1 მლნ ინფიცირებული და 14 500-ზე მეტი გარდაცვლილი საქართველოში - ეკონომიკის გამანადგურებელი რეგულაციების ფონზე

1 მლნ ინფიცირებული და 14 500-ზე მეტი გარდაცვლილი საქართველოში - ეკონომიკის გამანადგურებელი რეგულაციების ფონზე

access_time2022-01-18 11:00:22

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მლნ-ს გადააჭარბა, რაც მოსახლეობის 27%-ზე მეტია. პანდემიას 14 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვეპლა, ანუ ყოველი 255 ადამიანიდან ერთი. 2020 წელს დაწესებული უმკაცრესი რეგულაციების მიუხედავად, რამაც ეკონომიკის 6.8%-იანი ვარდნა გამოიწვია, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით საქართველო როგორც ინფიცირებით, ასევე სიკვდილიანობით მსოფლიოს პირველ ათეულშია.

 


კოვიდით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. ვირუსი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა. ამბის ცნობას ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს. კარანტინში გადაიყვანეს საბაჟოს ის თანამშრომლებიც რომლებმაც ინფიცირებული პირი საზღვარზე შეამოწმეს და იმ მიკროავტობუსის მგზავრებიც რომლებთან ერთადაც პირველ ინფიცირებულს მგზავრობა მოუწია.

 


კოვიდთან მოსალოდნელი ბრძოლისთვის მზადება პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე 1 თვით ადრე დაიწყო. 28 იანვარს მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, 29 იანვარს ჩინეთთან და 23 თებერვალს ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

 


საგანგებო მდგომარეობა 21-ელ მარტს გამოცხადდა, თუმცა იმ დროისთვის უკვე მოქმედებდა მთელი რიგი შეზღუდვები: 1-ელ მარტს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, დაიხურა საბავშვო ბაღებიც. 6 მარტს იტალიასთან ავიამიმოსვლა შეწყდა, იმავე დღეს მაღალი გავრცელების ზონის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი და/თვითიზოლაცია დაწესდა. 14 მარტს სომხეთთან და აზერბაიჯანთან 16 მარტს რუსეთთან 18 მარტს ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საზღვარი ჩაიკეტა. 16 მარტს დაიხურა სამთო კურორტები, აიკრძალა სამარშუტო ტაქსების მოძრაობა. 19 მარტს დაუხურა ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები.

 


საგანგებო მდგომარეობა 1 თვის ვადით 21 მარტს გამოცხადდა. საწყის ეტაპზე სიახლე იყო ის, რომ აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრება და დარღვევებზე კონკრეტული საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაწესდა - ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარი, იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარი. ეს დღე მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა.

 


22 მარტს ბოლნისი და მარნეული ჩაიკეტა, 31 მარტს კი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. საქალაქთაშორისოსთან ერთად აიკრძალა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. ნებადართული დარჩა მხოლოდ კერძო ავტომობილით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, აიკრძალა მძღოლის გარდა ავტომობილში 2 ადამიანზე მეტის დაჯდომა. საღამოს 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კომენდანტის საათი გამოცხადდა. დიდ ქალაქებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო. 7 აპრილს აგრარული ბაზრებიც დაიხურა. დაწესდა შეზღუდვები ონლაინ ვაჭრობაზე, 17-დან 27 აპრილამდე აკრძალული იყო ავტომობილით გადაადგილება. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოები ჩაიკეტა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

 


საგანგებო მდგომარეობა 1 თვით 23 მაისამდე გაგრძელდა. 23 მაისიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის ძალითაც მთავრობას, პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გამოუცხადებლად პრაქტიკულად იგივე შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება მიენიჭა რასაც ადრე საგანგებო მდგომარეობა ითვალისიწნებდა. „დროებითი ზომა“ თავიდან 2020 წლის 15 ივლისამდე განისაზღვრა, რომელიც ჯერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, შემდეგ 2021 წლის 1-ელ ივლისამდე, 2022 წლის 1-ელი იანვრამდე ბოლოს კი 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა.

 



საქართველო 2020 წლის სექტემბრამდე კოვიდის შეჩერების მხრივ ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ითვლებოდა. 31 აგვისტოს მდგომარეობით სულ ინფიცირების 1497 და გარდაცვალების 19 შემთხვევა ფიქსირდებოდა, რაც როგორც აბსოლუტურ, ასევე მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად მიიჩნეოდა. სექტემბრიდან ყველაფერი თავდაყირა დადგა და ნოემბერში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 5000-ს გადააჭარბა, 50-ს მიაღწია ყოველდღიურმა სიკვდილიანობამაც. მოხსნილი შეზღუდვები თავიდან ამოქმედდა. 4 ნოემბერს პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა, 9 ნოემბერს კომენდანტის საათი ამოქმედდა, რომელიც მხოლოდ 2021 წლის 1-ელ ივლისს მოიხსნა. 28 ნოემბრიდან ისევ გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისევ დაიკეტა სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.

