10 ცნობილი ბრენდის თანამშრომლობა, რომელმაც ორივე მხარეს ოქროს ზოდები მოუტანა

10 ცნობილი ბრენდის თანამშრომლობა, რომელმაც ორივე მხარეს ოქროს ზოდები მოუტანა

access_time2020-11-08 18:25:26

ბრენდებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა შესაძლოა ნებისმიერი მხარისთვის იყოს ხელსაყრელი. სწორედ პარტნიორობა აძლევს საშუალებას უკვე დამკვიდრებულ ბრენდებს ახალ ბაზარზე გავიდნენ და გაცილებით დიდ არეალზე გააგრძელონ საქმიანობა. ბოლო წლებში საკმაოდ ბევრმა ბრენდმა სცადა ინოვაციური გზებით ერთანეთთან პარტნიორობა.

ჩამონათვალში პარტნიორობის 10 მაგალითია, რომელიც ბრენდებისთვისაც მომგებიანი აღმოჩნდა და მომხმარებლისთვისაც:

1. Apple + Hermes

ამერიკულმა მულტინაციონალურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Apple-მა ფრანგულ მაღალი მოდის პროდუქციის მწარმოებელ Hermes-თან დაიწყო თანამშრომლობა. იგი თავის საათებს Hermes-ის ბრენდთან ერთად აწარმოებს და მიიჩნევს, რომ ეს „პარტნიორობის კულმინაციაა, რომელიც პარალელურ აზროვნებაზე, ერთიან ხედვასა და ურთიერთ პატივისცემაზეა დამყარებული“. ეს ყველაფერი შესანიშნავად აისახა ამ ორი ფასეული ბრენდის პარტნიორობაში, Apple-მა თავისი პოპულარული საათი მაღალი მოდის წყალობით კიდევ უფრო სასურველი გახადა. საათს ყველაზე მეტად დიზაინის ესთეტიკის გამო აკრიტიკებდნენ, მაღალი კლასის ვერსია Hermes-ის ხელნაკეთი ტყავის სამაჯურით და ექსკლუზიური ციფერბლატით როგორც ტექნიკის, ისე მოდის მოყვარულთათვისაც საინტერესო აღმოჩნდა. საცალო ფასი ჩვეულებრივი Apple Watch-ის ფასზე გაცილებით მაღალია. ეს პარტნიორობა სტატუსის სიმბოლოა ისე, როგორც ლამაზი საათი, რომელსაც ბევრი ფუნქცია აქვს.

2. BMW + Montblanc

ავტომობილებისა და მოტოციკლების მწარმოებელმა გერმანულმა BMW-მ, თავის თანამემამულე ძვირადღირებული საკანცელარიო და სხვა ნივთების (კალმები, სათვალე, ტყავის ჩანთები, სამკაულები და ა.შ. ) მწარმოებელ Montblanc-თან დაიწყო თანამშრომლობა. ეს პარტნიორობა იმას მიანიშნებს, რომ ძვირადღირებულ ავტომობილებში ბარგიც აუცილებლად განსაკუთრებულად უნდა იყოს შეფუთული, ასე არ არის? BMW და Montblanc ფუფუნების საგნებს ქმნიან, მასალებზე, ხარისხზე, დიზაინსა და ფუნქციაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ. Montblanc-ის პროდუქციის ხაზი როგორც ყოველდღიური მართვისას, ისე მოგზაურობების დროსაც მოსახერხებელია და სპეციალურად BMW-ს მეშვიდე სერიისთვისაა შექმნილი. ეს ძვირადღირებული პარტნიორობა მხოლოდ ერთს ნიშნავს, ვინც ახალი სერიის BMW-ს მართავს, საკუთარ თავისთვის იმის უფლების მიცემაც შეუძლია, რომ ამ ავტომობილის შესაფერისი ნივთები შეიძინოს. ეს ნამდვილი პარტნიორობაა იმ ბრენდებს შორის, რომლებიც ესთეტიკასა და დიზანზე ზრუნავენ.

3. Balmain + H&M

ფრანგული მაღალი კლასის მოდის სახლმა Balmain-მა შვედურ H&M-თან გააფორმა პარტნიორობა, რის შედეგადაც მომხმარებელს გაცილებით რეალურ ფასად შესთავაზა პროდუქცია. პარტნიორობა უდავოდ წარმატებული აღმოჩნდა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროდუქცია სწრაფად გაიყიდა და Balmain-მა ჰეშთეგით #Balmania თავისი დეკორატიული სტილი, რომელსაც წლის ყველაზე ცხელმა მოდელმა კენდელ ჯენერმა გაუკეთა რეკლამა, გაცილებით ფართო აუდიტორიას ციფრული ეპოქისთვის შესაფერისი გზით მიუტანა. H&M-ისთვის წარმატებული იყო ამერიკულ Target-თან პარტნიორობა და ამჯერად ასორტიმენტი გააფართოვა; და მასობრივი მოდის ინდუსტრიიდან მაღალ მოდაში გადაინაცვლა.

