10 ივნისის ოფიციალური კურსით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 19 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 116 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 10 ივნისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 11 ივნისს შევა ძალაში) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1613 ლარი გახდა. ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.1490 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1575-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გამყარდა და დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8.535 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/8.5874 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 8.5034-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 519.58 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/519.5700 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 519.5300 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.6983 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6975 ნიშნულზე იყო.