10 გრამი ღორის ხორცი და 0.5 კვერცხი - საარსებო მინიმუმის დასათვლელი ფორმულა 17 წელია არ შეცვლილა

10 გრამი ღორის ხორცი და 0.5 კვერცხი - საარსებო მინიმუმის დასათვლელი ფორმულა 17 წელია არ შეცვლილა

access_time2020-12-14 16:00:41

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2020 წლის ოქტომბერში 187.7ლარით განისაზღვრა, ხოლო საშუალო მომხმარებლის ანუ ერთსულიანი ოჯახის კიდევ უფრო ნაკლებით - 166.3 ლარით.


ოჯახის წევრების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ერთ სულზე გათვლილი საარსებო მინიმუმის მოცულობა კიდევ უფრო მცირდება. საქსტატის ცნობით ორსულიან ოჯახს არსებობისთვის თვეში 266 ლარი უნდა ეყოს, ანუ სულზე - 133, სამსულიანს - 300, სულზე - 100, ოთხსულიანს - 333, სულზე - 83, ხუთსულიანს 375, სულზე 75, ექვსსულიან და მეტს - 442. ამ შემთხვევაში იმის ზუსტი განსაზღვრა თუ რა თანხა უნდა იკმაროს ერთმა ადამიანმა შეუძლებელია თუ ოჯახი ექვსულიანია, მაშინ - 74 ლარი, თუ ათსულიანი - 44 ლარი.


საარსებო მინიმუმის ყოველი დასახელებისას, საქსტატის მიმართ აგრესია მიემართება ხოლმე. სინამდვილეში საქსტატი არაფერ შუაშია, რადგან ის მხოლოდ ითვლის იმ ფორმულით რომელიც 2003 წლის 8 მაისს, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროსაა მიღებული და დამტკიცებული.


სამომხმარებლო კალათისგან განსხვავებით, სასურსათო კალათა უკიდურესად მწირია. 17 წლის წინანდელი ბრძანების მიხედვით, შრომისუნარიანმა მამაკაცმა დღიურად 250 გრამი პური, 20 გრამი ლობიო, 15 გრამი მაკარონი, 10 გრამი ღორის ხორცი, 10 გრამი ძეხვი, 0.5 კვერცხი, 25 გრამი მაწონი, 15 გრამი სტაფილო, 20 გრამი ღვინო და ჯამში 40 დასახელების პროდუქტი უნდა იკმაროს რომელთა ჯამური ენერგეტიკული ღირებულება 2300 კილოკალორიას შეადგენს.



თავი რომ დავანებოთ 10 გრამი ხორცის მოცულობას, 2300 კილოკალორიაც არასკამარისია და ის 13 წლის ბავშვის ნორმაა. 15-დან 50 წლამდე მამაკაცს საშუალოდ 2600-3000 კილოკალორია სჭირდება, ეს დამოკიდებულია წონაზე. ქალს შედარებით ნაკლები, თუმცა ფეხმძიმობისა და მეძუძურეობის პერიოდში უფრო მეტი.


მეორე პარადოქსი ისაა, რომ საარსებო მინიმუმში კვების პრიდუქტებს 70%-იანი წილი უკავიათ და დანარჩენ სხვა 30% ავტომატურად ემატება.
ის რომ ვერც 166 და ვერც 187 ლარად ადამიანი ვერ იცხოვრებს და ჯანმრთელობის შენარჩუნებაც გაუჭირდება ამაზე ყველა თანხმდება. დაანგარიშების ფორმულა, რომ შესაცვლელია არც ის იწვევს კამათს, მაგრამ 17 წლის მანძილზე ის ფორმულა არავის შეუცვლია.


საქართველო დღესაც ღარიბ ქვეყნად რჩება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, ინფლაციის გათვალისწინებითაც კი 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი 2.4-ჯერ, ხელფასები კი 4.1-ჯერ გაიზარდა. საარსებო მინიმუმი კი იგივე დარჩა. 2004 წლის ოქტომბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 87.6-ს შეადგენდა, ეს თანხა ინფლაციის გათვალისწინებით 2020 წლის ოქტმობრის 189.5-ს უდრის, მიმდინარე წლის ოქტომბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი 187.7 ლარს შეადგენდა. უმნიშვნელო 1.80 ლარიანი სხვაობა იმით არის განპირობებული, რომ ინფლაციის კალკულატორი სამომხმარებლო კალათით განისაზღვრება, რაც სასურსათო კალათასთან შედარებით ბევრად უფრო ფართოა. სხვა მხრივ ამ დროის მანძილზე არაფერი შეცვლილა.



საარსებო მინიმუმის განმსაზღვრელი ფორმულის ცვლილება მმართველ გუნდს დილემის წინაშე აყენებს, ის ან უმნიშვნელოდ უნდა შეცვალოს, ან უნდა აღიაროს, რომ ასაკობრივი პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.



რამდენი უნდა იყოს რეალური საარსებო მინიმუმი, ამის გამოსათვლელი უნიკალური ფორმულა მსოფლიოში არ არსებობს. ძალიან ღარიბი ქვეყნების სასურსათო კალათა საქართველოზე მწირია და მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ ადამიანმა თვიდან თვემდე ცოცხლმა მიაღწიოს, მდიდარ ქვეყნებში ის უფრო მრავალფეროვანია და არასასურსათო პროდუქციის წილი 50% ან უფრო მეტია. საქართველოს რეალობაზე მორგებული ძალიან კომპრომისული ვარიანტითაც კი თუ დღევანდელ სასურსათო კალათის ღირებულებას 50%-ით გავზრდით და მის წონას მთელ პაკეტში 70%-ის ნაცვლად 60%-იანი წილით განვსაზღვრავთ, საარსებო მინიმუმი 328.5 ლარამდე იზრდება, მაშინ როცა იანვრიდან ასაკობრივი პენსია 70 წლამდე ასაკის პირებისთვის 240 ლარი, 70 წლიდან ზემოთ კი 275 ლარი ხდება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up