დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0305 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 10 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3308 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0342 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 10 ნოემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.9550 ლარი ეღირება.