1 წელი კოვიდის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან - რა დამართა ეკონომიკას რეგულაციებმა?!

1 წელი კოვიდის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან - რა დამართა ეკონომიკას რეგულაციებმა?!

access_time2021-02-26 12:15:40

       საქართველოში, ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდინფიცირების შემთხვევის პირველი გამოვლენიდან 1 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ინფიცირების სულ 269 800 შემთხვევა დაფიქსირდა საიდანაც 1.3% - 3475 ადამიანი გარდაიცვალა, 97.7% - 263 700 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსთთან ბრძოლის სახელით დაწესებულმა რეგულაციებმა მოსალოდნელი 5%-იანი ზრდის ნაცვლად ეკონომიკა 6.1%-ით შეამცირა. მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად საქართველო მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწიონებით დაავადების გავრცელების მხრივ მე-16 ადგილზე იმყოფება, გასული წლის მეოთხე კვარტალში ათეულში იკავებდა პოზიციას, რამდენიმე დღით გავრცელების სისწრაფით #1 სახელმწიფოც კი გახდა.



კოვიდთან მოსალოდნელი ბრძოლისთვის მზადება პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე 1 თვით ადრე დაიწყო. 28 იანვარს მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, 29 იანვარს ჩინეთთან და 23 თებერვალს ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.


საგანგებო მდგომარეობა 21-ელ მარტს გამოცხადდა, თუმცა იმ დროისთვის უკვე მოქმედებდა მთელი რიგი შეზღუდვები: გაუქმდა 3 მარტისა და 8 მარტისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება, 1-ელ მარტს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, დაიხურა საბავშვო ბაღებიც. 6 მარტს იტალიასთან ავიამიმოსვლა შეწყდა, იმავე დღეს მაღალი გავრცელების ზონის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14 დღიანი სავალდებულო კრანტინი და/თვითიზოლაცია დაწესდა. 14 მარტს სომხეთთან და აზერბაიჯანთან 16 მარტს რუსეთთან 18 მარტს ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საზღვარი ჩაიკეტა. 16 მარტს დაიხურა სამთო კურორტები, აიკრძალა სამარშუტო ტაქსების მოძრაობა. 19 მარტს დაუხურა ბაზრობები და სავაჭრო ცენრები.


საგანგებო მდგომარეობა 1 თვის ვადით 21 მარტს გამოცხადდა. საწყის ეტაპზე სიახლე იყო ის, რომ აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრება და დარღვევევბზე კონკრეტული საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაწესდა - ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარი, იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარი. ეს დღე მხოლოდ დასაწაყისი აღმოჩნდა.


22 მარტს ბოლნისი და მარნეუული ჩაიკეტა, 31 მარტს კი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. საქალაქთაშორისოსთან ერთად აიკრძალა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. ნებადართული დარჩა მხოლოდ კერძო ავტოობილით, მათ შორის ტაქსით მგავრობა, აიკრძალა მძღოლის გარდა ავტომობილში 2 ადამიანზე მეტის დაჯდომა. საღამოს 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კომენდანტის საათი გამოცხადდა. დიდ ქალაქებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო. 7 აპრილს აგრარული ბაზრებიც დაიხურა. დაწესდა შეზღუდვები ონლაინ ვაჭრობაზე, 17-დან 27 აპრილამდე აკრძალული იყო ავტომობილით გადაადგილება. აღდგომის დღესასწაულთად დაკავშირებით სასაფლაოები ჩაიკეტა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.


საგანგებო მდგომარეობა 1 თვით 23 მაისამდე გახანგრძლივდა, თუმცა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო. 23 მაისიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა და მთავრობა თითქმის იგივე უფლებები მიენიჭა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს, იმ განხვავებით, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობა უკვე აღარ იყო საჭირო. კანონის მოქმედების ბოლო ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, თუმცა ის ჯერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, შემდეგ კი 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდა. ივლის-აგვისტოში შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილი იყო, თუმცა ჩაკეტილი რჩებოდა საზღვრები, ასევე დაკეტვის შემდეგ დღემდე არ გახსნილა კინო-თეატრები, კლუბები და კაზინოები.


