10 მარტს რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართება

10 მარტს რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართება

access_time2016-03-09 10:11:17

10 მარტს, თბილისში რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართება, რომლის მთავარი თემაა - საქართველოს რძის სექტორის სურსათის უვნებლობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება. 


ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, კონგრესს დაესწრებიან სექტორის ექსპერტები, მასალებისა და დანადგარების მომწოდებლები, მწარმოებლები და ფერმერები. ღონისძიების მიზანია, საქართველოს რძის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობის უახლესი სტანდარტების განხილვა  და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელება. 


საქართველოს აქვს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რძის წარმოებისთვის იდეალური აგრო-კლიმატური პირობები და რძის პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნა, რაც რძის სექტორს მიმზიდველს ხდის  ინვესტირებისთვის. 


კონგრესზე განსაკუთრებული  ყურადღება იქნება გამახვილებული იმ სირთულეებზე, რომლებიც  საქართველოში  რძის მწარმოებელ  ფერმერებს ხვდებათ.  ეს სირთულეებია: თანამედროვე ფერმების, გადამამუშავებელი კომპანიების  ტექნიკური შესაძლებლობების ნაკლებობა და მათი მოდერნიზაციის საშუალების არქონა. საუბარი ასევე შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეურნეობის მართვის პრაქტიკას - ცხოველთა კვებითა და მათთვის საჭირო გარემოპირობების შექმნით დაწყებული, რძის ჰიგიენით დასრულებული -  რაც რძის ბიზნესში ჩართულმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, იმისათვის რომ შეძლონ რძის პროდუქტიულობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება. 



რძის ეროვნული კონგრესი ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება FAO/EBRD-ის პროექტის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში, ცოდნის გადაცემის გზით (მეორე ფაზა) ფარგლებში. პროექტის ცენტრალური კომპონენტია  ტრენინგი და ცოდნის გადაცემა რძის სექტორში ქართველი ფერმერებისთვის.

 

პრესკონფერენცია ჩატარდება თემაზე: „ინვესტიციები, ხარისხი, კოოპერაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს რძის ბიზნესისთვის- FAO და EBRD-ის პროექტის ერთობლივი პრეზენტაცია“


მონაწილეები:

ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე 

მამუკა მესხი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში 

ვიქტორია ზინჩუკ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აგრობიზნესის მრჩეველთა განყოფილების უფროსი

ანდრიი დიკუნ, უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარე 

წამყვანი: ანდრიი იარმაკ, ეკონომისტი, UN FAO 

 

მეტი ინფორმაცია:  www.georgiandairy.org  



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up