10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

access_time2021-07-27 16:00:19

ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია.


მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის გამყარება გახდა.


ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს როგორც ვადიან დეპოზიტებს, ასევე შემნახველ ანაბრებსა და მიმდინარე ანგარიშებს. ლარში ყველაზე მეტად 729 მლნ-ით 4.261 მლრდ-მდე მიმდინარე ანგარიში გაიზარდა. მკვეთრად, 300 მლნ-ით 2.835 მლრდ-მდე გაიზარდა 1 წელზე მეტი ვადის მქონე ანაბრების მოცულობაც.



უცხოურ ვალუტაში პირიქით, მიმდინარე ანგარიშები $369 მლნ-ით 4.987 მლრდ-მდე, 1 წელზე მეტი ვადის მქონე ანაბრების კი 389 მლნ-ით 4.763 მლრდ-მდე შემცირდა. ვარდნა მეტ-ნაკლებად მოთხოვნამდე დეპოზიტების 364 მლნ-ით 6.602 მლრდ-მდე ზრდამ დააბალანსა.


მხოლოდ ფიზიკური პირების სადეპოზიტო პორტფელი საერთო სურათისგან განსხვავდება. ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტასი განთავსებული ანაბრების მოცულობა მიმდინარე წელს 519 მლნ-ით 14.122 მლრდ-მდე გაიზარდა. თუ მთლიან ანაბრებსი ლარიზაციის მაჩვენებელი 40%-ს აღწევს, ფიზიკურ პირებში ის 25%-ზე ნაკლებია.


ივნისში ფიზიკური პირებისთვის ლარში განთავსებულ დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 10.8%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში 1.1%-მდე შემცირდა. იმავე პერიოდს დაემთხვა ლარის გამყარებაც. ამ ყველაფრის მიუხედავად, რადგან მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ლარის მიმართ ნდობა არ გააჩნია, დეპოზიტარების 3/4  10-ჯერ ნაკლებ, მაგრამ უფრო სტაბილურ სარგებელს ირჩევს. 2013-2020 წლებში 2017 ერთადერთი გამონაკლისი იყო, როდესაც 1-ელ იანვარს დოლარი უფრო ძვირი ღირდა ვიდრე 31 დეკემბერს. გაუფასურების წლიური ტემპი 15 და 20 პროცენტსაც გადასცდენია, რაც იმდენად დიდია, რომ მაღალ საპროცენტო სარგებელს მთლიანად აზრს უკარგავს და დოლარებში გადაყვანით ძირ თანხას ამცირებს. 2020 წელს ლარი 14.3%-ით გაუფასურდა. 1-ელ იანვარს 1000 ლარი $349-ს უდრიდა, 31 დეკემბერს $305-ს. პირობითად 10.5%-იანი სარგებლის შემთხვევაში 1105 ლარი $337 იქნებოდა, ანუ ძირ თანხაზე $13-ით ნაკლები. ასეთ შემთხვევაში 0%-იანი სარგებელიც კი დოლარში უფრო მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე 10.5%-იანი სარგებელი ლარში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up