10 დეკემბრიდან ზამთრის საკურორტო სეზონი იხსნება - სასტუმროების უმეტესობაში ადგილები უკვე დაჯავშნილია

10 დეკემბრიდან ზამთრის საკურორტო სეზონი იხსნება - სასტუმროების უმეტესობაში ადგილები უკვე დაჯავშნილია

access_time2016-11-28 10:10:42

 

ქართული სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთრი ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. ცნობილია, რომ წელს საკურორტო სეზონი 10-17 დეკემბერს დაიწყება. რა სიახლეები იგეგმება 2016-2017 წლების სეზონისთვის და რამდენად მომზადებული ხვდება კურორტზე ზამთრის საკურორტო სეზონს როგორც კერძო სექტორი, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი?

 

 

 

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილის ინფორმაციით, დეკემბრის 10 რიცხვიდან ზამთრის კურორტები ეტაპობრივად გაიხსნება. როგორც ონოფრიშვილი ამბობს, მიმდინარე წელს თეთნულდზე, გუდაურში და ბაკურიანში ჯამში 9 საბაგიროს დამატება მოხდება.


„10 დეკებერს გოდერძის კურორტი გაიხსნება, იმავე პერიოდში შესახძლებელია გუდაური და ბაკურიანი გაიხსნას, თუ არადა 17 დეკემბერს აუცილებლად. თეთნულდი გაიხსნება 24 დეკემბერს, 25 დეკემბერს -მიტარბი"-აცხდებს ონოფრიშვილი. მისი განცხადებით, წელს ყველა კურორტზე მრავალფეროვნებაა.


ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროს მენეჯერთა თქმით, წლევანდელი სეზონი გადატვირთული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს ნომრების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია.

 

 

 


ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „კრისტალში" ამბობენ, რომ წელს ზამთრის სეზონისთვის დიდი აქტიურობაა. ყველაზე დიდი მოთხოვნა ახალი წლის ღამეს და საერთოდ, 31 დეკემბერი-4 იანვრის პერიოდზე ფიქსირდება. აღნიშნულ პერიოდში სასტუმროში დასვენება 190 დოლარი ჯდება (2 ადგილიანი სტანდარტული ნომერი). მათი თქმით, 31 დეკემბრისთვის ნომრები უნდა დაჯაშვნილია. სასტუმროში ამბობენ, რომ სტუმრების უდიდესი ნაწილს ქართველები შედაგენენ. მათივე განმარტებით, არანაკლები რაოდენობის ინტერესი ფიქსირდება ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდანაც.

 


მათი თქმით, წელს სასტუმროში გასული წლისგან განსხვავებული არანაირი მომსახურება არ დაუმატებიათ, არც ინფრასტრუქტურა შეუცვლიათ.

 

 




დამსვენებელთა აქტიურობაზე საუბრობენ გუდაურში მდებარე სასტუმრო "მარკო პოლოშიც". სასტუმროს ადმინისტრაციის განმარტებით, დიდი მოთხოვნა ფიქსირდება როგორც ამჟამიდნელ პერიოდზე, ისე ახალი წლის დღეებზე.



მათი თქმით, საახალწლოდ ჯავშნებს ვეღარ მიიღებენ, რადგან ყველა ნომერი უკვე დაკავებულია. მათი თქმით, აღნიშნულ პერიოდში სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის ფასი 252 დოლარია. რაც შეეხება სტუმრებს, სასტუმროს ადმინისტრაციის განცხადებით, ჯავშნები ძირითად უცხოელებზე მოდის, მათ შორისაა, რუსეთი და უკრაინა.

 


 


 


მესტიაში, სასტუმრო „თეთნულდის" ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სტანდარტული,2 ადგილიანი ნომერი ამჟამად 95 დოლარი ღირს. ამაში შედის ორჯერადი კვება. რაც შეეხება ახალი წლის პერიოდს, იგივე ნომრის ფასი 110 დოლარი იქნება.

