10 მილიარდერი, რომელიც Covid-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტებითა და ტესტებით  გამდიდრდა

10 მილიარდერი, რომელიც Covid-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტებითა და ტესტებით გამდიდრდა

access_time2020-05-14 20:15:07

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინების, პრეპარატების, ტესტების და დაცვის ინდივიდუალური საშუალებების მწარმოებელი კომპანიების აქციების ზრდამ 1 ახალი მილიარდერი გააჩინა და 9-ს ქონება გაუზარდა.11 მარტს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ COVID-19-ის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო საფონდო ბაზარზე საყოველთაო ვარდნა დაფიქსირდა, ხოლო Dow Jones-ის ინდექსი 1987 წლის მინიმუმამდე ჩამოიშალა.


ამ დროისთვის ბაზრები ნაწილობრივ გამოცოცხლდა, თუმცა, ამ საყოველთაო ვარდნის პირობებშიც კი, რამდენიმე კომპანიის აქციები არათუ არ გაიაფდა, არამედ გაძვირდა.საუბარია სამედიცინო კომპანიებზე, რომლებიც ვაქცინებს, წამლებს  და ტესტირების მოწყობილობებს ამუშავებენ და აწარმოებენ.ბოლო 7 კვირის განმავლობაში, ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმით დაკავებული კომპანიების აქციები საგრძნობლად გაძვირდა. ამის წყალობით მილიარდერთა კლუბს 1 ადამიანი შეემატა, ხოლო 9 კომპანიის  მფლობელებმა  კაპიტალი გაზარდა.


ყველაზე მომგებიან მდგომარეობაში შტატ მასაჩუსეთსის ქალაქ კემბრიჯში მდებარე კომპანია Moderna-ს დამფუძნებელი და დირექტორი სტეფან ბასელი  აღმოჩნდა.ადამიანებზე ვაქცინის გამოცდა პირველმა სწორედ ამ კომპანიამ დაიწყო.პანდემიის გამოცხადებამდე ბანსელის ქონება 720 მლნ. დოლარს შეადგენდა, ხოლო დღეისთვის 103% გაიზარდა და 1,5 მლრდ.-ს მიაღწია.ბანსელი შტატებში მომუშავე საფრანგეთის მოქალაქე, მილიარდერთა კლუბს 2 აპრილს, ცდების მეორე ფაზის დაწყების შემდეგ შეუერთდა.პროცენტულად ყველაზე მეტი სწორედ მან გამოიმუშავა - საბოლოო ჯამში, 7 კვირის მანძილზე მისი ქონება 109%-ით გაიზარდა.


მეორე ადგილზეა იტალიური ბიოტექნოლოგიური კომპანია DiaSorin-ის აქციათა 45%-ის მფლობელი გუსტავო დენეგრი - მისი ქონება 32%-ით, 1,1 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა.თანხობრივად ყველაზე მეტი ფრანგმა მილიარდერმა ალენ მერიემ და სამხრეთ კორეელმა სო ჩინ ჩინმა გამოიმუშავეს. პირველი არის დიაგნოსტიკური ტესტების მწარმოებელი კომპანია .BioMérieux -ის დამფუძნებელი. კორონაკრიზისის პერიოდში ის 1, 5 მლრდ. დოლარით გამდიდრდა.მეორე კი კორეული ბიო-ფარმაცევტული კომპანია Celltrion-ის მფლობელი - მისი ქონებაც 1,5 მლრდ. დოლარით გაიზარდა.



სადღეისოდ სწორედ ფრანგული BioMérieux და იტალიური DiaSorin კორონავირუსის ტესტირების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები არიან.


კორონაკრისიზისის წყალობით ქონება გაზარდეს ასევე ორმა ამერიკელმა ლეონარდ შლეიფერმა და ჯორჯ იანკოპულოსმა.ისინი ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ტარიტაუნში მდებარე კომპანია Regeneron-ს მფლობელები არიან..მთლიანობაში კორონავირუსთან მებრძოლი კომპანიების მფლობელების ქონება 7 მლრდ. დოლარით გაიზრდა.


წყარო: forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთამ






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up