 


მეორე ლოქდაუნმა ვირუსის გავრცელების ტემპი კი შეანელა, მაგრამ მხოლოდ დროებით, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ეპიდემიის ახალმა ტალღებმა კიდევ უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

 


განვითარებულ მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგო აცრები 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, საქართველოში მხოლოდ 2021 წლის 15 მარტს, ისიც მხოლოდ მედპერსონალისა და 75 წელს გადაცილებული პირებისთვის. აცრა 18 წლიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მაისიდან გახდა. დღესაც კი როცა სახელმწიფოთა დიდ ნაწილს აცრები 5 წლის ასაკიდან, ზოგიერთს კი 3 წლის ასაკიდან აქვს დაშვებული საქართველოში ქვედა ზღვარი 12 წელია. მძლავრ ანტივაქსერულ კამპანიასთან მთავრობას თითქმის არაფერი დაუპირისპირებია, შედეგად 17 იანვრის მდგომარეობით სრულად აცრილია მხოლოდ 1.192 მლნ ადამიანი, ანუ მოსახლეობის 32.2%, რაც ძალიან ცოტაა და სამიზნე მაჩვენებელს როგორც მინიმუმ 2-ჯერ ჩამორჩება.

 


ახალ-ახალი შტამების გამო მართალია ვაქცინა ადამიანს ინფიცირებისგან კარგად ვერ იცავს, მაგრამ გართულებებს მნიშვნელოვნად ამცირებს, სიკვდილიანობა კი თითქმის ნულამდე დაჰყავს. კოვიდით ვაქცინირებულებიც გარდაცვლილან, მაგრამ მათი წილი ვირუსით გამოწვეული მსხვერპლის საერთო რაოდენობაში 1%-ს არ აღემატება, გარდაცვლილთა 99% აუცრელი იყო.

 


პროცენტულად ყველაზე მეტი - 52.2% 70-74 წლების ასაკობრივ კატეგორიაშია აცრილი, რომელსაც 50.8%-ით 65-69 წლების ასაკობრივი კატეგორია მოსდევს. ცხადია, რომ ამის მიზეზი 200 ლარიანი წამახალისებელი აქცია გახდა.

 


დეკემბრიდან მწვანე პასპორტები ამოქმედდა, მაგრამ მისი სიმწვანე მხოლოდ პირობითია. სავაჭრო ცენტრებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, ბანკებში, სკოლებში უნივერსიტეტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მწვანე პასპორტი არ მოითხოვება. კოვიდგადატანილები კი უვადო მწვანე სტატუსს იღებენ, რაც საქართველოს გარდა სხვაგან არსად ხდება. ლიბერალურ მიდგომას არჩევანის თავისუფლებითა და ადამიანის უფლებებით ხსნიან, ისინი, რომლებიც ვირუსთან საბრძოლველად კომენდანტის საათს გამამართლებლად მიიჩნევდნენ და რომელთათვისაც პირბადის იძულება სიცოცხლის გადარჩენის უპირატესობით აიხსნება.

 


საქართველომ ეკონომიკის გამანადგურებელი რეგულაციების ხარჯზე ვირუსის შეჩერება მხოლოდ დროებით მოახერხა, დღეს კი სიკვდილიანობით 1 სულ მოსახლეზე მე-7 ადგილს იკავებს.

 


კითხვაზე თუ შეუძლებელი იყო 1 მლნ ინფიცირებულისა და 14 500 გარდაცვლილის თავიდან აცილება, მაშინ რატომ დაწესდა ადამიანის უფლების შემლახავი და ეკონომიკის გამანადგურებელი რეგულაციები? რატომ გამოცხადდა 2-ჯერ ლოქდაუნი? პასუხი არ არსებობს.

 


2020 წელს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ აღარ მომხდარა. 2021-ში მართალია ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ მხოლოდ 2020-ის ვარდნის ფონზე და ისიც ორნიშნა ინფლაციის პარალელურად. ქვეყანაში გაიზარდა სიღარიბე, თუ პანდემიის დაწყებამდე, 2019 წლის დეკემბერში სოციალურ შემწეობას 427 ათასი ადამიანი იღებდა - მოსახლეობის 11.54%, 2020 წლის დეკემბერში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 525 ათასამდე, მოსახლეობის 14.9%-მდე, 2021 წლის დეკემბერში კი 643 ათასამდე, მოსახლეობის 17.39%-მდე გაიზარდა. 2 წელიწადში მთავრობისვე აღიარებით უკიდირეს სიღარიბეში მცხოვრებთა რაოდენობა 1.5-ჯერ 216 ათასი ადამიანით გაიზარდა.

 


2 წლის წინ, საქართველოს იტალიით აშინებდნენ. დღეს რომ მართლაც იტალიის დონის სიკვდილიანობა იყოს დღეს საქართველოში 5800-ით ნაკლები 8600 გარდაცვლილი იქნებოდა. საქართველოს აშინებდნენ შვედეთით, შვედეთის მსგავსი სიკვდილიანობის შემთხვევაში კი 8900 ადამიანი გადარჩებოდა და ახლა 14 500-ის მაგივრად 5600 გარდაცვლილი გვეყოლებოდა. ეკონომიკურ ვარდნასა და ვირუსის შეჩერებას შორის საქართველომ აირჩია გზა, რომელმაც ეკონომიკაც გაანადგურა და სიკვდილიანობაც გაზარდა.



გიორგი ელიზბარაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up