10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

access_time2019-10-10 15:10:22


10 ოქტომბერი - მეტყევის დღე ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრაზე მინისტრმა სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა.



„დღეს ჩვენ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით მეტყევეებს, იმ რთული და ხშირ შეთხვევაში რისკის შემცველი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ. მინდა აღვნიშნო, რომ ტყე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი რესურსია და ის განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო, დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და შემუშავდა ახალი ტყის კოდექსი. რეფორმის მიზანი ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმაც მიმართა. დამსახურებულ მეტყევეებთან ერთად, მუდმივი პარტნიორობისთვის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ გუნდის ხელმძღვანელს, ბენედიქტ იბელეს და პროგრამის ხელმძღვანელს, ჰანს-იახიმ ლიპოს, ასევე, პროგრამის ხელმძღვანელის მრჩევლებს, გია კოლბინსა და მაკა კაციტაძეს - სატყეო განათლების განვითარების კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის. „მაღალი პროფესიონალიზმი, საქმისადმი სიყვარული, პასუხისმგებლობა და თავგანწირვა ყოველთვის იყო მეტყევის პროფესიის ადამიანების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები. მუდამ უნდა გვახსოვდეს ჩვენი თანამშრომლებიც, ის მეტყეევეები, ტყის მცველები და რეინჯერები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეეწირნენ სულ რაღაც ახლო წარსულში. იმედის ვიტოვებ, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ გვექნება და მჯერა, რომ მეტყევის პროფესია და საქმიანობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და დაფასებული გახდება. მე მჯერა ჩვენ ამას ყველა ერთად შევძლებთ,“- განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით, წელს პირველად, ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერისა და მეტყევის პრემია დაწესდა. „სანდრო ურუშაძის პრემია - 2019“ -ის მფლობელი სატყეო სექტორის აქტივობებში მონაწილეობისთვის, სხვადასხვა უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გახდა.



ღონისძიებას კაჭრეთისა და ახალციხის პროფესიული სასწავლებლების სატყეო საქმის სპეციალისტები და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გადამზადებული მეტყევე-ტაქსატორები ესწრებოდნენ, რომლებიც დასაქმებულები არიან ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებში. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა მადლობა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს - მსახიობებს, სპორტსმენებსა და ჟურნალისტებს გადაუხადა, სატყეო სააგენტოს საინფორმაციო კამპანიებში აქტიური ჩართულობისთვის.





„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up