კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც ბანკების ინტერესებს და ბაზრის მონოპოლიზაციას უკავშირდება - სებ-მა ლომბარდების ბაზრის წმენდა გადაწყვიტა?

კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც ბანკების ინტერესებს და ბაზრის მონოპოლიზაციას უკავშირდება - სებ-მა ლომბარდების ბაზრის წმენდა გადაწყვიტა?

access_time2019-06-04 10:00:06

1 ივლისიდან ლომბარდებისთვის კიდევ ერთი ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, მათ ბანკებიდან ფინანსური რესურსების მოძიება გაურთულდებათ.

 

ცვლილება შედის „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ კანონში. კერძოდ, სესხის გამცემ სუბიექტს ეკრძალება გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება . ასევე, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც.


საქართველოში არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციისდამფუძნებელი გივი კორინთელიკომერსანტთან აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ  ლომბარდებისთვის ამოქმედებულ რეგულაციას, რომელიც ითვალისწინებდა ლიცენზიების აღებას და ამაში 10 000 ლარის გადახდას, დაემატება  ახალი შეზღუდვა, რაც „სესხის გამცემი სუბიექტს“ დეფოლტის წინაშე დააყენებს.


მისი განმარტებით, მაშინ რეგისტრაციისათვის მოთხოვნები იმდენად მრავლისმომცველი იყო, რომ ჯერ კიდევ რეგულაციის ძალაში შესვლამდე ყველამ იცოდა, რომ ეს ბაზარზე ძალიან ბევრი სუბიექტის გაქრობას გამოიწვევდა.  მათ შორის იყო  ფართთან დაკავშირებული საკითხები. მაშინდელი რეგულაციის მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალის საოპერაციო ფართი უნდა იყოს არანაკლებ 15-20 მ2. სავალდებულო გახდა ფართის გადატიხვრა, რემონტი, ვიდეოკამერები, ცეცხლგამძლე სეიფები და ა.შ., რაც საბოლოოდ ლომბარდის მფლობელებს ათი ათასობით ლარი დაუჯდა. 


 დღეს უკვე, ეროვნული ბანკი  მცირე ლომბარდების 90-95%-ს  იმ პროდუქტებით სარგენლობასაც უზღუდავს, რომლითაც ამჟამად სარგებლობენ.


„ეს ის დრო არ არის, როდესაც ლომბარდები თვეში 3-4%-ზე მუშაობდნენ. ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ. მას შემდეგ, რაც ბანკები შემოვიდნენ ამ ბაზარზე, შედარებით იაფიან საკრედიტო ხაზს სთავაზობენ ლომბარდებს, მთლიანად გადაწყობა მოხდა სისტემის, კონკურენციაც გაიზარდა. ბაზარზე დამატებითი ფული გაჩნდა, ამან გაზარდა ინდუსტრია, დალაგდა ურთიერთობები ბანკსა და ლომბარდს შორის, გაჩნდა რეპორტინგი, საბუღალტრო პროგრამები. ფაქტობრივად, თავად ბაზარმა გამოიწვია მოთხოვნა ასეთი სახის კორპორატიულ მართვაზე. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი იზღუდება და ეს ყველაფერი კარგი ნამდვილად არ იქნება,“-აღნიშნავს კორინთელი.


მისი განცხადებით, 1 ივლისს ამოქმედებული რეგულაციის შედეგად, ძალიან ბევრი ლომბარდი დადგება საშიშროების, მათ შორის დახურვის  წინაშე. ამას კი მოჰყვება ლოგიკური ჯაჭვი-საკმაოდ ბევრი სამუშაო ადგილის დაკარგვა და ასე შემდეგ. როგორც კორინთელი განმარტავს, ეს შეზღუდვები მხოლოდ და მხოლოდ ბაზრის მონოპოლიზაციას გააკეთებს. შესაძლოა ამ ბაზარზე თავად ბანკები შევიდნენ ან  მეორე, დარჩეს მხოლოდ რამდენიმე მსხვილი ლომბარდი.


