10 თვეში 526%-ანი ზრდა - როგორი იყო ბიტკოინის გზა ისტორიული მაქსიმუმისკენ

10 თვეში 526%-ანი ზრდა - როგორი იყო ბიტკოინის გზა ისტორიული მაქსიმუმისკენ

access_time2020-12-19 20:00:23


პროგრამისტების და ანარქისტების გასართობიდან პირველი კრიპტოვალუტა რეალური აქტივების კლასში გადავიდა. დღეს მასთან ბანკები, საინვესტიციო ფონდები და სადაზღვევო კომპანიები მუშაობს.


„ფინანსური ბუშტი“ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული ინსტრუმენტი გახდა - 2020 წლის 17 დეკემბერს ბირჟა Binance-ზე ბიტკოინმა ყველა რეკორდი მოხსნა - მისმა კურსმა 23 800 დოლარს მიაღწია - აქამდე მაქსიმალური მაჩვენებელი 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა - 20 000 დოლარი.


 2018 წელს ვირტუალური ფულის ბაზარი ჩამოიშალა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ კრიპტოვალუტების ეპოქა დასასრულს უახლოვდება. თუმცა, 2020 წელს ყველაფერი სულ სხვა სცენარით წავიდა.


ბიტკოინის დაბადების დღედ 2008 წლის 1 ოქტომბერი ითვლება, როდესაც ანონიმურმა პროგრამისტმა სატოში ნაკამოტომ გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელად  «Bitcoin: A Peer-to-Peer Electronic Cash System» (ბიტკოინი - ერთრანგიანი საგადამხდელო სისტემა). სწორედ ამ დღეს გაჩნდა ბლოკჩეინი, თუმცა თავად პირველი ბიტკოინი 2009 წლის იანვარში გამომუშავდა.

მაშინ 1 დოლარი 1309 ბიტკოინი ღირდა. პირველი ანგარიშსწორება  2010 წლის 22 მაისს მოხვდა, როდესაც პროგრამისტმა ლასლო ხანესმა 2 პიცა 10 000 ბიტკოინად იყიდა -დღევანდელი კურსით პროგრამისტის მოკრძალებული სადილის ფასმა 238 მლნ. დოლარს მიაღწია.

2011 წლის თებერვალში ბიტკოინის ფასი პირველად 1 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 6 თვეში - უკვე 31,19-მდე. ამ წელს კურსი მნიშვნელოვნად მერყეობდა, და შემდეგი ისტორიული თარიღია 2013 წლის ნოემბერი, როდესაც ბიტკოინის კურსმა 1000 დოლარს გადააჭარბა.



2016 წელს იაპონიამ ბიტკოინი საგადამხდელო საშუალებად აღიარა, თუმცა, კრიპტოვალუტის ფართო გავრცელება 2017 წელს დაიწყო. სექტემბერში კურსი 6000 დოლარამდე ავარდა, ხოლო 17 დეკემბერს 20 000 დოლარს მიაღწია.

თუმცა, ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა - 2018 წელს ბიტკოინი 6000 დოლარამდე დაეცა, 2019-შკი კი 3 200-მდე.


ერთი შეხედვით, ეს კრიპტოვალუტების ეპოქის დასასრულს ნიშნავდა, თუმცა, 2020 წელს ყველაფერი შეიცვალა. რამდენიმე ფაქტორმა ბიტკოინის სასარგებლოდ იმოქმედა - მაგალითად,  ჩინეთის და აშშ-ს სავაჭრო ომმა და ფედერალური რეზერვის განაკვეთის დაწევამ. ანალიტიკოსებმა ბიტკოინის, როგორც ინვესტიციების დაცვის საშუალებაზე, ისევ ალაპარაკდნენ.

კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა საყოველთაო გაურკვევლობამ ასევე ბიტკოინის სასარგებლოდ იმუშავა.


თუმცა, არც 2020 წელი იყო მარტივი - ირანს და აშშ-ს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე 13 თებერვალს მთავარი კრიპტოვალუტის კურსი 10  500 დოლარამდე ავარდა, თუმცა, მალევე ვარდნა დაიწყო. 12- 13 მარტს, პანდემიის ფონზე ბიტკოინი 3 800 დოლარამდე გაუფასურდა.

აღმავალი ტრენდი სექტემბერში დაუწყო, და ჩვენ ის შედეგი მივიღეთ, რაც 2020 წლის 17 დეკემბერს დაფიქსირდა - 1 ბიტკოინი -  23 800 დოლარი.

2020 წელს ბიტკონის მიმართ ინტერესი ინსტიტუციონალური მოთამაშეებსაც გაუჩნდათ, რომლებიც ადრე კრიპტოვალუტას სერიოზულ აქტივად არ მიიჩნევდნენ. დღეს მთავარ კრიპრტოვალუტას მსხვილი საინვესტიციო ფონდები და ბანკები ყიდულობენ, განსაკუთრებით ფედერალური რეზერვის პოლიტიკის გამკაცრების, და დოლარის მომგებიანობის მკვეთრი შემცირების ფონზე.

3 დეკემბერს კომპანია S&P Dow Jones Indices, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილ საფონდო ინდექსებს — S&P 500 დ  Dow Jones-ს ფლობს, გამოაცხადა, რომ 2021 წელს კრიპტოვალუტების ინდექსს წარაგდენს. ამავე 2021 წელს კრიპტოინდექსის შექმნას ჩიკაგოს საფონდო ბირჟაც გეგმავს.



Guggenheim Investments-ის დირექტორის სკოტ მეინარდის აზრით, 20 ან 23 ათასი - ეს ძალიან ცოტაა ბიტკოინისთვის, რომელსაც 400 000 დოლარამდე ზრდის პერსპექტივაც აქვს. ასეთი თამამი პროგნოზები იშვიათობა არაა  - Citibank-ის დირექტორის აზრით, ბიტკოინი 318 000 დოლარამდე გაიზრდება.


მოკლევადიან პერსპექტივაში ბიტკოინის კურსის ზრდა 25 000 დოლარამდეა მოსალოდნელი. თუ რამე მოულოდნელი არ მოხდა, 2020 წელს ბიტკოინისავი საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების საბოლოო გაძლიერების წელი იქნება.

 

RBC.RU

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ბიტკოინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up