 


სასტუმროს ადმინისტრაცის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სტუმრების დიდი რაოდენობა კურორტზე არ ფიქსირდება, თუმცა, რამდენიმე კვირაში სასტუმროს გათვლა ტურისტების მაქსიმალურ რაოდენობაზე აქვს. მათივე ინფორმაციით, ინტერესი დიდია როგორც ქართველების, ისე რუსი ტურისტების მხრიდან. რაც შეეხება სიახლეს, სასტუმროში ამბობენ, რომ ტურისტებს იგივე მომსახურება და ინფრასტრუქტურა დახვდებათ სასტუმროში,რაც გასულ წელს.


 


 

წინა წლებისგან შედარებით ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ელოდებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც. მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ 24 დეკემბერს სვანეთში თეთნულდის ახალი სამთო-სათხილამურო ტრასა გაიხსნება. მისი თქმით, წელს თეთნულდში 5 საბაგირო იქნება.


ჟორჟოლიანის თქმით, საგზაო დეპარტამენტმა მესტიამდე ამოსასვლელი გზის მოვლა-პატრონობაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა,გამოვლინდა გამარჯვებულიც, რომელიც 3 წლის განმავლობაში აღნიშნული გზის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.


მისი თქმით, ტურისტების დასახვედრად მოსახლეობაც მზად არის. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში რამდენიმე ოჯახმა უკვე ახალი სასტუმრო გააკეთა, მოეწყო ინფრასტრუქტურაც. ყურადღება მიექცა გართობის საკითხსაც.

 


„წელს სვანეთი ზამთრის ტურისტულ მაქსიმალურად მომზადებული ხვდება. წელს გასული წლისგან განსხვავებით, მესტიაში რამოდენიმე ახალი კაფე-ბარი და რესტორანი გაიხსნა. ამის აუცილებლობა ნამდვილად იყო, რადგან, როდესაც ადამიანი საღამოს სათხილამურო ტრასიდან ბრუნდება, მას აუცილებლად სჭირდება დასვენება, თუნდაც მცირე ალკოჰოლის მიღება"-აცხადებს ჟორჟოლიანი.

 


 

 

ბაკურიანის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი აცხადებს, რომ სეზონის გახსნა მასზე არ არის დამოკიდებული. რაც შეეხება სიახლეებს, მისი თქმით, მიტარბიში ახალი საბაგირო გზა 25 დეკემბერს გაიხსნება. ყიფიანის განმარტებით, ბაკურიანი წელს უამრავ უცხოელ და ადგილობრივ სტუმარს ელოდება.

 

„კომერსანტის" კითხვაზე, რომ წლების განმავლობაში მუდმივად ისმოდა იმაზე კრიტიკა, რომ კურორტებზე,არ იყო გასართობი ობიექტები და რა შეიცვალა წელს ამ მიმართულებით, ბაკურიანის გამგებელი აცხადებს, რომ ეს სრულად კერძო სექტორზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება კერძო სექტორს მაქსიმალურად უწყობს ხელს იმაში, რომ მსგავსი პრობლემა მოგვარდეს და რეგიონში ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდეს.

 

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 




 



საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს
access_time2019-11-15 14:30:45
„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა,პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა. მისი თქმით, ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, საქართველოს მსგავსად ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს: „რამდენად საგანგაშოა ამჟამად არსებული ვალის ნიშნული? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნული არ არის...

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი მე-6 დღეა ტყვეობაშია

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი  მე-6 დღეა  ტყვეობაშია
access_time2019-11-15 16:00:13
საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა,ხელისუფლებამ ამ ფაქტის შესახებ  გატაცებიდან მხოლოდ, ოთხი დღის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია და კონკრეტულად ვერც ის თქვა, რა კეთდება იმისათვის,რომ გაფრინდაშვილი  ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლდეს. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული  ახალგორის  სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი...

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი
access_time2019-11-15 15:09:56
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება“-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რამდეიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა...


მსგავსი სიახლეები

up