დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0122 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 11 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3186 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0407 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 11 ნოემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.9143 ლარი ეღირება.