1 ლარი თუ 8 თეთრი - რეალურად რა შეღავათს მიიღებენ ფერმერები აგროდიზელის პროგრამით?

1 ლარი თუ 8 თეთრი - რეალურად რა შეღავათს მიიღებენ ფერმერები აგროდიზელის პროგრამით?

access_time2020-06-23 10:00:11

საქართველოს მთავრობამ სოფლის დახმარების პროგრამა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებულია აგროდიზელის პროგრამაც. საქართველოს მასშტაბით, უკვე 60,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 18,000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი.  მთავრობაში ამტკიცებენ, რომ გლეხები დიზელის საწვავის შეძენისას მნიშვნელოვან შეღავათს იღებენ, თუმცა ფერმერთა ნაწილი პრობლემებზე საუბრობს.


სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ფერმერებისთვის აგროდიზელის პროგრამა სპეკულირების საგანი გახდა, თუმცა რეალურად არცერთ ბენზინგასამართ სადგურზე ამ შეთავაზებაზე დაბალი ფასი ვერ იქნება და ხშირ შემთხვევაში ის 50%-ით უფრო იაფია.


„ძალიან ბევრი ნეგატივი წამოვიდა ფერმერებისთვის აგროდიზელის პროგრამის მისამართით. ეს იყო პროგრამა, რომელიც ფერმერებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიანი ფასით მიცემის საშუალებას იძლეოდა. რამდენიმე ათასმა ფერმერმა უკვე მიიღო ეს აგროდიზელის ბარათი, რომლითაც დღეს ჩვეულებრივ პირობებში არსებულთან შედარებით შეღავათიან ფასად ფერმერი მიიღებს თავისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის 150 ლიტრამდე საწვავს ერთ ჰა-ზე. პრემიერმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ ეს შესაძლოა 1 ლარამდე შეღავათი იყოს, მერე დაიწყო სპეკულირება, რომ ეს შეღავათი 1 ლარზე ნაკლებია და თითქოს ჩვენ ფერმერები მოვატყუეთ. თუმცა, როდესაც პროგრამა დავიწყეთ „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის ფასი 2.05 თეთრი იყო, ფერმერებისთვის კი 1.07 თეთრი, სადაც ბიუჯეტის ფული არ იხარჯება. ეს იყო სპეციალური შეთანხმება მომწოდებელთან, რომელიც კონკურსის წესით შეირჩა, ამ შემთხვევაში „სოკარმა“ საუკეთესო ფასი დადო. საწვავის ფასი თვიდან-თვემდე იცვლება, ამიტომ ღირებულება ერთნაირი ვერ იქნება, თუმცა ერთი რამ მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ საყოველთაო ფასზე იაფი ყოველთვის იქნება. არცერთ ბენზინგასამართ სადგურზე ჩვენზე დაბალი ფასი ვერ იქნებოდა და ხშირ შემთხვევაში ის 50%-ით უფრო იაფია“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


„მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ფერმერებს სოფლიდან ბენზინგასამართ სადგურ „სოკართან“ მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ, მათ იქ მხოლოდ 8-11 თეთრით დაბალი ფასი ხვდებათ, ამიტომ საჭიროა ფერმერებს შორის კოოპერაცია.



