10 საუკეთესო ადგილი  ამერიკაში საცხოვრებლად

10 საუკეთესო ადგილი ამერიკაში საცხოვრებლად

access_time2022-08-14 13:30:26

10. სან ფრანცისკო, კალიფორნია

 


სან ფრანცისკო-წითელი ხიდი

 

ადგილობრივი ექსპერტი სან ფრანცისკოს აღწერს, როგორც “ბოჰემური ცხოვრების გულად, LGBT თემის ეპიცენტრად და ტექნოლოგიური ეპოქის ათვლის წერტილად“.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ათასობით ტექნოლოგიური კომპანია იბრძოდა მაღაზიის გახსნაზე “Bay Area-ზე“, რამაც საცხოვრებელი ფასები ერთიორად გაზარდა. 

 

მოსახლეობა: 4,709,220

 

საშუალო ხელფასი: $81,840

 

ცხოვრების ხარისხი: 6.8               

 

ღირებულების ინდექსი: 5.1


9. სარასოტა, ფლორიდა

 


სარასოტა

 

“სარასოტა გამოირჩევა თბილი ამინდებით მთელი წლის განმავლობაში, ქვიშის პლაჟებითა, ხელოვნების ნიმუშებითა და კულტურული ღირსშესანიშნაობებით“-ადგილობრივი ექსპერტი. ყველაზე მეტი დასაქმებული სარასოტაში,  განათლების, ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის სფეროშია. ბოლო პერიოდში ტურისტების მომრავლებამ, კიდევ უფრო დაწია უმუშევრობის ინდექსი. 

 

მოსახლეობა: 821,613

 

საშუალო ხელფასი: $48,180

 

ცხოვრების ხარისხი: 7.0               

 

ღირებულების ინდექსი: 6.2

 

 8. პორტლენდი, მენის შტატი

 


პორტლენდი

 

კასკოს ყურესთან მდებარე და ვიწრო, მოკირწყლული ქუჩებით გამორჩეული პორტლენდი,  თავისი სილამაზით და მრავალფეროვნებით არავის ტოვებს გულგრილს. თევზაობის, ნაოსნობისა და თხილამურებით სრიალის გარდა, ქალაქი ღამის  ცხოვრებითაც გამოირჩევა.

 

მოსახლეობა: 536,314

 

საშუალო ხელფასი: $55,790

 

ცხოვრების ხარისხი: 7.2               

 

ღირებულების ინდექსი: 6.6

 

7. ფაიეტვილი, არკანზასი

 


ფაიტვილი

 

ფაიეტვილი, ოზარკის მთებს შორისაა მოთავსებული, სადაც არკანზასის ცნობილი უნივერსიტეტის კამპუსი მდებარეობს. ფაიტვილის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში  Fortune 500-ის სიაში შესულ 7 კომპანიას აქვს ოფისი. მათ შორის Wallmart-სა და Tyson Food-ს.

 

გასულ წლებში, ქალაქმა უზარმაზარი ტრანსფორმაცია განიცადა. ადგილობრივი ექსპერტის თქმით, “ფაიტვილი უბრალო ქალაქიდან,  განათლების, კულტურის, ვაჭრობისა და მეწარმეობის ცენტრადგადაიქცა“.

 

მოსახლეობა: 526,101


 

საშუალო ხელფასი: $50,470

 

ცხოვრების ხარისხი: 6.8               

 

ღირებულების ინდექსი: 8.3

 

6. რალი-დურჰემი-ჩაპელ ჰილსი, ჩრდილოეთ კაროლინა

 


ქალაქი რალი

 

რალი, დურჰემი და ჩაპელ ჰილსი ერთად, ცნობილია როგორც “სამკუთხედი“, რომელიც დაახლოებით 40.000 ადამიანს ასაქმებს, ისეთ ცნობილ კომპანიებში, როგორებიცაა: “IBM,” “SAS Institute inc,” და “Cisco“.ამას გარდა, ამ სამკუთხედში მდებარეობს  ჩრდილოეთ კაროლინას ყველაზე დიდი და პრესტიჟული უნივერსიტეტები.

 

მოსახლეობა: 1,999,253

 

საშუალო ხელფასი: $59,174

 

ცხოვრების ხარისხი: 6.8               

 

ღირებულების ინდექსი: 7.1


 

5. სან ხოსე, კალიფორნია

 


სან ხოსე

 

“ქალაქ სან ხოსესთვის სახასიათოა, როგორც გარეუბნები და დიდი საუნივერსიტეტო კამპუსები, ისე  ცათამბჯენები ქალაქის ცენტრში,“- ადგილობრივი ექსპერტი.

