დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0387 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 7 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3613 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0245 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 7 ნოემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.9892 ლარი ეღირება.