10 უმსხვილესი ამერიკული რითეილ-კომპანია, რომლებმაც 2020-ში გაკოტრების შესახებ განაცხადეს

10 უმსხვილესი ამერიკული რითეილ-კომპანია, რომლებმაც 2020-ში გაკოტრების შესახებ განაცხადეს

access_time2020-12-30 20:30:00

2020 წელს აშშ-ში ათობით რითეილ-კომპანია გაკოტრდა. პანდემიამდე რამდენიმე კომპანია ისედაც ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა, კოვიდ-კრიზისმა კი მათი გაკოტრება გამოიწვია.



„გაკოტრებების მაგნიტუდა იმაზე მაღალი იყო წელს, ვიდრე 2019-ში. როგორც შენიშნეთ ბევრი ამერიკული ეროვნული ბრენდი, რომელთაც ასობით მაღაზია ჰქონდათ, ლიკვიდაციის ან რესტრუქტურიზაციის შესახებ აცხადებს“, - განაცხადა საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ბიზნეს რესტრუქტურიზაციის მიმართულების ხელმძღვანელმა დევიდ ბერლინერმა.



მოგეხსენებათ, პანდემიამ მომხმარებელთა ქცევაც შეცვალა, რაც იმას ნიშნავს რომ მათმა დიდმა ნაწილმა ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა. შედეგად ის კომპანიები, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ გამართული ციფრული კომერცია, პრობლემები შეექმნათ.



„ვფიქრობ, რითეილ სექტორი „სულის ძიების“ და იმის გაცნობიერების პროცესშია, რომ რაც იყო ადრე, ახლა სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ მას“, - განაცხადა Turnaround Management Association-ის აღმასრულებელმა სკოტ სტუარტმა.



CNBC წარმოგიდგენთ 2020 წლის 10 უმსხვილეს რითეილ-გაკოტრებას:


J.C. Penney

აქტივები: $5 მილიარდზე მეტი

პასუხისმგებლობები: $10 მილიარდზე მეტი

მაღაზიათა რაოდენობა: 846

J.C. Penney უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს, აღნიშნულმა ამერიკულმა რითეილ-კომპანიამ გაკოტრების შესახებ განაცხადი ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში გააკეთა. ის პანდემიამდეც განიცდიდა ფინანსურ კრიზისს. მას შემდეგ კომპანიის 150 მაღაზია დაიხურა. J.C. Penney-ს 90 000 სრულ და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავს. მაღაზიათა ქსელი დეკემბრის დასაწყისში Simon Property Group-მა და Brookfield Asset Management-მა შეიძინა, რითიც 60 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შენარჩუნება შეძლო ამ ეტაპზე, თუმცა, ამ კომპანიის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.



Neiman Marcus

აქტივები: $5 მილიარდზე მეტი

პასუხისმგებლობები: $5 მილიარდზე მეტი

მაღაზიათა რაოდენობა: 47

ამერიკულმა ძვირადღირებული პროდუქციის მაღაზიათა ქსელმა გაკოტრების შესახებ მაისის დასაწყისში განაცხადა. აღნიშნული გაკოტრება ერთ-ერთ უმსხვილეს მარცხად დაასახელეს პანდემიის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორთა საბჭოში LVMH-ის ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონის ყოფილი ხელმძღვანელი პოულინ დრაუნი და eBay-ის ყოფილი მთავარი სტრატეგიული ოფიცერი კრის მილერი შევიდნენ, კომპანიას მაინც მძიმე პერიოდი აქვს.

რესტრუქტურიზაციის პროცესში Neiman-მა დახურა არაერთი მაღაზია, თუმცა, იმედოვნებენ, რომ მომდევნო წლებში ძვირადღირებული პროდუქციის ბაზარი აღდგება.



Guitar Center

აქტივები: $1 მილიარდზე მეტი


პასუხისმგებლობები: $1 მილიარდზე მეტი

მაღაზიათა რაოდენობა: 300

Guitar Center-ის ბიზნესი ჰოლივუდში 1950-იან წლებში დაიწყო, კომპანია მუსიკალური ინსტრუმენტების რითეილერია, თუმცა, მისი მაღაზიები პანდემიის პერიოდში დაიხურა, რამაც კომპანიას უდიდესი ზარალი მიაყენა. შედეგად კომპანიამ, რომელიც 13 000 ადამიანს ასაქმებს, გაკოტრების შესახებ განაცხადი ნოემბერში გააკეთა.



Tailored Brands

აქტივები: $1 მილიარდზე მეტი

პასუხისმგებლობები: $1 მილიარდზე მეტი

მაღაზიათა რაოდენობა: 1400

Tailored Brands-მა, რომელიც მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდ Men’s Wearhouse-ს და Jos. A. Bank-ს ფლობს, 11 აგვისტოს განაცხადა გაკოტრების შესახებ. ფინანსური პრობლემების მიზეზი ამ შემთხვევაშიც პანდემია გახდა, ვინაიდან მამაკაცებს აღარ დასჭირდათ სამსახურში და შეხვედრებზე ოფიციალურ სამოსში სიარული, რის გამოც ამ ბრენდზე მოთხოვნა შემცირდა. გაკოტრების შესახებ განაცხადის გაკეთებამდე, კომპანიამ დასაქმებულთა 20%-ის დათხოვნის და დაახლოებით 500 მაღაზიის დახურვის გეგმის შესახებაც გამოაცხადა.



