#1 ქომაგი - ვითიბი ბანკის მხარდამჭერი კამპანია

#1 ქომაგი - ვითიბი ბანკის მხარდამჭერი კამპანია

access_time2020-11-05 15:57:39

ვითიბი, როგორც ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი, 12 ნოემბრის ისტორიული მატჩის წინ, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, კამპანიას ფეხბურთის #1 ქომაგი იწყებს. შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს, დინამო არენაზე, შედგება ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელში გამარჯვებულიც 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. ამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული მატჩის წინ, ბიჭებს ჩვენგან ძალიან სჭირდება იმ ერთიანობის შექმნა, რომელსაც მხოლოდ მოწინააღმდეგის კი არა, მთების შეძვრაც შეუძლია.



ჩვენი ნაკრების განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა. თუმცა, ყველაფერი გადავლახეთ და მივხვდით, რომ თანადგომა და ქომაგობა ერთადერთი პირდაპირი გზაა გამარჯვებისკენ. 2017-2018 წლებში ჩვენ ერთად შევძელით 12-დან 9 მატჩი ტრიუმფით დაგვესრულებინა. ამას კი სხვა მრავალი წარმატება მოჰყვა, მათ შორის, ერთა ლიგის ჯგუფში ყველაზე მეტი მატჩის მოგება. 12 ნოემბრის მატჩის მოგება, ქართული ფეხბურთისთვის, ყველაზე დიდი წარმატების მომტანი გახდება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის გაერთიანება და გულშემატკივრის #1 ქომაგად ქცევა მთელი გოლით.

 

დღეიდან, ყველა ქომაგს შეუძლია ფეისბუქ პროფილის ფოტოზე დააყენოთ ქომაგის ჩარჩო,  გამოიყენოთ ინსტაგრამ ფილტრები,  მონაწილეობა მიიღოთ Tik Tok გამოწვევაში . საუკეთესო  ვიდეოების ავტორები დასაჩუქრდებიან საქომაგო ატრიბუტიკით. კაპმანიის მიმდინარეობისას სიახლეების შესახებ ინფორმაცია, დაიდება ვითიბი ბანკის ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელებში.


 

სულ რამდენიმე დღე გვაშორებს ისტორიულ მატჩამდე. ფეხბურთში მთავარი ემოცია, ქომაგების და ფეხბურთელების გულისცემის დამთხვევაა. სწორედ ეს  ახდენს სასწაულებს მოედანზე. წლებია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგია და ვცდილობთ, ფეხბურთელებს მივცეთ ის მოტივაცია, რომელიც მათ ასე ძალიან სჭირდებათ.


 


ამ გადამწყვეტი მატჩის წინ, გვსურს, რომ მთელი საზოგადოება ჩაერთოს ჩვენი ფეხბურთელების მხარადასაჭერ კამპანიაში და  ყველა გახდეს მათი #1ქომაგი! - განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა. 

 

ეს ბურთი და მოედანი ჩვენია.....


(R)

თეგები:
vtb



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up