10 000 ლარიანი ჯარიმის დაწესება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია - შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

10 000 ლარიანი ჯარიმის დაწესება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია - შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

access_time2020-08-05 10:00:05

ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი,  3 სასტუმრო და 2 ივენთი დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. 


სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი სახით დაჯარიმებამ  შესაძლოა სექტორი გაანადგუროს.

 

„შეგვიძლია ამ საქციელის გამო ჯანდაცვის სამინისტროს ტაში დავუკრათ და ვუთხრათ თუ რა მაგრები არიან. როცა ამ რეგულაციების შეთანხმება მიმდინარეობდა, მეც ვიყავი ჩართული და გარკვევით იყო ნათქვამი, რომ ობიექტებს მითითებები მიეცემოდათ და  მათი ასე ხელაღებით დაჯარიმება არ მოხდებოდა. როცა ობიექტს ამოწმებ, პირველ შეხვედრაზე უნდა მიუთითო შეცდომებზე, აქ საუბარია ძალიან მინიმალურ დარღვევებზე და ვფიქრობ, რომ ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე, უბრალოდ შოუს ნაწილია. კარგი იქნებოდა ჯანდაცვის სამინისტრო უფრო გაგებით მოეკიდოს ისედაც მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილ ობიექტებს. თავის მხრივ არც ბიზნესს ვამართლებ, მათაც უნდა აიღონ  ვალდებულება და ყველა რეკომენდაცია უნდა შეასრულონ.



აღსანიშნავია, რომ სანამ ობიექტი გახსნის უფლებას მიიღებს, მანამდე მათი შემოწმება ხდება, ამიტომ ამ დროს გარკვევით უნდა მიეთითოს, რა და როგორ გააკეთონ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მათი შემოწმება. რეალურად ნამდვილად არ მივესალმები ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი სახით დაჯარიმებას, რადგან ამ ფაქტმა სექტორი შესაძლოა სულ გადატეხოს. არსებული 10 000 ლარი, საკმაოდ მძიმე ჯარიმაა მათთვის და ამიტომ  ჯანდაცვის სამინისტროს მოვუწოდებ უფრო ლოიალურები იყვნენ და ამ საქციელით ნუ ამაყობენ. მსოფლიოში, ასეთი მაღალი ჯარიმები არავის არ აქვს. სპეციალურად მოვიძიეთ ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას 10 ათას ლარიანი ჯარიმა არ აქვს, მითუმეტეს პანდემიის პირობებში“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.


მისივე განცხადებით, პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო ტურიზმის ინდუსტრიაში 280 000-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა. რაც შეეხება საზღვაო კურორტებს, ალავერდაშვილის ამბობს, რომ 1996-1997 წლების პერიოდში დაბრუნდა საზღვაო კურორტები და სულ რამოდენიმე მცირე სასტუმრო მუშაობს. გარდა ამისა, ტურიზმის ინდუსტრია საბანკო სესხების გადავადებას 1 წლით ითხოვს.


 ნინო თამაზაშვილი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up