10 მილიონერი, ვინც 2022-ში ყველაზე მეტი ფული დაკარგა - ბილ გეიტსიდან ცუკერბერგამდე

10 მილიონერი, ვინც 2022-ში ყველაზე მეტი ფული დაკარგა - ბილ გეიტსიდან ცუკერბერგამდე

access_time2022-11-19 10:00:29

2022-ში მდიდარმა ადამიანებმა არა მილიონები, ბილიონები დაკარგეს. The Richest-ი 10 მილიარდერის სიას აქვეყნებს, რომლებმაც 2022 წელს ყველაზე დიდი ზარალი ნახა.

 

 

1. სიის ბოლოში ბილ გეიტსია. მთავარი მიზეზი, რის გამოც ოდესღაც უმდიდრესმა კაცმა მსოფლიოში, 101 მილიარდი დოლარის ქონებიდან, მილიარდები დაკარგა - ქველმოქმედებაა. მან საქველმოქმედო ორგანიზაციებს დაახლოებით 27,3 მილიარდი დოლარი გადასცა და, როგორც ჩანს, ამას საერთოდ არ განიცდის, პირიქით - ივლისში გეიტსმა ტვიტერზე დაწერა, რომ მთელ თავის ფულს ქველმოქმედებას მოახმარს.

 


2. ბოლოდან მეორე ნომერი L'Oréal-ის დამფუძნებლის შვილიშვილი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი - ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსია. მან წელს 30,7 მილიარდი დოლარი დაკარგა. ეს დანაკარგი ოქტომბერში საფონდო ბირჟაზე L'Oréal-ის აქციების მასიურმა ვარდნამ გამოიწვია. ისიც ითქვა, რომ Covid-19-მა და ლოკდაუნმა დიდი გავლენა მოახდინა კომპანიის აქციების ფასის დაცემაზე.

 


3. შემდეგი - მაკკენზი სკოტია, მისი ასაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილანთროპი. სკოტის ფინანსური დანაკარგებიც ქველმოქმედებას უკავშირდება. მან Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შემდეგ Amazon-ის 25% მოიპოვა. მაკკენზი სკოტმა წელს დაახლოებით 31,7 მილიარდი დოლარი დაკარგა.

 

 

4. სერგეი ბრინი Google-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრია. 2022 წელს მან $38,1 მილიარდი დაკარგა.




5. ფრანგული ტრანსნაციონალური კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის მფლობელმა, ფრანგმა მაგნატმა ბერნარ არნომ წელს $38,2 მილიარდი იზარალა. Louis Vuitton Moët Hennessy-ის (LVMH) შემადგენლობაში შედის: Christian Dior-ი, Louis Vuitton-ი, Givenchy-ი, Guerlain-ი, Moët & Chandon-ი, Hennessy-ი და მთლიანობაში 75 დიდი კომპანია.



6. სერგეი ბრინთან ერთად, Google-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია ლარი პეიჯი. ორივე მათგანი იმ მილიარდერთა სიაში მოხვდნენ, რომლებმაც 2022 წელს უზარმაზარი ქონება დაკარგეს. Alphabet-ის შეუსრულებელი მიზნებისა და YouTube რეკლამის შემოსავლის შემცირების შედეგად, ამერიკელმა ბიზნესმაგნატმა და ინტერნეტ მეწარმემ $39,2 მილიარდი დაკარგა.

 


7. პანდემიის პერიოდში, ონლაინ შოპინგის დაწყების შემდეგ, Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მაგრამ წლების შემდეგ Amazon-ის ღირებულება დაეცა და წელს ჯეფ ბეზოსმა $65,7 მილიარდი დაკარგა.

 


8. მასკი სიაში მესამე ადგილს იკავებს. მისი ცნობილი კომპანიის Tesla-ს ღირებულება მხოლოდ მიმდინარე წელს დაახლოებით 43%-ით დაეცა. დიდი ზარალი ნახა მასკმა Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენის შედეგი. Tesla-ს აქციების ფასის კლება მას 2022 წელს $66,4 მილიარდი დაუჯდა.

 


9. ჩანგპენგ ჟაო კანადაში ჩინელი ემიგრანტია, მაგრამ მას მსოფლიოში Binance-ის შემქმნელად იცნობენ. ჟაოს მძიმე დარტყმა მიაყენა 2022 წელს კრიპტოვალუტების ბაზრის ვარდნამ. ჟაომ, რომლის ქონებაც ოდესღაც $96 მილიარდი იყო, ჯამში $72,6 მილიარდი დაკარგა.

 


10. Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 2015 წლის შემდეგ პირველად ამოიღეს 10 უმდიდრესი ამერიკელის სიიდან და პირველ ადგილზეა მილიარდერებს შორის, რომლებმაც წელს დიდი ქონება დაკარგა. Forbes-ის ცნობით, Meta-ს აქციების ფასი 57%-ით დაეცა, რამაც ცუკერბერგს 87,3 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მოუტანა.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა



თეგები:
10 მილიონერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up