„გასული წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკს კომერციულ ბანკებთან საკმაოდ სერიოზული კონსულტაციები ჰქონდა. მარეგულირებელი, ფაქტობრივად, ბანკებს სთხოვდა გირაოს სახით არამარტო ოქრო ყოფილიყო, რომელიც ლომბარდებში იყო ჩადებული, არამედ, ხშირ შემთხვევაში ეს ყოფილიყო ლომბარდების მფლობელების პირადი თავდებობები, ასევე იყო გირაოს სახით ალტერნატიული უძრავი ქონების მოთხოვნა. ეს პროცესი ჯერ კიდევ გასულ წელს არის დაწყებული. დღეს  გადაწყვიტეს, რომ ამას მისცენ რეგულაციის სახე და ამით მართონ  პროცესები. ლომბარდებს, სავარაუდოდ, მოეთხოვებათ დამატებითი გირაოს უზრუნველყოფის სახით ბანკში ჩადება, გარდა იმ ოქროსი, რომელიც უშუალოდ ლომბარდს აქვს ჩადებული. ხშირ შემთხვევაში ეს იქნება თავდებობები,“-აღნიშნავს კორინთელი.


ასევე ბანკებს დაევალებათ ლომბარდის კლიენტების ბაზის ცოდნა, რაც კორინთელის შეფასებით, ასევე მძიმე შედეგებს მოიტანს. მისი განცხადებით, შესაძლოა სხადასხვა სახის განვადების გაკეთებაზე კონკრეტულ სუბიექტს პრობლემა შეექმნას, რადგან ბანკს უკვე ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი სესხით სარგებლობს პირი, რა აქვს  შემოსავალი და ასე შემდეგ.


„ბანკმა შეიძლება ეს ბაზა გამოიყენოს იმისთვის, რომ ან თავისი საცალო დაკრედიტება გაზარდოს და ამითი წაართვას კლიენტი ლომბარდს, ან დიდმა ლომბარდებმა ისარგებლონ  და ეს ბაზები მათ ხელში აღმოჩნდეს. ეს კი ბანკის ინტერესიც იქნება, რომ თავიანთ დიდ კლიენტებს გადაუნაწილონ საკრედიტო პორტფელი, ვიდრე პატარას,“-აღნიშნავს კორინთელი.


კითხვაზე, ხომ არ შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ეს იქნება ბანკების კიდევ ერთი არაპროფილური აქტივი, კორინთელი განმარატვს, რომ ბანკებს თავის დროზე შეეძლოთ ამ ბაზარზე შესვლა, ამიტომ ეჭვი ეპარება, რომ ბანკისთვის ეს სექტორი მიმზიდველი იყოს. თუმცა, მისი განმარტებით, მათი ინტერესი უფრო იქნება ის, რომ მსხვილი ლომბარდები კიდევ უფრო გაამსხვილონ, რათა ამ ინდუსტრიასთან  ურთიერთობა გაიადვილონ.  


ლიცენზიაში 10 000 ლარის გადახდა, ფართის გაზრდა, სათვალთვალო კამერების დაყენება  და ასე შემდეგ, ეს მცირე ინვესტიცია არ იყო  ლომბარდების მხრიდან. „კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად სწორი გადაწვეტილებაა ის,რომ  1 ივლისიდან კიდევ ახალი რეგუალცია შედის ძალაში?-კორინთელი აღნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში თავის დროზე ლომბარდის მფლობელებს  ეს ინფორმაცია უნდა სცოდნოდათ. მისი განმარტებით, ეს სუბიექტები ახლა ორმაგად დაზარალებულები ჩანან. მეორე საკითხია ისიც, რომ ზოგადად, ბანკებიდან ინფორმაცია, რომ მომავალში მსგავსი რაღაც რომ იგეგმებოდა, მათ ჰქონდათ. თუმცა, ეს პროცესი 3-4 წელი  გრძელდებოდა და როდის გადაწყვეტდა მარეგულირებელი ამ ბაზრის წმენდას, არავინ იცოდა.


რაც შეეხება სტატისტიკას, „საქსტატს“ 2018 წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა, 2017 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია ფიქსირდებოდა. აქედან, 55,7% თბილისში , 12,1% - იმერეთის რეგიონში, 9,9% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% - აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6%- სხვა რეგიონებში ფუნქციონირებდა. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ, 2017 წლის ბოლოსათვის 23,8 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის 79,8% გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 20,2% - უცხოურ ვალუტაში.

 

 სოფო ქსოვრელი 

 





„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up