1-ლი მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება

1-ლი მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება

access_time2019-04-11 16:39:55

1-ლი მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება. ამის შესახებ, თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მანვე თუთუნის რეალიზაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროდუქტის რეალიზაცია ხდება კანონდარღვევით, რადგან არ აქვთ გადახდილი აქციზი და შეფუთვა-მარკირების წესებიც დარღვეულია.


„ეს პროდუქტი საცალო ბაზარზე როგორც ნედლეული ისე გადის და არ იბეგრება მაშინ როცა 1 კილოგრამ თუთუნზე სადაბეგრო რეჟიმით 35 ლარია ანუ მეწარმეები ამ თანხის გადახდას თავს არიდებენ. როგორც უაქციზო საქონლის რეალიზაცია ეს არის ადმინისტრაციულად დასჯადი დანაშაული, მაგრამ თუ დიდი რაოდენობით ხდება უაქციზო საქონლის რეალიზაცია ამ შემთხვევაში შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს.


მეორე საკითხია შეფუთვა/მარკირება, როდესაც მომხმარებელს ტომრიდან ცელოფნის პარკში უყრიან 100-200 გრამს, ეს არის კანონდარღვევა, რადგან ის უნდა იყოს კანონის შესაბამისად შეფუთული, მარკირებული, პიქტოგრამა უნდა იყოს მასზე გამოსახული, უნდა ჰქონდეს გაფრთხილება სამედიცინო ქართულ ენაზე და ასევე აქციზი უნდა იყოს დაკრული. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მეწარმეს რეალიზაციის უფლება.



შესაბამისად, გამოდის რომ ამ პროდუქტის რეალიზაცია კანონდარღვევით ხდება, რადგან აქციზი არ აქვთ გადახდილი და შეფუთვა-მარკირების წესებიც დარღვეულია, რაზეც 2 ათასი ლარიდან არის საჯარიმო სანქცია. თუმცა, იანვრიდან, მას შემდეგ რაც ამ კუთხით სიტუაცია გამძაფრდა დასჯილი ორგანიზაცია არ მინახავს,“-აღნიშნა ბახტურიძემ.


მანვე ბიზნესისთვის ახალ ვალდებულებაზეც ისაუბრა, რომელიც 1-ლი მაისიდან ამოქმედდება.


„1-ლი მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თუ თუთუნი, ელექტრო სიგარეტი, ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტი, სარეალიზაციოდ გაგაქვს, 3 თვით ადრე ვიდრე სარეალიზაციოდ სავაჭრო ქსელში გაიტან, ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინო ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული,“-განაცხადა ბახტურიძემ.


შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე ფასის გაზრდის შემდეგ მოქალაქეებმა სიგარეტის მოხმარების შემცირების ნაცვლად იაფი პროდუქტის, დაფასოებული თამბაქოს ყიდვა დაიწყეს.


bpn.ge



თეგები:
თამბაქო



აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს — მთავარი არხი

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს — მთავარი არხი
access_time2019-11-17 12:44:25
ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს. როგორც არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იარაღი შენობის კიბეებსა და დერეფნებშია განლაგებული. გარდა ამისა, პარლამენტის შიდა ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული და ადგილზე სპეციალური ეკიპირებაა მიტანილი.საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ შუადღით, სამ საათზე უნდა გაიმართოს. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობები და ოპოზიციური პარტიებია. გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსის...


მსგავსი სიახლეები

up