10 ᲤᲐᲥᲢᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲤᲣᲚᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲘᲓᲐᲜ

10 ᲤᲐᲥᲢᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲤᲣᲚᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲘᲓᲐᲜ

access_time2022-08-06 15:47:25

  1. ეროვნული ვალუტის სახელწოდება


საქართველოს პირველი სრულფასოვანი ეროვნული ვალუტა - ლარი 1995 წლის 25 სექტემბრიდან გავიდა მიმოქცევაში. 2 ოქტომბრიდან კი საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. მისი სახელწოდება 1992 წლის ქართული ფულის სახელწოდების შესარჩევი კომისიის სხდომაზე შეირჩა. „ლარი“ ძველ ქართულში განძის, ქონების შესატყვისს აღნიშნავდა. მონეტების სახელად კი შეირჩა XIII საუკუნიდან დამკვიდრებული სამონეტო ტერმინი „თეთრი“. ვალუტის სახელწოდებად ლარის გარდა განიხილებოდა „ქართული მანეთი“, „მარჩილი“, „ქართი“, „რვალი“.





2. 500 ლარიანი ბანკნოტი


1993-1995 წლებში, ქართული ფულის რეფორმის პერიოდში დამზადდა 500 ლარის ნომინალისბანკნოტი სტრატეგიული მარაგის სახით. მისი მიმოქცევაში გაშვება ლარის კურსის სტაბილურობისგამო არ მომხდარა. ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია დავით აღმაშენებლის ფრესკა გელათისმონასტრიდან, უკანა მხარეს კი V საუკუნის ქართული წარწერა ბოლნისის სიონის ტაძრისბარელიეფიდან.




3. პირველი ქართული ფული


საქართველო, კერძოდ კი კოლხეთის სამეფო სამონეტო საქმის ერთ-ერთი უძველესი კერაამსოფლიოში. პირველ ქართულ ფულად ძვ.წ. VI საუკუნეში მოჭრილი ვერცხლის მონეტა მიიჩნევა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება, როგორც „კოლხური თეთრი“. კოლხური თეთრისნომინალები იწოდება „ტეტრადრაქმად“, „დიდრაქმად“,


„დრაქმად“ და „ჰემიდრაქმად“ (ანუ „ტრიობოლად“). ამ მონეტების ნაწილს რევერსზე აქვს ჩაჭდეულიკვადრატი, რომელიც მხოლოდ ადრეული მონეტებისთვის არის დამახასიათებელი.



 

4. პირველი მონეტები ქართული წარწერებით



VI საუკუნეში ქართლის ერისმთავრებმა საკუთარი ვერცხლის მონეტა, ე.წ. ქართულ-სასანურიდრამები მოჭრეს, რომლებზეც პირველად ქართული ფულის ისტორიაში გაჩნდა ქართულიზედწერილები და ქრისტიანული სიმბოლიკა - ჯვრის გამოსახულება. ამ მონეტების მოჭრა ქართლისეროვნული დამოუკიდებლობისა და ქრისტიანობისადმი ერთგულების დეკლარირებას ნიშნავდა.



5. დავით აღმაშენებლის მონეტა


მონეტები ხშირად ასახავდა ქვეყნის სიძლიერესა და პოლიტიკურ მდგომარეობას. მაგალითად, დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ სპილენძის ქართულ მონეტაზე გამოსახულია გვირგვინოსანიმეფე და წარწერა, რომელიც ასახავს ერთიანი საქართველოს მეფეთა  ტიტულატურას: „მეფეაფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა“. ეს  მონეტა ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული. 2021 წლის დეკემბერში კი საქართველოშიც აღმოაჩინეს 1118 წელს მოჭრილი დავით აღმაშენებლისმონეტა, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.



6. სპილენძის მონეტები „ოქროს ხანაში“


XII საუკუნე ერთიანი საქართველოს „ოქროს ხანაა“, ამ პერიოდში ფულიც რეგულარულად იჭრებოდადა ინტენსიურად მიმოიქცეოდა. ქართული ფულით გაჯერებული იყო არა მარტო საქართველო, არამედ ამიერკავკასია. თუმცა, „ოქროს ხანას“ ნუმიზმატიკაში ვერცხლის კრიზისი და „სპილენძისხანა“ დაემთხვა - 1 საუკუნის მანძილზე საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ვერცხლის ფულიარ მოჭრილა. ვერცხლის მონეტები სპილენძის ფულმა შეცვალა, რომელსაც ვერცხლის ფასი უნდაჰქონოდა. თამარ მეფისა და მისი ვაჟის, ლაშა-გიორგის სპილენძის მონეტებზე წერია: „სახელითაღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისა ამის“.



7. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფული


1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ, მთავრობამ ეროვნულივალუტის შესაქმნელად მზადებაც დაიწყო. 1919 წელს პირველად გავიდა მიმოქცევაში დროებითიფულის ნიშნები - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები. ისინი 50 კაპიკის, 1, 3, 5, 10, 50, 100 და 500 მანეთის ღირებულების იყო. მომდევნო წლებში კი, უფრო მაღალი ნომინალის - 1000 და 5000 მანეთის ღირებულების ბონებიც გამოვიდა. 5000 მანეთიანი ბანკნოტის ჭვირნიშანსწარმოადგენდა „სდრ“, რაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აღნიშნავდა.


 

8. მარჩილის ესკიზი


პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს მიდიოდა მსჯელობა სრულფასოვანი ეროვნულივალუტის შემოღებაზეც. ვალუტის ძირითად სახელად შეირჩა საქართველოში XVI საუკუნიდანგავრცელებული ფულადი ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი - „მარჩილი.“ ფიქრობდნენ, რომ ისმომოქცევაში უნდა გასულიყო გერმანული მარკის პარიტეტული კურსით. მარჩილი მიმოქცევაშიარასოდეს გასულა და არც მის შესახებ მოგვეპოვება ბევრი ისტორიული დოკუმენტი. თუმცაშემორჩენილია მხატვრის, ევგენი ლანსერეს მიერ 1920 წელს შესრულებული 25 მარჩილის ესკიზი.

 

9. ლარის სიმბოლო


ლარის სიმბოლო თავად ლართან შედარებით ახალგაზრდაა - სიმბოლო 2014 წელს დაამტკიცასაქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ. ლარის სიმბოლოს კონცეფცია ქართული ანბანის ასონიშან„ლ“-ზეა დაფუძნებული: ერთთავიანი, მარტივი „ლ“-ს რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმითვიღებთ სამთავიანი, სრული „ლ“-ის სტილიზებულ გამოსახულებას - ₾.



10. 10 ლარიანი მონეტა


2000 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გამოუშვა ქრისტეშობის 2000 წლისა დასაქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალისბიმეტალური მონეტები ლიმიტირებული ოდენობით. ამ მონეტით ჩვეულებრივ შეიძლება გადახდასაქართველოს ტერიტორიაზე, თავისი ნომინალური ღირებულებით.



წყარო: finedu.gov.ge

 






ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
access_time2022-08-12 23:55:40
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.   როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.   "პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო,...

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას
access_time2022-08-12 23:00:51
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.   ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ...

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“
access_time2022-08-12 20:02:05
„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“ -  ამის შესახებ ინფორმაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კომერსანტი“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,...

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე
access_time2022-08-12 17:58:05
ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2022-08-12 17:30:06
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1508 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2829 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up