1 იანვრიდან  დაგროვებით საპენსიო სისტემაში 5 000-ზე მეტი კომპანია ჩაერთო

1 იანვრიდან დაგროვებით საპენსიო სისტემაში 5 000-ზე მეტი კომპანია ჩაერთო

access_time2019-01-14 14:00:47

1 იანვრიდან დაგროვებით საპენსიო სისტემაში 5 000-ზე მეტი კომპანია ჩაერთო, შესაბამისად წარადგინეს ინფორმაცია საპენსიო დეკლარაციის სახით და უკვე ჩაირიცხა შესაბამისის საპენსიო შენატანებიც. ამის შესახებ „კომერსანტს“ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ განუცხადა.


მისი განმარტებით,. სისტემაში ჩართულია როგორც რამდენიმე მსხვილი კომპანია, ისე მცირე და საშუალო ბიზნესი. სურგულაძის თქმით, საპენსიო სქემაში ასევე ჩართულია ის უცხოელები, რომლებსაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვთ. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სისტემაში ბოლო მონაცემებით, დაახლოებით, 200 000 მოქალაქეა ჩართული.


ლევან სურგულაძის განმარტებით, ამ დროისთვის საკმაოდ მაღალი აქტივობაა, რომელსაც არავინ ელოდა.


„ახლა ახალი წლის დღეებია მოგეხსენებათ, თუმცა, 3-4 იანვარს მაინც ძალიან დიდი აქტივობა იყო. 2 500 კომპანია პირველ ორ დღეში ჩაერთო. ეს ძალიან კარგი შედეგია. ჯამში ალბათ 6 სამუშაო დღე იყო,“ აღნიშნავს სურგულაძე.


კითხვაზე, სააგენტოს ცხელ ხაზე, ფიზიკური და იურიდიული პირები  ძირითადად, რა ტიპის კითხვებით მიმართავენ, სურგულაძე აღნიშნავს, რომ ძირითადი შეკითხვები ტექნიკურია, რომელიც სისტემის მოხმარებას ეხება.



რაც შეეხება პენსიის დაგროვების სქემას, სურგულაძის განმარტებით დარიცხული ხელფასიდან დასაქმებული დაზოგავს 2%-ს, მას ასევე დამსაქმებელი ამავე ხელფასიდან თვითონ დაუთვლის და დაურიცხავს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე 2%-ს და სახელმწიფოც ამ ხელფასიდან გამოთვლის 2%-ს და დაურიცხვას მოქალაქეს საპენსიო ანგარიშზე.


ლევან სურგულაძის განმარტებით, არის გამონაკლისი შემთხვევები როცა მოქალაქეს ერთიანად შეუძლია თანხის გატანა თავისი საპენსიო ანგარიშიდან. კერძოდ, მოქალაქეს საპენსიო ასაკამდე მიუღწევლად დაგროვებული პენსიის მოხსნა შეეძლება თუ მას შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდება, ასევე თუ დატოვებს საქართველოს მუდმივად და სხვა ქვეყანაში გადავა საცხოვრებლად; თუ კანონის მიღების დროს საპენსიო სქემაში ჩართვისას იყო უკვე, კაცის შემთხვევაში 60 წლის და მეტის, ქალის შემთხვევაში 55 წლის და მეტის. ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები ნებისმიერ დროს შეძლებენ პენსიის გატანას.


ლევან სურგულაძემ განმარტა, რომ გარდაცვალების შემთხვევაში საპენსიო დანაზოგი კანონიერ მემკვიდრეს გადაეცემა.


რაც შეეხება თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათთვის საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია. ამ შემთხვევაში მოქალაქე გამოდის როგორც დამსაქმებელი, ასევე დასაქმებული, შესაბამისად იხდის როგორც დასაქმებული 2-%-ს და როგორც დამსაქმებელი 2%-ს, 2%-ს კიდევ სახელმწიფო ურიცხავს, ანუ ჯამში თვითდასაქმებულსაც 6% გამოსდის.


რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენი იქნება მოქალაქის პენსია საპენსიო ასაკისთვის: თუ დასაქმებული 20 წლის არის (კაცი) და მისი ხელფასი თვეში 1000 ლარია, 1000 ლარიანი ხელფასის პირობებში 65 წლის ასაკში მის საპენსიო ანგარიშზე 388 ათასი ლარი შეგროვდება და პენსიაზე გასვლის შემდეგ ყოველთვოურად 3 236 ლარს მიიღებს, რასაც დაემატება სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პენსიაც.


 საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...

ამ კანონით ენერგეტიკას შემთხვევითი ინვესტორისგან დავიცავთ

ამ კანონით ენერგეტიკას შემთხვევითი ინვესტორისგან დავიცავთ
access_time2020-07-14 10:00:15
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ახალი კანონპროექტის თანახმად შესაძლოა უფლებამოსილი გახდეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოღვაწე კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს. ამ ცვლილების ავტორი ეკონომიკის სამინისტრო და სემეკი არიან, ხოლო პარლამენტში მისი ინიციატორი კი მთავრობაა, რომელიც პარლამენტს ახალი ნორმების დაჩქარებული წესით დამტკიცებას სთხოვს.   განმარტებით ბარათში...


მსგავსი სიახლეები

up