აპრილიდან ბანკები საპროცენტო განაკვეთებს ცალმხრივად მარტივად ვეღარ შეცვლიან

აპრილიდან ბანკები საპროცენტო განაკვეთებს ცალმხრივად მარტივად ვეღარ შეცვლიან

access_time2021-03-26 10:00:12

კომერციული ბანკების ნაწილმა დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეამცირა, ამის პარალელურად კი საბანკო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთები არ შემცირებულა, შესაბამისად სპრედი გაიზარდა ანუ ბანკებმა უფრო მეტი მოგება ნახეს. ეს ცვლილება ბანკებმა ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის მიხედვით, თუმცა ცალმხრივად განახორციელეს.


საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, რომ ანაბრებზე პროცენტის კლება სისტემური ხასიათის არაა და ეს გადაწყვეტილება ყველა ბანკს არ მიუღია, გარდა ამისა ვინც შეამცირა, ისიც მინიმალურად, 0.25%-1%-ით. ასოციაციის საპასუხოდ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მსხვილი ბანკების ნაწილმა ერთმანეთში მოილაპარაკეს და ერთდროულად მკვეთრად დაწიეს ანაბრების პროცენტები, ამ დროს კი ანტიმონოპოლიური რეგულატორი ანუ ეროვნული ბანკი არაფერს აკეთებს.


ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს, როგორც საბანკო სექტორის მარეგულირებელ ორგანოს არ შეუსწავლია ბანკების ამ გადაწყვეტილებით დაირღვა თუ არა ანტიმონოპოლიური კანონი და მომხმარებლთა უფლებები.


„ბანკებმა გააკეთეს ის, რაც მათთვის, როგორც კომერციული სტრუქტურებისთვის სასარგებლოა. სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურებს არ შეუსრულებიათ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები. კერძოდ, ეროვნულ ბანკს, როგორც საბანკო სექტორის მარეგულირებელ ორგანოს არ შეუსწავლია ბანკების ამ გადაწყვეტილებით დაირღვა თუ არა ანტიმონოპოლიური კანონი და მომხმარებლთა უფლებები; ხოლო, სამართალდამცავებს არ დაუწყიათ მოკვლევა შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. სწორედ ეს გახლავთ პრობლემა. ეროვნული ბანკი და სამართალდამცავები რომ თავის ადგილზე ყოფილიყვნენ და დაეწყოთ კანონით გათვალისწინებული მოქმედებები, კომერციული სტრუქტურები უფრო ფრთხილად იქნებოდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში“, - აღნიშნა თემურ ბასილიამ.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ნაბიჯებს დგამს ეროვნული ბანკი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში და როდის მოხდება ევროდირექტივების შეუსაბამო პუნქტების ამოღება ან შეცვლა საბანკო ხელშეკრულებებიდან, რომელიც ფინანსური ორგანიზაციების მიერ ცალმხრივად და უაპელაციოდ საპროცენტო განაკვეთების ცვლილებას გულისხმობს.



პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები „კომერსანტის“ კითხვებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არ პასუხობენ. საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებაში კი „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ 2021 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ბრძანება, რომლის მიხედვითაც გამკაცრებულია ხელშეკრულებებში ცვლილებების ცალმხრივად შეტანის შესაძლებლობა და მომხმარებლების ინფორმირების რეგულაციები.


საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცდა ახალი მოთხოვნები („ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული წესი), რომელიც ძალაში შედის 2021 წლის პირველი აპრილიდან. ახალი მოთხოვნები განპირობებულია, ერთი მხრივ, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მიზნით, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი ბაზრის გამოწვევების საპასუხოდ. აღნიშნული წესით განისაზღვრა ხელშეკრულებებში ცვლილებების ცალმხრივად შეტანის შესაძლებლობა და მომხმარებლების ინფორმირების რეგულაციები. უფრო კონკრეტულად: განისაზღვრა მათ შორის საპროცენტო განაკვეთის სამი ტიპი (ფიქსირებული, ცვლადი და ინდექსირებული). ამასთან, ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთიან სესხზე/დეპოზიტზე ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის ცალმხრივად ცვლილება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და მომხმარებლის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ცვლად საპროცენტო განაკვეთიან პროდუქტებზე კი - მხოლოდ ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული ცალკეული გარემოებების დადგომის დროს. მიმდინარე ეტაპზე მოქმედი წესის მოთხოვნებთან შედარებით, გამკაცრებულია მომხმარებლების ინფორმირების პირობებიც“, - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.


მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებაში განმარტავენ, რომ საბანკო სისტემის შიგნით დოლარის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შემცირება განაპირობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა: სისტემაში დოლარის მოთხოვნა/მიწოდების ცვლილებამ და გარე ბაზრებიდან მოზიდული დოლარის რესურსის განაკვეთების შემცირებამ. მათივე ინფორმაციით, დეპოზიტების ნახსენები განაკვეთების შემცირება ეხება უკვე 2021 წლის თებერვლის პერიოდს და სესხებზე/კრედიტებზე პროცენტების შემცირება 2021 წლის თებერვლის შემდგომ პერიოდში უნდა მოხდეს.


სესხის/კრედიტის განაკვეთების ზრდას, რეალურად, განხორციელდა 2021 წლის იანვრის თვის განმავლობაში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით. როგორც წესი, საპროცენტო განაკვეთები იანვარში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ყოველთვის იზრდება, რადგან წლის ბოლოს (დეკემბერში) პორტფელის ზრდის დაგეგმილი მაჩვენებლების მისაღწევად აქტიურდება სხვადასხვა ტიპის აქციები და ახალ გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მცირდება განაკვეთები, ხოლო დეკემბრის გასვლის შემდეგ, შემცირებული მოთხოვნის გამო, იანვარში გაიცემა ნაკლები სესხი/კრედიტი და ამ სესხებზე საშუალოდ პროცენტი უფრო მაღალია. სწორედ ასე განვითარდა მოვლენები 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარშიც.  


თუმცა, დეპოზიტების ნახსენები განაკვეთების შემცირება ეხება უკვე 2021 წლის თებერვლის პერიოდს და სწორი იქნება სესხებზე/კრედიტებზე პროცენტების შემცირება განვიხილოთ 2021 წლის თებერვლის შემდგომ პერიოდში, რადგან ჯერ ფონდირების ხარჯი უნდა შემცირდეს და ეს მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა სესხებს/კრედიტებს და არა პირიქით. 2021 წლის თებერვლის თვის წინასწარი მონაცემებით ახალი გაცემული სესხებისათვის/კრედიტებისთის საპროცენტო განაკვეთები შემცირებულია როგორც ლარში, ისე დოლარში“, - აცხადებენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებაში.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up