დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0591 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 6 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4000 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.1095 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 6 ნოემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0137 ლარი ეღირება.