კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 10 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0989 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.1081 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.0988-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.4878 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.4254-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი დღის განმავლობაში მცირედით გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/488.0800 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 489.0400 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6988 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6987-ის ნიშნულზე იყო.