1-ელი ივლისიდან დღემდე 1060 ტაქსს A კატეგორია მიენიჭა, ხოლო 6805-ს - B კატეგორია

1-ელი ივლისიდან დღემდე 1060 ტაქსს A კატეგორია მიენიჭა, ხოლო 6805-ს - B კატეგორია

access_time2019-07-12 17:05:29

1-ელი ივლისიდან დღემდე 1060 ტაქსს A კატეგორია მიენიჭა, ხოლო 6805-ს - B კატეგორია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს.


მათი ინფორმაციით, ტაქსის მძღოლებს 10 ივლისიდან კატეგორიის მისანიჭებლად ან ნებართვის მისაღებად, უკვე შეუძლიათ, რომ იუსტიციის სახლებს მიმართონ.


როგორც ცნობილია, 1-ელი ივლისიდან ტაქსების ორ - A და B კატეგორიად დაყოფის პროცესი დაიწყო. მათ შორის განსხვავებაა, როგორც სტანდარტული მონაცემების, ასევე პრივილეგიების თვალსაზრისით. კონკრეტულად, A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი, თეთრი ფერისა და ტექნიკური ინსპექტირების მქონე. ამასთან, აღნიშნულ კატეგორიას მოეთხოვება ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი“. B კატეგორიის ტაქსები კლიენტებს მხოლოდ აპლიკაციის სერვისის მეშვეობით მოემსახურება, მათ არ მოეთხოვებათ ავტომობილის თეთრი ფერის სტანდარტი.



რაც შეეხება პრივილეგიებს, A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები გარკვეული უპირატესობებით ისარგებლებენ. კონკრეტულად, მათ გადაეცემათ უფასოდ ავტომანქანის შეღებვის ვაუჩერი, ასევე მანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები. ამასთან, აღნიშნული კატეგორია ისარგებლებს უფასო გასაჩერებელი ადგილებით. აგრეთვე, მათ შეეძლებათ რეკლამის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსება და შემოსავლის მიღება.


გარკვეული პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ B კატეგორიის მძღოლები. კონკრეტულად, საკრებულოს დადგენილების მიხედვით, მათ არ უნდა აიყვანონ მგზავრი ქუჩიდან. ნაცვლად ამისა, უნდა უზრუნველყონ მხოლოდ იმ მგზავრის აყვანა, რომლის მომსახურების მიზნითაც მივიდნენ გამოძახების ადგილზე. ამასთან, მათ არ ექნებათ უფლება განათავსონ ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი“, ასევე, ვერ ისარგებლებენ ტაქსის გასაჩერებელი საპარკინგე ადგილებით.


IPN



თეგები:
ტაქსი



Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?
access_time2019-07-15 20:00:03
საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда. (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ....

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ - „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ -  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე
access_time2019-07-16 09:00:55
„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული...

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
access_time2019-07-15 17:00:35
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს.  სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი...

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს
access_time2019-07-15 15:30:22
„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს...

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას
access_time2019-07-15 14:00:07
ფიჭვებზე გავრცელებული დაავადების გამო, ფაქტობრივად, თბილისში ამ სახეობის ჯანსაღი ხე აღარ არსებობს. დაავადების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად თავის დროზე მერია საბურთალოს ტერიტორიას ასახელებდა.  კერძოდ, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ეზოს და ე.წ. წითელ ბაღს. ამის შესახებ “კომერსანტი“  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა.  მართალია,  მერიამ დაავადებული ხეების ჭრა “წითელ ბაღში“ დაიწყო და ახალი ნარგავებიც გააშენა, მაგრამ ინფექციური...


მსგავსი სიახლეები

up