სექტემბრიდან ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ მკვეთრი მატება დაიწყო და პიკს ნოემბერ-დეკემბერში მიაღწია. 31 აგვისტოს მდგომარეობით ინფიცირების  1487 და გარდაცვალების 19 შემთხვევა ფიქსირდებოდა. მოსახლეობის რაოდენობის ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო მსოფლიოში. 30 სექტემბერს კოვიდის შემთხვევათა რაოდენობა 6192-მდე იყო გაზრდილი. 1 თვეში დაავადების გამოვლენის რაოდენობამ წინა 6 თვის ჯამურ მაჩევენებლებს 3-ჯერ გადააჭრბა. 31 ოქტომბერს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 000-მდე იყო გაზრდილი, 30 ნოემბერს, 136 000-მდე, 31 დეკემბერს კი 227 000-მდე. ყველაზე მეტი 5450 შემთხვევა 5 დეკემბრს გამოვლინდა, ანუ 3.7-ჯერ მეტი ვიდრე მარტიდან აგვისტოს ჩათვლით 6 თვეში, ყველაზე მეტი 53 პაციენტი 19 დეკემბერს გარდაიცვალა.


შეზღუდვების ახალი ტალღა ოქტომბრიდან ამოქმედდა, 28 ნოემბრიდან კი ფაქტობრივად მეორე ლოკდაინი გამოცხადდა. იქამდე 4 ნოემბრიდან პირბადე გარე სიცრცეშიც სავალდებულო გახდა, 9 ნოემბრიდან ღამის 22:00 სთ-ის შემდეგ 05:00 სთ-მდე გადაადგილება აიკრძალა, კომენდანტის საათმა 28 ნოემბრიდან 21:00-სთ-მდე გადმოინაცვლა. ახალი შეზღუდვები ორთვიანი იყო და შემსუბუქება 16 იანვრიდან უნდა დაწყებყლიყო. ამ ვადამაც 3 კვირით გადიწია.


დღეს ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 1 წლის თავზე კვლავ მოქმედებს 3.5 თვის წინ ხელმეორედ შემოღებული კომენდანტის საათი, რომლის დარღვევა 2000 ლარიან ჯარიმას იწვევს. სავაჭრო ცენტრები შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს, ზამთრის კურორტები დაკატილია, უმაღლეს სასაწავლებლებში სწავლა დისტანციური რეჟიმით გრძელდება.... 2020 წლის 21 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კოვიდრეგულეციების დარღვევის გამო 36.9 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა.


დისკუსია იმის შესახებ უნდა დაწესებულიყო თუ არა შეზღუდვები და თუ კი, რა ფორმით, რა მოცულობით 1 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. რეგულაციების მომხრეთა განცხადებით ადამიანის სიცოცხლე ეკონომიკაზე მნიშვნელოვანია და ადამიანის გარდაცვალებას ისევ უმუშევრად დარჩენა სჯობს. ადამიანის სიცოცხლის უფლებას აღიარებენ შეზღუდვების მოწინააღმდეგეებიც, თუმცა მათ საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად სხვა არგუმენტებიც მოჰყავთ: 1) ეკონომიკური ვარდნა არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც Iphone 12 pro-ს ვეღარ იყიდის, კრიზისი პირველ რიგში დაბალშემოსავლიანების კისერზე გადადის და მათ ისედაც მწირი შემოსავალი უმცირდებათ/უნულდებათ. სიღატაკე შიმშილს, არასრულფასოვან კვებას, არასრულფასოვან სამედიცინო მომსახურებასა და სტრესს იწვევს, თითოეული მათგანი შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს. მსოფლიოში გასულ წელს სიღარიბითა და არასრულფასოვანი კვებით კოვიდთან შედარებით 4-ჯერ მეტი 8 მლნ ადამიანი დაიღუპა. 2) რეგულაციები, ადამიანის უფლებებს, მის თავისუფლებას ლახავს. კომენდანტს საათი თავისი არსით გაუსამართლებლად შინაპატიმრობას უთანაბრდება. ვირუსი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რისკის მატარებელია. თუ პირობითად X რისკჯგუფშია, Y კი არა, რატომ უნდა დარჩეს ორივე სახლში როცა X-ს შეუძლია თავად, თავისი სურვილით დარჩეს სახლში და სტუმრებიც არ მიიღოს. 3) დისტანციური სწავლა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მოსწავლეს/სტუდენტს გამართული კომპიუტერი და ინტერნეტი აქვს, ჩვეულებრივ სწავლებას ვერ გაუტოლდება. რეგიონებში როგორც ხარისხიანი ინტერნეტი პრობლემას წარმოადგენს და არც კომპიუტერი აქვს ყველას, ხშირ შემთხვევაში ოჯახში რამდენიმე მოსწავლეზე 1 კომპიუტერი მოდის. ისედაც არასახარბიელო განათლების ხარისხის კიდევ უფრო გაუარესება გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. 4) მაშინაც კი თუ იზოლაციაში მყოფ პირს სამსახური არ დაუკარგავს და შემოსავლები არ შემცირებია, გაიზარდა სტრესი და სუიციდისაკენ მიდრეკილება. ასევე გაზრდილია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობის შემთხვევათა რაოდენობაც. 5) მეორე ლოკდაუნის დროს თბილისში ავტომობილთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა რამაც ქალაქში ეკოლოგიური გარემო გააუარესა 6) ძალიან მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით ყოველ 100 ათას ადამიანზე საქართველო მე-16 ადგილზე იმყოფება. შვედეთი სადაც დეკემბრამდე თითქმის არ იყო შეზღუდვები მე-20 ადგილზეა.  რეგულაციები უკეთ მუშაობს აზიური ტიპის ქვეყნებში, სადაც კანონისადმი ბუნებრივი მორჩილების მაჩვენებელი მაღალია. მენტალობა რამდენიმე თვეში არ იცვლება, სხვა გამოსავალი ასევე აზიური ჩრდილო კორეული ტირანიაა, საზღვრბის სამუდამო ჩაკეტვით და კარანტინის დამრღვევის დახვრეტით. ვირუსის ასეთ ფასად დამარცხება ცხადია არავის უღირს.