4. EVA Air + Hello Kitty


ტაივანურმა ავიაკომპანიამ EVA Air-მ თავისი Boeing 777, Hello Kitty-ს თემატიკითა და ახალი მომსახურებით წარმოადგინა. ეს ფერადოვანი თვითმფრინავები, ტაიპეისა და ჰიუსტონს შორის დაფრინავენ, ნებისმიერი მათგანი იაპონური ანიმაციური ფილმების გმირის კატის და მისი მეგობრების გამოსახულებებით არის მორთული. თვითმფრინავის ყველა დეტალი ბრენდირებული, მასში Hello Kitty-ის 100-ზე მეტი საფირმო ნივთია. Hello Kitty-ის პაწაწინა სურათი პირველად ხურდა ფულის საფულეზე გამოჩნდა და 40 წლის განმავლობაში ისე გაიზარდა, რომ $7 მილიარდიან ფენომენად იქცა. EVA-ს თვითმფრინავები აზიელების საყვარელი კატით სასიამოვნო სანახავიცაა და ფრენისას ხალისიან განწყობასაც ქმნის.

5. Ford + Hearst

ავტომობილების ამერიკული ბრენდმა Ford-მა, Hearst-თან, ამავე ქვეყნის უდიდეს მასმედია და ბიზნეს საინფორმაციო კონგლომერატთან დაიწყო პარტნიორობა. სარეკლამო კამპანია „Built Ford Tough“ სრულიად ახალ დონეზე გადავიდა, ამ ბრენდის ავტომობილებზე სხვადასხვა გამოცემებში 120 ახალი ორიგინალური სარედაქციო სტატია გამოქვეყნდა. კამპანიის ლოზუნგი “კოდი“ იყო, სტატიებში იმ უნარებსა და ინსტრუმენტებზე იყო გამახვილებული ყურადღება, რომელსაც Ford-ის ნებისმიერი მამაკაცი უნდა ფლობდეს. ეს ინფორმაცია სხვადასხვა ჟურნალში -Esquire, Popular Mechanics, Road & Track, Car and Driver გამოქვეყნდა; Ford F-150-ის ცხოვრების სტილმა სამიზნე აუდიტორიამდე პრაქტიკული რჩევების გაზიარებით მიაღწია.

6. Covergirl + Lucasfilm

„ვარსკვლავური ომების“ მეშვიდე ფილმის პრემიერას მთელი მსოფლიო ელოდა, ბრენდები ჯორჯ ლუკასის მართლაც ფატასტიურ კოსმოსურ საგას უტრიალებდნენ, საკუთარი პროდუქციის რეკლამირებას ცდილობდნენ. კოსმეტიკური ბრენდის Covergirl-ის მაკიაჟის ხაზი ვარსკვლავური ომების თემატიკით მართლაც საინტერესოა, რადგან წარსულში ფილმი ქალებზე მეტად მამაკაცებისთვის აკეთებდა რეკლამას. მაკიაჟის ნაკრები შეზღუდული რაოდენობითაა გამოსული და ორი ხაზი აქვს, რომელიც ბნელსა და ნათელს განასახიერებს და ამტკიცებს, რომ ვარსკვლავური ომები ორივე სქესისთვისაა მიმზიდველი. კოლექცია 19 ნაწილისგან შედგება, მისი დიზაინერი მაკიაჟის ლეგენდარული ოსტატი პეტ მაკგრათია, ყუთზე ციტატებია ფილმიდან, კოლექცია იმ აუდიტორიისთვისაა შექმნილი, რომელიც სილამაზეზე ზრუნავს.

7. Burberry + LINE

ბრიტანული Burberry ციფრული განახლების გზაზეა და მისი პარტნიორობა გზავნილების მიმოცვლის იაპონურ წამყვან აპლიკაცია LINE-თან, ტრადიციული ძვირადღირებული ბრენდის კიდევ ერთი ტექნოლოგიური ნაბიჯია. LINE-ს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, გზავნილების მიმოცვლას პოპულარული სტიკერებით და ანიმაციური ემოციებით სრულიად უნიკალურს ხდის. Burberry-იმ LINE-ის ორი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი შოტლანდურათი შემოსა. მოდის ბრენდმა ნოვატორული გზით მიიპყრო უზარმაზარი აუდიტორიის ყურადღება, მას სპეციალური შეთავაზებები გაუკეთა და სარეკლამო კამპანიის ახალი ამბებიც გააცნო.

