1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ტრადიციული „მზის ფესტივალი“ განახლებულ მზიურში გაიმართება (R)

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ტრადიციული „მზის ფესტივალი“ განახლებულ მზიურში გაიმართება (R)

access_time2016-05-27 13:00:58

 

პროექტის იდეის ავტორი ანა გოგუაძეა, რომელიც უკვე თერთმეტი წელია ამ ფესტივალს მეგობრებთან ერთად მართავს.  „მზის ფესტივალი“ აერთიანებს ყველა ბავშვს, მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სტატუსისა. პროექტის მიზანია, განავითაროს ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქის იდეა, მოახდინოს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.  ფესტივალის მეგობარი და თანაორგანიზატორი  კომპანია ჯეოსელია. წლევანდელი „მზის ფესტივალი“ გამორჩეული იქნება, რადგან  პირველად ჩატარდება განახლებულ მზიურში. მზიურის რეაბილიტაციის პროცესი  რამდენიმე თვის წინ  დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს პარკის ფუნქციურ დატვირთვას.  პროექტის ფარგლებში აღდგება და თემატურად  დაიტვირთება სოციალური კაფე და ამფითეატრი. მზიურის პარკი მთელი წლის განმავლობაში ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს. 1 ივნისს, ამ სამუშაოების  პირველი შედეგის ნახვას ყველა მსურველი შეძლებს.

        

მზის ფესტივალის პროგრამა:

                  12:00 - ხელნაკეთი ნივთების და სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა.

მოზარდთა ეკო-სტუდია მეზღაპრეების გამოფენა

ეკოლოგიური ექსპოზიციის მეშვეობით.

პოზიტიური სიტყვების გამოფენა ქართული დიალექტური კორპუსის საგანძურიდან.

 

12:00 - 14:00 "სინათლის თაობის" მხიარული ესტაფეტები. (ამფითეატრის უკან)

 


12:30 - ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივა, "ბავშვები ბავშვებისთვის’’, რომლის ფარგლებშიც სოფელ ბაისუბნის საოჯახო სახლში მცხოვრები ბავშვებისთვის მათი თანატოლები წიგნებს შეაგროვებენ.

 

12:30 ბავშვთა ხელოვნების სახლი "Dephani KidArt" - ის მოსწავლეთა გამოფენა და ხელნაკეთი თოჯინების მასტერკლასი.

 

13:00 - სამთო სათხილამურო სპორტ-სკოლა SKI HOUSE ინტერაქტიული პრეზენტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. (ამფითეატრი)

 

15: 00 - ფესტივალის მთავარი თეატრალიზებული წარმოდგენა მზის ბაღი. (ამფითეატრი)

 

16:30 - სახალისო კონკურსები მშობლებისთვის. (ამფითეატრი)

 

18:00 ფესტივალის საზეიმო დახურვა.

 

დღის მანძილზე "მზიურის" ტერიტორიაზე ბავშვებს გაართობენ ანიმატორები და მზიურის თოჯინა - „მზე’’.

 

ფესტივალის სპონსორები და მხარდამჭერები: ქალაქ თბილისის მერია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი“, “ჯიპისი“.

 




თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up