„საწვავის პრობლემასთან დაკავშირებით, ბევრმა ფერმერმა მოგვმართა, მათი თქმით „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგური სხვადასხვა დასახლებებიდან, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, შორს მდებარეობს და ფერმერს უწევს ეს მანძილი, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ 20, 11 და ზოგჯერ 8 თეთრიანი სხვაობისთვის გაიაროს. მათ კი ეს არ უღირთ, რადგან გაცილებით მეტი უნდა დახარჯონ, ვიდრე რეალურ შეღავათს მიიღებენ. ამიტომ საჭიროა კოოპერაცია, შეამხანაგდნენ და ერთი სოფლის ან თემის საწვავისთვის ერთი მანქანა წავიდეს. აქ მეორე პრობლემაცაა, სოფლად მდებარე ბენზინგასამართი სადგურები რა ხარისხის საწვავს ყიდიან, რატომ ასე დაბალ ფასად, საიდან აქვთ და რა ხდება, ცალკე თემაა. ასეთი პატარ-პატარა სადგურები ყველა სოფელშია თითქმის. ისინი ქსელური დაფარვის არარსებობის, ელექტრონული ბაზების, ხარისხის და სხვა ბევრი გარემოების გამო, ვერ ჩაერთობოდნენ სახელმწიფო პროგრამის აღსრულების პროცესში. აქ ერთიცაა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კატასტროფული ვარდნის ტენდენციაა და ამას სახელმწიფო ვერ გათვლიდა, ჩვენ კი არა, მსოფლიო წამყვან ეკონომიკურ ინსტიტუტებს უჭირთ პროგოზები. საერთო სურათი ამიტომ არის ასეთი “, - აღნიშნავს რუსუდან გიგაშვილი.


რუსუდან გიგაშვილი ფერმერთა პროგრამის ფარგლებში არსებულ სხვა ხარვეზებზეც საუბრობს, მათ შორის ლოგისტიკის, კომუნიკაციის არარსებობის, მიწის რეგისტრაციის და ინფრასტრუქტურის პრობლემებზე. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან გაცემული დახმარება ვერ ექნება გრძელვადიანი, რადგან ეს არის სოციალური დახმარების პროგრამა სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის.


„სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება ინერციის მსგავსი ღონისძიებაა და გრძელვადიან ეკონომიკაზე გათვლილ კონკრეტულ ნაბიჯებს ამას ვერ დავარქმევდი. სახელმწიფოს მხრიდან გაცემული დახმარება ვერ იქნება გრძელვადიანი, ამიტომ ქვია ანტიკრიზისული. ეს არის სოციალური დახმარების პროგრამა სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს იყო ერთჯერადად გაცემული თანხები, დაახლოებით 80 მილიონია ასეთი თანხა. თუმცა, არის გრძელვადიანი ბიზნესებისთვის საინტერესო საკითხებიც, მაგალითად სტანდარტების დანერგვა საწარმოებში, ინფრასტურუქტურულში თანადაფინანსების კომპონენტები. ზოგადად დარგში სერიოზული პრობლემები დგას, რომელიც ეხება კომუნიკაციას, ყველაზე დაგვიანებით ინფორმაცია მას მისდის, ვისთვისაც ეს ყველაფერი კეთდება. განათლება და უნარები უკან არის გადაწეული, პრობლემებია დაკავშირებული ლოგისტიკასთან და ინფრასტრუქტურასთანაც. საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ბაზრების ჩაკეტვით ფერმერებს პროდუქტის რეალიზება დაუგვინდათ, ზოგს გაუფუჭდა კიდეც, ეს ვითარება მაშინ გამოჩნდა. არ გვაქვს გამართული ლოგისტიკური სისტემა.


ბევრმა ფერმერმა ასევე მომწერა „ლიბერთი ბარათების“ პრობლემაზე, მათ ეუბნებოდნენ რომ არსებული თანხა, რომელიც პესტიციდების საყიდლად სჭირდებოდათ ივლისში გაუაქტიურდებათ, როცა უკვე დაგვიანებულია. თუმცა, ჩვენ დავუკავშირდით ფერმერების კონკრეტული გვარ-სახელებით ბანკს, ასევე, არდა-ს და მათმა ვადებმა გადმოიწია და მოგვარდა.
მთელ ამ ანტიკრიზისულ გეგმაში ყველაზე კარგია ის, რომ ამ ყველაფერს მიწის რეგისტრაციის საკითხი მიება, რადგან არ გაგვაჩნია ერთიანი მიწის კადასტრი. პირადად ვიყავი ჩართული ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ ქვეყანაში მიწა არ იყო დათვლილი. მარტო ამად ღირდა ეს გეგმა. თუ მიწის რეფორმა არ მოხდა, ყველა სხვა საკითხი ფრაგმენტულია, არადა ჩვენ დღეს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა და გეგმები გვჭირდება“,
- აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up