1%-ზე ნაკლებია იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პრობლემური სესხების, რომლებმაც უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე - ლაშა ხუციშვილი

1%-ზე ნაკლებია იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პრობლემური სესხების, რომლებმაც უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე - ლაშა ხუციშვილი

access_time2018-12-11 17:11:48

1%-ზე ნაკლებია იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პრობლემური სესხების, რომლებმაც უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა ლევან ჩხაიძის დღის ამბებში ჩართვისას.



მისი თქმით, აღნიშნული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც, საუბარია, დაახლოებით, 10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, შეთავაზებული იყო იგივე პირობები, რა პირობებიც შეთავაზებულ იქნა სხვა საბანკო და არასაბანკო საფინანსო დაწესებულებებისთვის.




„თუმცა, მათ არ ისურვეს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა. ეს მათი არჩევანი და სურვილია. ამავე დროს, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ისინი გამოიჩენდნენ სოციალურ პასუხისმგებლობას და გარკვეული კატეგორიისთვის, მაგალითად, სოციალურად დაუცველებისთვის, ისინი ჩამოაწერდნენ 2000 ლარამდე სესხებს. მათი მხრიდან ასეთი ქმედება მისასალმებელია. მათ ითხოვეს საგადასახადო კოდექსში გარკვეული საკითხების დაზუსტება. ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ და მიმდინარე სამუშაო პროცესში აღნიშნული საკითხები, რაც იყო თხოვნა მათი მხრიდან, გათვალისწინებული იქნება. თუმცა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ დაახლოებით, საუბარია, მთლიანი პრობლემური სესხების 1%-ზე ნაკლებ მოცულობაზე, ვინც არ მოხვდა ამ თანამშრომლობის სფეროში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.


commersant






„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია
access_time2019-03-22 17:40:34
29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს...

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება
access_time2019-03-19 19:00:10
მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი...


მსგავსი სიახლეები

up