დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0435 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 26 სექტემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3332 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0520 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 26 სექტემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8812 ლარი ეღირება.