ეკონომიკური მდგომარეობის არა იდეალური, მაგრამ საუკეთესო საზომი მშპ და მშპ-ის ზრდის ტემპია. მსოფლიო მშპ 2020 წელს 4%-ზე მეტად შემცირდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ მომხდარა, საქართველოში ვარდნა უფრო დიდი იყო - 6.1%. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 1994 წლის შემდეგ. 2009 წელს, ომის შემდგომ, გლობალური კრიზისის პირობებში საქართველოს ეკონომიკა ბევრად უფრო ნაკლებით - 3.7%-ით შემცირდა და ზრდის 6.2%-იან მაჩვენებს 2010 წელს დაუბრუნდა. დღეს 2021-ის პროგნოზიც არასახარბიელოა. ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე დაიგეგმა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ასეთი, საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისთვის, დაბალი ზრდაც კი შეუსრულებელ მისიად მოსჩანს. ეროვნული ბანკის შეფასებით მიმდინარე წელს ეკონომიკა 4%-ით უნდა გაიზარდოს, მაგრამ თუ ტურიზმი არ აღდგა ზრდა მხოლოდ 1% იქნება. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით პირველ კვარტალში ვარდნა 4.6% იქნება. იანვარი ეკონომიკის 11.5%-იანი შემცირებით დაიწყო. 2019 წლის დონესთან დაწევა უკვე 2022 წელსაც საეჭვო ხდება.



უმუშევრობა მეოთხე კვარტალში 3.8%-ით 20.4%-მდე გაიზარდა, რაც 2018 წლის პირველი კვარტალის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1.197 მლნ-ს დაუბრუნდა რაც 7 წლიან უკანდახევას ნიშნავს.


სამი კვარტალის ჯამში საქართველოში სულ $719 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა რაც 10 წლიანი მინიმუმია. 2000-იანი წლები მაჩვენებლებს დაუბრუნდა აეროპორტების მგზავრთნაკადი და ტურისტების რაოდენობა.


2020 წელს ექსპორტი 456 მლნ-ით ხოლო იმპორტი შემცირდა. იმპორტის უფრი დიდი მოცულობით შემცირება, მისი ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებამ კი არა, ნავთობზე ფასების ვარდნამ და მსყიდველობითუნარიანობის კლებამ გამოიწვია.


პირველად ლარსის არსებობის 25 წლიანი ისტორიის განმავლობაში კურსი დოლართან მიმართებაში 3.00-ს გადასცდა და წელი 15%-იანი გაუფასურებით დაასრულა.


სიღარიბისა და უკიდურესი სიღარიბის ზუსტი სტასტისტიკა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ გასულ წელს სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა 100 000-ით 532 000-მდე გაიზარდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up