1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება 6.1%-ით – $2.26-მდე შემცირდა

1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება 6.1%-ით – $2.26-მდე შემცირდა

access_time2021-06-09 16:00:55

იანვარ-მაისში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 15%-ით – 36.4 მლნ ბოთლამდე, ღვინის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი კი მხოლოდ 8%-ით – $82.4 მლნ-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება 6.1%-ით – $2.41-დან $2.26-მდე შემცირდა.


ღვინის ექსპორტის 60%-ზე მეტი ისევ რუსეთზე მოდის, სადაც პირველ 5 თვეში 22,422 მლნ ბოთლი ღვინო გაიყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტი. 6%-იანი ზრდის შემდეგ უკრაინაში ექსპორტის მოცულობამ 4.163 მლნ ბოთლს მიაღწია, პოლონეთში 2.258 მლნ-ს, (+11%), ჩინეთში 1.864 მლნ-ს (-3%), ყაზახეთში 1.368 მლნ-ს (+80%).


პროცენტულად ყველაზე მეტად - 900%-ით 53 ათას ბოთლამდე ექსპორტი ჩეხეთში გაიზარდა, 600%-იანი ზრდით მეორე ადგილზე მონღოლეთია სადაც პირველ 5 თვეში 233 ათასი ბოთლი გაიყიდა. ასევე მკვეთრად - 324%-ით 61 ათას ბოთლამდე გაიზარდა ექსპორტი თურქეთშიც.



ღვინის გარდა იანვარ მაისში ბრენდის ექსპორტი 3%-ით $23 მლნ-მდე, ხოლო ჭაჭის ექსპორტი 30%-ით $567 ათასამდე გაიზარდა.


ღვინის ექსპორტმა მაქსიმუმს - $223 მლნ-ს 2019 წელს მიაღწია, 2020 წელს კი 6%-ით $210 მლნ-მდე შემცირდა, თუმცა მისი წილი ჯამურ ექსპორტში 0.4%-ით 6.3%-მდე გაიზარდა.


2001-2020 წლებში საქართველომ ჯამში $1.$856 მლრდ-ის ღვინო გაყიდა, რაც საფრანგეთის წლიური ექსპორტის 17%-ზე ნაკლებია. საქართველოს წილი გლობალურ ღვინის ბაზარზე 0.6%-ს შეადგენს, ცოტაა მაგრამ ჯამური ექსპორტის წილს 3-ჯერ აღემატება.


2019 წელს შეერთებულმა შტატებმა $6.5 მლრდ-ის ღვინის იმპორტი განახორციელა, 5.4-ჯერ მეტი ვიდრე რუსეთმა, ბრიტანეთმა 3.7-ჯერ მეტი - $4.4 მლრდ, გერმანიამ $2.9 მლრდ, ხოლო ჩინეთმა რუსეთთან შედარებით ზუსტად 2-ჯერ მეტი - $2.4 მლრდ. შესაძლებლობის უდიდეს ნაწილს საქართველო ჯერ კიდევ ვერ იყენებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up