საშუალოდ 15 წელი სჭირდება. მეცნიერების ვარაუდით, ქმედითი ღონისძიებების გარეშე 10 წელიწადში ოკეანეში შეიძლება იმაზე მეტი სიგარეტის ნარჩენი იყოს, ვიდრე თევზია.


“Our World Is Not an Ashtray” კამპანიის მიზანია, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება და გრძელვადიან პერიოდში შეცვალოს ზრდასრული მწევლების ქცევა. კომპანიის მიზანი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც არის მოცემული, რომლის თანახმად, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ მსოფლიოში 2025 წლისთვის სიგარეტის ნარჩენების შემცირებას 50%-ით შემცირებას ისახავს მიზნად.



Our World is Not an Ashtray-ის კამპანიის ფარგლებში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ გამოკითხულ მწეველთა 25% სიგარეტის ნამწვის ქუჩაში დაგდებას ნორმალურ ქცევად აღიქვამს.


„ჩვენი მიზანია, რომ სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურება სოციალურად მიუღებელ ქცევად ვაქციოთ“, - განაცხადა ჰააბ საველკუსმა „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up