8. Spotify + Starbucks

რადგან Starbucks კაფეების მთელი ქსელია თავისი არომატული ყავითა და მუსიკით, სრულიად ბუნებრივია, რომ ის შვედურ მედია სერვისების კომპანიას Spotify-ს შეუამხანაგდა თავისი ფრანშიზებისთვის მუსიკის სრულიად ახლებურად მისაწოდებლად. Starbucks-ის თანამშრომლები Spotify-ზე პრემიალურ ხელმოწერას მიიღებენ და საგულდაგულოდ შერჩეული მუსიკას მოისმენენ. მომხმარებელს მუსიკის აპლიკაციიდან ბონუს ქულების მიღებაც შეუძლია. როგორც Starbucks-მა განაცხადა, ის კომპაქტ დისკებს აღარ ყიდის. Spotify-თან თანამშრომლობა ორივე ბრენდისთვის მნიშვნელოვანია - დილის ყავა, შემდეგ დღის ნუგბარები, ამ დროს კი კომპოზიციების კრებულის მოსმენა.

9. Ikea + Dreamworks

შვედური IKEA თავისი ხელმისაწვდომი ავეჯითა და გუფთითაა ცნობილი. მისი სარეკლამო კამპანიის, Lattjo-ს მიზანია ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო სასიამოვნო და ხალისიანი გახადოს თავისი მომხმარებლისთვის. იგი ამერიკულ ანიმაციურ სტუდია Dreamworks-თან თანამშრომლობს, რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიებს იღებს IKEA-ს სათამაშოების კოლექციებზე, ინსტრუმენტებსა და კოსტიუმებზე. ამ რანგის შემოქმედებით კონოსტუდიასგან თანამშრომლობა IKEA-სთვის დიდი იმპულსია. Lattjo-ს პერსონაჟების ისტორიები კოლექციას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ამავე დროს იგი ციფრული კარიბჭეცაა, რადგან IKEA უკვე ემზადება Lattjo-სთან მიერთებული აპლიკაციით ბავშვებისთვის ციფრული ინფორმაციის მისაწოდებლად. Dreamworks-ს ბავშვებს შორის აქვს დიდი ავტორიტეტი, ხოლო IKEA-მ ხელმისაწვდომი ავეჯით მათი მშობლების გული მოინადირა - ეს უდავოდ ძლიერი დუეტია თამაშის გასაგრძელებლად.

10. UNICEF + Target

გაეროს ბავშვთა ფონდმა-UNICEF-მა საქველმოქმედო მისიის-Kid Power partnership-ის ფარგლებში Target-თან დაიწყო თანამშრომლობა. ისინი ფიტნეს სამაჯურების იდეამ გააერთიანა, რომლებიც იმ ბავშვებსაც დაეხმარება, რომლებიც ფიზიკურად ნაკლებად აქტიურები არიან და იმათაც, რომლებიც საკვების ნაკლებობას განიცდიან. საკვების ნაკლებობას კი ჩვენი პლანეტის ყოველი მეოთხე ბავშვი განიცდის. შეერთებულ შტატებში ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული მისიების შესასრულებლად ყოველთვის მზად არიან, ბავშვები ამ დროს ქულებს დააგროვებენ, რომლითაც საკვები პაკეტების „გახსნას“ შეძლებენ. UNICEF კი ამ პაკეტებს მსოფლიოს იმ წერტილებში მიაწვდის ბავშვებს, რომლებშიც საკვების ნაკლებობაა. ფიტნეს სამაჯურებს Target $39-ად გაყიდის, რაც UNICEF-ს საშუალებას მისცემს მომავალში 70,000-ს ბავშვს დაეხმაროს. ეს პარტნიორობა ერთდროულად ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ბრენდებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ, რომ მათი პარტნიორობა ეფექტური გახდეს. თითეულმა საერთო საქმეს რაღაც საინტერესო უნდა შემატოს - სხვაგვარად მომხმარებელი ამ პარტნიორობას მხოლოდ მარკეტინგულ ფანდად ჩათვლის. როგორც შემოქმედებითი პარტნიორობის არაერთი მაგალითი ადასტურებს, ერთობლივი მუშაობა შემოსავალსაც ზრდის, აუდიტორიასაც და უფრო მეტ მომხმარებელთანაც აკავშირებს თითეულს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up