1 დეკემბრიდან აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მანქანა-დანადგარების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის სავალდებულო ხდება წინასწარი შეტყობინების წარდგენა

1 დეკემბრიდან აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მანქანა-დანადგარების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის სავალდებულო ხდება წინასწარი შეტყობინების წარდგენა

access_time2021-11-30 14:40:00

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ ,,ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის № 82 (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4793418?publication=3 ) , №84 (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4793444?publication=4) და № 85 (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4793455?publication=3) დადგენილებებში შესული ცვლილებების თანახმად, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მანქანა-დანადგარების, იმპორტის გზით, საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის, წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება 1 დეკემბრიდან ამოქმედდება“ – ამის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფონრმაციაში.



„ამასთან, იმპორტის გზით აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მანქანა-დანადგარების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის იმპორტიორი ვალდებულია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ზედამხედველობის სააგენტოს, ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონული ფორმით წარუდგინოს - ,,იმპორტის წინასწარი შეტყობინება", რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.



2021 წლის 1 დეკემბრიდან, დადგენილებებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების მოქმედების სფეროში შემავალი ზემოაღნიშნული პროდუქტების იმპორტის გზით, საქართველოს ბაზარზე განთავსება, წინასწარი შეტყობინების გარეშე ვერ განხორციელდება.



აღსანიშნავია, რომ იმპორტიორებისთვის გლობალური პანდემიით გამოწვეული რისკების შემსუბუქების მიზნით, წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება, ერთხელ უკვე გადავადდა - 2021 წლის 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე.




აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ცვლილების შესახებ, 3 300-მდე გადასახადის გადამხდელს (ავტორიზებულ გვერდზე), უკვე გაეგზავნა შეტყობინება.



დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდით ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1483 და ელექტრონულ ფოსტაზე: info@msa.gov.ge



ან ესტუმროთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს:



https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=506

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=505

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=504“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up