1 თვეში საარსებო მინიმუმი შემცირდა -  რეალური სურათი თუ სტატისტიკის სამსახურის შელამაზებული რეალობა

1 თვეში საარსებო მინიმუმი შემცირდა - რეალური სურათი თუ სტატისტიკის სამსახურის შელამაზებული რეალობა

access_time2018-10-18 10:00:00

დღეისთვის საარსებო მინიმუმი რჩება მთავარ, საკვანძო მაჩვენებლად ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის დახასიათებისას, სიღარიბის კრიტერიუმების განსაზღვრისას, რაც სახელმწიფოს სოციალური პროგრამების შემუშავებასა და ზოგადად, სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში უდიდეს როლს თამაშობს.



სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აგვისტოსთან შედარებით, მაჩვენებელი 1 ლარითა და 20 თეთრით შემცირდა.შედეგად, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, 170 ლარი და 20 თეთრი შეადგინა.საქსტატში აცხადებენ, რომ დღეს საარსებო მინიმუმი 2017 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.



საქსტატის ინფორმაციით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 285.4 ლარია, ერთსულიანიოჯახის – 150.7 ლარი, ორსულიანი ოჯახის – 241.1 ლარი, სამსულიანის – 271.3 ლარი.



იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად უფასურდება ლარი, იზრდება ფასები თითქმის ყველა დასახელების პროდუქციაზე, საწვავზე, მედიკამენტებზე, როგორ და რაზე დაყრდნობით შემცირდა საარსებო მინიმუმი?


სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, რომ სტატისტიკის სამსახური აკვირდება დაახლოებით 99 დასახელების საქონელს, საიდანაც 55 დასახელების პროდუქციაზე ფასები გაძვირდა, 7-ზე უცვლელი დარჩა და 37-ზე შემცირდა. მაგალითად, აგვისტოში შემცირდა რძის პროდუქტების ( არაჟანი, ხაჭო, რძე), ქათმის ხორცის, ღორის ხორცის, წიწიბურას, ხახვის, კარტოფილის, ნიორის, ქლიავის, ყურძნის, პომიდვრის, კიტრის ფასები. გაძვირდა -ფორთოხალი, ატამი, კივი, წიწაკა,სულგუნი, მარილი, მსხალი.



როგორც არჩვაძე განმარტავს, ვადებს სტატისტიკა იცავს, მაგრამ საინტერესოა რამდენად ადექვატურია ის წონები, რომლითაც სტატისტიკა აპელირებს. ასევე , ხომ არ არის საჭირო მეთოდოლოგიის გადასინჯვა, რადგან, სხვა წონების შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებული სურათი და მაჩვენებელი დაიდებოდა.



„სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცხადებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ მისი ხელმძღვანელი სად იყო მივლინებით და რა ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ რამდენიმე წელიწადია არ აქვეყნებს ინფორმაციას როგორი წონები აქვს პროდუქტებს და როგრ იცვლება წლების მიხედვით. პირობითად, ხორცის წონა თუ არის სამომხმარებლო კალათაში 4 პროცენტი, ეს ასე უნდა იყოს თუ უნდა გაიზარდოს. მათ ზემოთ მაკონტროლებელი არავინ აღარ არის და ვფიქრობ, რომ ეს სისტემა თუ გადაიხედება, მაშინ სტატისტიკის მიერ გაანგარიშებული ციფრები ადექვატური იქნება,“-აცხადებს არჩვაძე.



„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“  ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ „საქსტატში“ მეთოდოლოგიებთან საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. საუბარა, როგორც საარსებო მინიმუმის დათვალაზე, ისე ინფლაციაზე.



„ახლა რომ გამოვდივართ და გვიხარია, რომ ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია, ყველაფერი რიგზეა, რეალურად შიდა კვლევები რომ გავაკეთოთ, რეალურად სხვა სურათს მივიღებთ. საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა, ეს ხომ გავლენას ახდენს პროდუქტის ფასზე? როდესაც რიგითი მომხმარებლები მაღაზიაში შევდივართ, ეს ხომ ჩანს? ჩვენ თუ ამ მეთოდოლოგიას გადავხედავთ და ისეთ აბსურდულ ნივთებს ამოვიღებთ, როგორიცაა მაგალითად, გიტარა და ასე შემდეგ, საერთოდ სხვა სურათს მივიღებთ. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ინფლაცია იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ციფრებში გვაქვს.ანალოგიური სურათია საარსებო მინიმუმის დათვლასთან დაკავშირებით,“-აღნიშნავს ბაირახტარი.



მისი განცხადებით, ასეთი შელამაზებული მეთოდოლოგიები რეალურ სურათს არ იძლევა. ბაირახტარის ინფორმაციით, ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ „შემცირდა“ საარსებო მინიმუმი.



როგორც ბაირახტარი განამრტავს, გასაგებია, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაში არ შედის საწვავის ფასი, მაგრამ ტრანსპორტი და გადაადგილება შედის და ეს გადაადგილება მზის ენერგიის ხარჯზე ნამდვილად არ ხდება.



„არის გარკვეული ჯგუფები, სადაც ფასები შემცირებულია, მაგალითად, ასეთია ფეხსაცმელები. ამ მონაცემს თუ ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ მუდმივად ფასების შემცირება ფიქსირდება. რეალურად სხვა მოცემულობაა და ეს სულ სხვა საკითხია. თუ ავიღებთ გარკვეული დასახელების პროუქტებს, რომელიც სამომხმარებლო კალათაში შედის, აღმოვაჩენთ, რომ ზოგიერთი დასახელების პროდუქტზე ფასები მართლაც შემცირებულია, მაგრამ ეს არ გვაძლევს რეალური სამომხმარებლო კალათის სურათს, რაც ადამიანს რეალიურად სჭირდება. დამეთანხმებით, რომ გიტარა ადამიანს ყოველ დღე არ სჭირდება. ასეთ რეალობას თუ შევხედავთ და გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ეკონომიკა სეზონურია და იმპორტზეა დამოკიდებული, ვნახავთ, რომ ეს სურათი რეალობის ამსახველი ნამდვილად არ არის,“-აცხადებს ბაირახტარი.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს

უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
access_time2020-05-25 10:30:54
უძრავი ქონების პლატფორმა Livo-ს გადაწყვეტილებით, 2 თვის განმავლობაში, ნებისმიერი  მსურველი სამშენებლო კომპანია კვალიფიციურ, ინდივიდუალურ კონსულტაციას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. კომპანიებს კონსულტაციას ლივოს წარმომადგენლები  საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვის მიმართულებით გაუწევენ. მომსახურებით რამდენიმე პარტნიორმა სამშენებლო კომპანიამ უკვე ისარგებლა. ლივოს კონსულტაციის შედეგად, არსებული გამოწვევის ფონზე,...

„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...


მსგავსი სიახლეები

up