10 თვის მონაცემებით, ნებართვით 282 855.4 კუბური მეტრი ხე მოიჭრა, 7241 კუბური მეტრი კი უკანონოდ არის მოჭრილი

10 თვის მონაცემებით, ნებართვით 282 855.4 კუბური მეტრი ხე მოიჭრა, 7241 კუბური მეტრი კი უკანონოდ არის მოჭრილი

access_time2019-11-08 11:30:58

2019 წლის 10 თვის მონაცემებით, ჯამში გაცემული ნებართვით 282 855.4 კუბური მეტრი ხეა მოჭრილი. მათ შორის: სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საჭიროების გამო 57 742.6 კუბური მეტრი ხე; სოციალური საჭიროებისთვის 219 251.5 კუბური მეტრი ხე; 5861.3 კუბური მეტრი ხე კი სანიტარული მიზნით მოიჭრა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ეროვნული სატყეო სააგენტოში“ გამოთხოვნილ ინფორმაციაზე უპასუხეს, 2018 წელს ჯამში ნებართვით, 433 475.9 კუბური მეტრი ხე არის მოჭრილი. 2017 წელს კი - 466 393.5 კუბური მეტრი.


რაც შეეხება ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან-დღემდე ხე-ტყის უკანონო მოჭრის 1429 ფაქტია გამოვლენილი. მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1267 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის ნიშნების მქონე 162 ფაქტი.



ყველაზე მეტი 619 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონში, ყველაზე ნაკლები 20 კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.


რაც შეეხება თავად უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში, ჯამში 7241 კუბური მეტრი ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის ფაქტია დაფიქსირებული.


ყველაზე მეტი 3261 კუბური მეტრი ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოავლინეს. 1042 კუბური მეტრი ხე-ტყე უკანონოდ კახეთის რეგიონში მოჭრეს. ყველაზე ცოტა, 91 კუბური მეტრი ხე-ტყე უკანონოდ კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოჭრეს.


ipn.ge





რა შემოსავალზე მუშაობს და ვის ეკუთვნის „თბილისი მოლი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

რა შემოსავალზე მუშაობს და ვის ეკუთვნის  „თბილისი მოლი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-27 12:00:44
სავაჭრო ცენტრმა „თბილისი მოლმა“, რომელიც 2012 წელს გაიხსნა, 2018 წელი მცირე ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული. ცნობისთვის, „თბილისი მოლს“, რომლის იურიდიული დასახელებაც შპს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტია“, 2019 წლის ანგარიშგება არ აქვს გამოქვეყნებული, შესაბამისად, „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის 2018 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს გთავაზობთ. როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია მე-2...

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...


მსგავსი სიახლეები

up