10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა

access_time2019-09-20 19:00:20

2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ ქალაქში (ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში) საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. როგორც ყველა არჩევნების წინ, ახლაც, მმართველი პარტიის შემწირველები ქართულ ოცნებას 10-ეულობით ათას ლარს ურიცხავენ.

ბოლო 5 თვეში ქართულ ოცნებას 100 ათასი ლარი 10-მა კომპანიამ შეწირა.


მათგან კომპანიებმა, გაგრა +, ეიბისი და ტიფლისიდისტილერი, 2018 წელს თანხა შეწირეს ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილსაც.



გაგრა +-მა ხელისუფლებას თანხა შეწირა 2016 და 2017 წელსაც, ჯამში 240 ათასი. ასე მოიქცა კომპანია ციტადელიც და 140 ათასი გადარიცხა, ახალ ტექნოლოგიებს 2017 წელს 100 ათასი ლარი აქვს გადარიცხული.




On.ge-მ სცადა ყველა მათგანთან დაკავშირება და ყველას იდენტური კითხვით მიმართა: რატომ შეწირეს ფული მმართველ პარტიას და თანხის გადარიცხვის შემდეგ ელიან თუ არა რაიმე სარგებელს.ყვარლის სარდაფის დირექტორი, ოთარ ტაბატაძე კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. შპს ეიბისისა და შპს ტიფლისიდისტილერი TIFLISIDISTILLERY ერთი და იგივე დირექტორი და 60-პროცენტიანი წილის მფლობელი ჰყავს. კომპანიების დირექტორი, სოლომონ გვაჯაია ამბობს, რომ ვალდებული არ არის უპასუხოს და უცხო ადამიანებს საერთოდ არ ელაპარაკება.


ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებისგან განსხვავებით შპს სერვის-აგროს ერთ-ერთმა მეწილემ სცადა On.ge-ს ჟურნალისტს მოტყუება და უთხრა, რომ ის დავით ინაური არ იყო:არ ვარ მე დავითი... არ მინდა ლაპარაკი... შენ სულ მართალს ლაპარაკობ ყოველთვის? მე მატყუარა ვარ, რა გინდა...


ქართული ღვინის იმპერიის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ ამ საკითხზე კითხვებს ის ვერ უპასუხებს, თუმცა, არც უფლებამოსილ პირთან გადაამისამართა ჟურნალისტი, რადგან არაეთიკურად მოეჩვენა.ახალი ტექნოლოგიების დირექტორი, ზურაბ ჭუმბურიძე ამბობს, რომ უბრალოდ შეწირა და სარგებლის მოლოდინი არ აქვს. დაახლოებით იმავეს იმეორებს კომპანია ციტადელის დირექტორი, ბადრი ბუთხუზიც, ქართულ-ამერიკულ სამშენებლო საწარმოს მეწილე კი ამბობს, რომ არავის აუძულებია.


On.ge დაუკავშირდა გაგრა +-ს, თუმცა ჟურნალისტი ხელმძღვანელ პირთან არ გადაამისამართეს, შპს საქართველოსთან კომუნიკაცია კი ვერ  შედგა.


on.ge






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up