1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 261 ფაქტი დაფიქსირდა

1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 261 ფაქტი დაფიქსირდა

access_time2019-10-03 13:10:20




გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 261 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 97 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 43 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 33, შიდა ქართლში - 27, აჭარაში - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, ქვემო ქართლში - 10, მცხეთა-მთიანეთში - 6, გურიაში - 4, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი - 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.



ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 653 მ3-მდე ხე-ტყე.


ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 21 ფაქტი, მათ შორის, ორი - თბილისის ტერიტორიაზე. ასევე, ამოღებულია 21 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.





გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო
access_time2020-09-18 15:00:11
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.  სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ...

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდეს

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს
access_time2020-09-18 15:48:14
„ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არის რომ ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს, მას  საქართველო წარმოუდგენია, როგორც  თავისი დენდროლოგიური პარკი, თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.  ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა, უმუშევრობა, ფასების ზრდა...

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას
access_time2020-09-18 15:16:52
„წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ იმ არაეფექტურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც  ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წინა მმართველობის დროს გაატარა. „წინა ხელისუფლების დროს...

ეკონომიკის მინისტრი არ უნდა საუბრობდეს ბუღალტრულ თემებზე, უნდა გვესაუბრებოდეთ ეკონომიკურ ხედვებზე - კობერიძე თურნავას

ეკონომიკის მინისტრი არ უნდა საუბრობდეს ბუღალტრულ თემებზე, უნდა გვესაუბრებოდეთ ეკონომიკურ ხედვებზე - კობერიძე თურნავას
access_time2020-09-18 14:18:32
„გვაინტერესებს რა არის თქვენი ხედვა, თუნდაც მომავალი წლის ეკონომიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით რაც უკვე ბიუჯეტში უნდა აისახოს“, - ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ ნათია თურნავას სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.     „პირველი ოქტომბრისთვის მზად უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2020-2021 წლის პროექტი. კარგი იქნება თუ დაგვანახებთ, რომ მთავრობას 2020-21 წლის ბიუჯეტის...

პროექტი ახალი გუდაური 2024 წელს დასრულდება - რა ეტაპზეა გუდაურის განვითარების გეგმა

პროექტი ახალი გუდაური 2024 წელს დასრულდება - რა ეტაპზეა გუდაურის განვითარების გეგმა
access_time2020-09-18 13:00:32
„პანდემიამ ხელი შეუშალა ახალი გუდაურის განვითარების ტემპს, მაგრამ ვეცდებით, რომ პროექტი დარჩენილ 3-4 წელიწადში მთლიანად დავასრულოთ,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ იურისტმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა. გუდაურში კომპანია „რედკომ“ მასშტაბური პროექტის „ახალი გუდაურის“ განვითარება 2016 წელს...


მსგავსი სიახლეები

up