ახალგაზრდებს, განსაკუთრებით სტენდფორდისა და ბერკლის კურსდამთავრებულებს არ უჭირთ ამ მხარეში სამუშაო ადგილების პოვნა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: “Facebook-ი“, “Google” და “Apple”. ეს კომპანიები, ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებად ითვლებიან სან ხოსეში.

 

მოსახლეობა: 1,985,926

 

საშუალო ხელფასი: $93,450

 

ცხოვრების ხარისხი: 7.6               

 

ღირებულების ინდექსი: 5.5

 

4. ბაულდერი, კოლორადო

 


ბაულდერი

 

ბაულდერი, 60-ზე მეტი პარკითა და 249 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკით,  ღია  სივრცის აქტივობებით გამოირჩევა. ქალაქის ცენტრში ადგილობრივები ტკბებიან ხელოვნების განსაკუთრებული ნამუშევრებით,  ხელნაკეთი ლუდსახარშებითა და ფერმერთა ბაზრებით. ბაულდერის ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად,  ტექნოლოგიების, აერონავტიკისა და ბიომეცნიერების ინდუსტრიაში მოღვაწეობს.

 

მოსახლეობა: 324,682

 

საშუალო ხელფასი: $70,450

 

ცხოვრების ხარისხი: 7.7               

 

ღირებულების ინდექსი: 5.1

 

3. გრინ ბეი,  ვისკონსინი

 


გრინ-ბეი, მდინარე ფოქსი

 

გრინ-ბეი ვისკონსინის უძველესი დასახლებაა. დღესდღეობით ეს ქალაქი ცნობილია, როგორც “გრინ ბეი პაკერსის“ (ამერიკული ფეხურთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდი)  სახლი. გრინ-ბეი გამორჩეულია თავისი ლუდსახარშებით, ღვინის ბუტიკებით, სავაჭრო ცენტრებით, მუზეუმებითა და ხელოვნების გალერეებით. 

 

ადგილობრივები ძირითადად სადაზღვეოებსა და გადამზიდ კომპანიებში მუშაობენ. ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები არიან: “Humana,” “UnitedHealth Group,” და “Georgia Pacific”.

 

მოსახლეობა: 320,827

 

საშუალო ხელფასი: $50,020

 

ცხოვრების ხარისხი: 7.1               

 

ღირებულების ინდექსი: 8.5

  

2. კოლორადო-სპრინგზი, კოლორადო

 


კოლორადო-სპრინგზი

 

“კოლორადო-სპრინგზი ყვავის, ახალი საცხოვრებელი ადგილებით, რომლებიც ჩნდება ხარისხიან სკოლებთან, პარკებთან და კულტურულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად.“-ამბობს ადგილობრივი ექსპერტი. 

 

ქალაქი, სულ რაღაც ერთი სააათის სავალზეა  მსოფლიო დონის კურორტებიდან, ასპენიდან და  ვაილიდან. სამხედრო სამუშაოები გავლენას ახდენს კოლორადო-სპრინგზის კულტურასა და ეკონომიკაზე, მაგრამ  სამუშაო ადგილები ასევე ხელმისაწვდომია სამედიცინო ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში.

 

მოსახლეობა: 735,480

 

საშუალო ხელფასი: $55,540

 

ცხოვრების ხარისხი: 6.4               

 

ღირებულების ინდექსი: 5.7

  

1.  ჰანსტვილი, ალაბამა

 


ჰანსტვილი

 

ოდესღაც მძინარე ქალაქმა ჰანტსვილმა, ალაბამაში,  პოპულარულობა 1960-იან წლებში მოიპოვა, როდესაც  ნასას ჰაბი გახდა. ამჟამად ჰანტსვილი კიდევ ერთ რენესანსს განიცდის ახალი ტექნოლოგიური კომპანიებით, ხელნაკეთი ლუდსახარშებითა და ხელოვანებით, რომლების ბოლო წლებში ამ ქალაქში სახლდებიან.

 

ჰასტვილი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია ალაბამში. რეზიდენტები ტკბებიან ახალი სავაჭრო და საკვები ადგილებით ქალაქის ცენტრში მაშინ, როდესაც ჰასტვილი ინარჩუნებს  დაბალ ფასებს. თუ შეგიძლია აიტანო სიცხე და ტენიანობა, აქ თავს იგრძნობ, როგორც სახლში.

 

მოსახლეობა: 464,607

 

საშუალო ხელფასი: $58,730

 

ცხოვრების ხარისხი: 6.8               

 

ღირებულების ინდექსი: 8.5

 

წყარო: businessinsider.com 



თეგები:
ამერიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up