ეროვნული ბანკის მიერ 1 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.06 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9077 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 1.21%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8910 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 16.65 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.34%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 16.7560-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და დოლართან მიმართებაში 406 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.03%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 406.0000-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6982 ნიშნულზე იყო.