Ascena Retail

აქტივები: $1 მილიარდზე მეტი

პასუხისმგებლობები: $1 მილიარდზე მეტი

მაღაზიათა რაოდენობა: 2800

Ascena Retail Group-მა გაკოტრების შესახებ განაცხადი ივლისში გააკეთა. 1962 წელს დაარსებული კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია ქალის ტანსაცმლის ინდუსტრიაში. თუმცა, კომპანიის პოპულარობა ჯერ კიდევ 2019-ში შემცირდა, როდესაც გაყიდვები $7 მილიარდიდან (2016 წელი) $5.5 მილიარდამდე დაეცა. მის მთავარ კონკურენტებად კი H&M და Zara იქცნენ. 2020-ში ამ ყველაფერს პანდემიაც დაემატა.



GNC

აქტივები: $1 მილიარდზე მეტი

პასუხისმგებლობები: $1 მილიარდზე მეტი

მაღაზიათა რაოდენობა: 2 633

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდე GNC-მა ინვესტიციები ელექტრონულ კომერციაში ჩადო, მას გაკოტრების შესახებ განაცხადის გაკეთება მაინც მოუწია. ეს ყველაფერი ივნისში მოხდა. სექტემბერში კი კომპანია, რომელიც საკვებ დანამატებსა და ვიტამინებს აწარმოებს, $770 მილიონად ჩინურმა Harbin Pharmaceutical Group-მა იყიდა.



J.Crew Group

აქტივები: $1 მილიარდზე მეტი

პასუხისმგებლობები: $1 მილიარდზე მეტი

მაღაზიათა რაოდენობა: 491

ტანსაცმლის რითეილერმა J.Crew-მა გაკოტრების შესახებ მაისის დასაწყისში განაცხადა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამერიკაში პანდემიის პერიოდში გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. თუმცა, სექტემბერში კომპანია დაუსხლტა ხელიდან გაკოტრებას და მაღაზიები სრულად შეინარჩუნა. რესტრუქტურიზაციის შეთანხმების ფარგლებში კომპანიას ვალი შეუმცირდა, სანაცვლოდ მფლობელობა ნაწილობრივ რითეილერის მსესხებლებს გადაეცათ.



Brooks Brothers

აქტივები: $500 მლნ

პასუხისმგებლობები: $500 მლნ

მაღაზიათა რაოდენობა: 244

Brooks Brothers-ი ამერიკაში ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბრენდია. კომპანიამ გაკოტრების შესახებ ივლისში გამოაცხადა. პანდემიამ კომპანია აიძულა სტრატეგია შეეცვალა. სექტემბერში კომპანია Authentic Brands Group-მა და Aeropostale-მა შეისყიდეს, მათ $325 მლნ გადაიხადეს და პირობა დადეს, რომ კომპანიის მაღაზიებს სულ მცირე 125 ლოკაციაზე შეინარჩუნებენ.



Stein Mart

აქტივები: $500 მილიონიდან $1 მილიარდამდე

პასუხისმგებლობები: $500 მილიონიდან $1 მილიარდამდე

მაღაზიათა რაოდენობა: 281

ტანსაცმლისა და აქსესუარების ქსელმა Stein Mart-მა გაკოტრების განაცხადი აგვისტოში გააკეთა და ყველა - 281 მაღაზიის ლიკვიდაცია გადაწყვიტა. დეკემბრის დასაწყისში კი Stein Mart-ის ინტელექტუალური საკუთრება მაიამიში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანია Retail Ecommerce Ventures-მა შეიძინა. 2021 წლისთვის უკვე ელოდებიან SteinMart.com-ის ამოქმედებას.



Pier 1 Imports

აქტივები: $400 მილიონზე მეტი

პასუხისმგებლობები: $250 მილიონზე მეტი

მაღაზიათა რაოდენობა: 991

საოჯახო პროდუქციის მაღაზიათა ქსელმა Pier 1 Imports-მა გაკოტრების შესახებ ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში განაცხადა, კომპანია, რომელიც 60 წელია ბიზნესშია, პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. გეგმები კი, რომლის მიხედვითაც კომპანიას მყიდველი უნდა ეპოვნა, წარუმატებელი გამოდგა. ამას თან დაემატა პანდემიაც. თუმცა, ივლისში მისი სავაჭრო ნიშანი და აქტივები $31 მილიონად REV-მა (Stein Mart-ის ახალი მფლობელი) იყიდა.



forbes.ge




თეგები:
კომპანია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up