1-ლი აპრილიდან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი სისხლის სამართლებრივად დაისჯება - როგორ მოხდება ნარკოტესტზე შემოწმება

1-ლი აპრილიდან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი სისხლის სამართლებრივად დაისჯება - როგორ მოხდება ნარკოტესტზე შემოწმება

access_time2019-03-28 12:38:14

2019 წლის 1 აპრილიდან კანონპროექტში შედის ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

აქედან გამომდინარე, პატრულ-ინსპექტორების მიერ ე.წ. ნერწყვის ტესტებით მძღოლების სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე შემოწმება მოხდება. ამ მიზნით, პორტატული ნარკოტესტერების, ნარკოტესტერის შესანახი სპეციალური ყუთებისა და სპეციალური საბეჭდი ხელსაწყოების შესაძენად შს სამინისტრომ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 550 000 ლარი, ხოლო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სოლემარტი“ გახდა.

კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, შს სამინისტრო Securetec-ის ფირმის 10 ათას ცალ პორტატულ ნარკოტესტერს შეიძენს, რომელთა საერთო ღირებულებაც 540 000 ლარია. აღნიშნული ტესტერები ნერწყვის საშუალებით ადგენს ნარკოტიკული საშუალებების შემდეგი კომპონენტების მოხმარებას: მარიხუანა, ჰაშიში, ამფეტამინები, ამფეტამინი და მეტანმეტამინი; კოკაინი; ოპიატები (მორფი, ჰეროინი).

ტესტირების დრო 5 წუთია, საჭირო ნერწყვის რაოდენობა 5 მიკროლიტრი; ნერწვის შეგროვებისათვის საჭირო დრო კი 3 წამია.

„რეზულტატი იკითხება დამატებითი მოწყობილობების გარეშე; სინჯის ბალიშს აქვს ინდიკატორი და მასზე საკმარისი ნერწყვის მოთავსებისას ვიზუალური ჩვენებისთვის იცვლის ფერს - წითლიდან ყვითელში; რეზულტატი ასახავს პოზიტიურ შედეგს (და არა ნეგატიურს) წითელი ფერის შეფერილობის ხაზით. მარიხუანას შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალების მიღება მოხდა 8 საათის განმავლობაში. ტესტი ავლენს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების უმნიშვნელო კვალსაც კი,“-აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ამავე ხელშეკრულებით, შს სამინისტრო ყიდულობს Securetec-ის ფირმის 5 ცალ სპეციალურ ი საბეჭდ ხელსაწყოს და Giostyle-ს ფირმის 100 ცალ ნარკოტესტერის შესანახ სპეციალურ ყუთს.

გარდა ამისა, შს სამინისტრომ თანხმობა მიიღო ნერწყვის ნიმუშის ასაღები კონტეინერების, ინსტრუმენტული ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩასატარებლად საჭირო ქიმიური რეაქტივებისა და საექსტრაქციო კარტრიჯების გამარტივებული წესით შესყიდვაზეც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 32 528 ლარია.

მათ შორის შესყიდვის ობიექტებს წარმაოდგენს:


ნერწყვის შესაგროვების და შენახვის 1 000 ცალი კონტეინერი;


მყარფაზიანი ექსტრაქციის 300 ცალი კარტრიჯი 691-0353T, SPEWare;


მყარფაზიანი ექსტრაქციის 300 ცალი კარტრიჯი Tubes, Versaplate-Plexa Das, 30Mg;


მყარფაზიანი ექსტრაქციის 300 ცალი Strata X-Drug B 30mg კარტრიჯი;


ამონიუმის ფორმიატი ≥95 %, ექსტრა სისუფთავის 1 კგ;


ამონიუმის აცეტატი ≥96 %, ექსტრა სისუფთავის 1 კგ;


ამონიუმის აცეტატი ≥98.5%, ექსტრა სისუფთავის 1 კგ.


BPN





„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“
access_time2020-03-31 11:30:44
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სრულ კარანტინსა და საკომენდანტო საათზე სოციალურ ქსელ faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამე უცნობია, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შესაძლებელია ერთი რამის თქმა: ბრძოლის მიზანი უნდა იყოს ინფიცირებით გამოწვეული გართულებული შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს ისე მკვეთრად რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ შესძლოს...


მსგავსი სიახლეები

up