10 000 ლარი STOPCOV ფონდში - საქველმოქმედო საჭადრაკო მარათონი კიდევ გაგრძელდება

10 000 ლარი STOPCOV ფონდში - საქველმოქმედო საჭადრაკო მარათონი კიდევ გაგრძელდება

access_time2020-04-21 13:15:37

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით, 11 აპრილს საქველმოქმედო მარათონი, „ქართული ჭადრაკი კორონავირუსის წინააღმდეგ“ დაიწყო. ყველა მსურველს შეუძლია, ვირუსთან ბრძოლის ფონდში, მინიმუმ, 100 ლარი გადარიცხოს და შემდეგ 3-პარტიან ონლაინმატჩში ისეთი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები გამოიწვიოს, როგორებიც არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ასევე - საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები.


მარათონის შედეგად 10 დღის განმავლობაში 10 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ამბობს, რომ მარათონი გაგრძელდება.


„20-მდე პირი ჩაერთო ამ აქციაში, რაც ძალიან სასიამოვნოა. შეგროვდა 10 000 ლარზე ცოტა მეტი და ეს თანხა გადაირიცხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. 100 ლარი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოყვარულ მოჭადრაკეს გამოეწვია სათამაშოდ პროფესიონალი, მაგრამ ბევრმა მათგანმა უფრო მეტი გადაიხადა. მთავარი ქველმოქმედებაა და მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მარათონი დღეს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მოთხოვნა არის და ამიტომ, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ 10 დღით. აქცია გაგრძელდება და ვისაც მონაწილეობის სურვილი ექნება, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაერთოს. სიამოვნებით გავუწევთ ორგანიზებას საქველმოქმედო მატჩებს“. - გიორგი გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი. 


როგორ მივიღოთ საქველმოქმედო საჭადრაკო მარათონში მონაწილეობა


  1. რეგისტრირდებით საიტზე  www.chess.com.  ეს არის ჭადრაკის ონლაინსივრცე და სოციალური ქსელი - ყველაზე პოპულარული და მრავალმომხმარებლიანი საიტი ჭადრაკის მოყვარულთათვის.
  2. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში StopCov რიცხავთ მინიმუმ 100 ლარს.
  3. მეილზე chesspoti@yahoo.com უკავშირდებით ონლაინტურნირების გვერდის ადმინისტრატორ დავით კოდუას. უგზავნით StopCov ფონდში გადარიცხული თანხის დამადასტურებელ ნებისმიერ საბუთს და მეილში წერთ, რომელ მოჭადრაკესთან რა ფორმატის მატჩის გამართვა გსურთ.
  4. ელოდებით საპასუხო შეტყობინებას.



კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მარათონის ყველა მონაწილეს შეუძლია ჭადრაკის სასახლეში ერთდროული თამაშის სეანსში მონაწილეობა და თითოეულ მათგანს საჩუქრად გადაეცემა წიგნი საყვარელი მოჭადრაკის ავტოგრაფით.


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: დავით კოდუას (chesspoti@yahoo.com; 593 399 264 - ონლაინტურნირების გვერდის ადმინისტრატორი) ან სოფო ნიკოლაძეს (sophonikola@hotmail.com; 593 246 256 - ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური).


ჭადრაკის ფედერაცია 2020 წლის იანვრიდან კომპანია ევროპაბეთის პარტნიორია. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობს.


ყველაფერი პროექტის „პასუხისმგებლიანი თამაში“ შესახებ - responsible.ge



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up